მარია შარაპოვამ რუსეთი ნახევარფინალში გაიყვანა
გასულ კვირას, ქალთა პროფესიულ ტურში შესვენება იყო, რადგან ფედერაციის თასზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები იმართებოდა. იოლად გაიკვლიეს გზა ნახევარფინალში რუსეთმა და ჩეხეთმა, რომლებმაც, შესაბამისად, პოლონეთი და კანადა დაამარცხეს გასვლით მატჩებში. სამაგიეროდ, დანარჩენ ორ მეოთხედფინალში დიდი ბრძოლა გაიმართა.

ნამდვილი გმირობა ჩაიდინა საფრანგეთის ნაკრებმა. ეს გუნდი იტალიას სტუმრობდა, რომელმაც ქალაქ ჯენოაში მეტოქეს გრუნტის კორტი დაახვედრა. საყვარელ საფარზე პირველ დღეს იტალიელებმა ორივე ერთეულთა მატჩი მოიგეს და 2:0 დაწინაურდნენ. მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ გაამართლა ფრანგების კაპიტნის, ამელი მორესმოს სვლამ, რომელმაც ალიზ კორნეს ნაცვლად კრისტინა მლადენოვიჩი დააყენა სარა ერანის წინააღმდეგ.

მლადენოვიჩმა ორ სეტში დაამარცხა იტალიელთა პირველი ნომერი, რასაც კაროლინ გარსიას გამარჯვება მოჰყვა სამ სეტში კამილა ჯორჯისთან.

ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ საფრანგეთი მაინც ყველას განწირული ეგონა, რადგან იტალიამ წყვილთა მატჩში მსოფლიოს საუკეთესო დუეტი გამოიყვანა, ერანისა და რობერტა ვინჩის შემადგენლობით. ამ წყვილს ფედერაციის თასზე ზედიზედ 18 (!) მატჩი ჰქონდა მოგებული და ასევე, "დიდი სლემის" ხუთი ტიტულით იწონებდა თავს.

მაგრამ ეს არად ჩააგდეს მლადენოვიჩმა და გარსიამ, რომლებმაც მხოლოდ სამი გეიმი დაუთმეს მეტოქეს! ფედერაციის თასის ისტორიაში მეშვიდედ მოხდა, როცა ერთმა გუნდმა 0:2-დან შეძლო მატჩის მოგება. საფრანგეთი 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში და იქ სტუმრად შეხვდება ჩეხეთს.

მეორე ნახევარფინალში რუსეთი გერმანიას უმასპინძლებს. ეს უკანასკნელი ავსტრალიას იღებდა შინ და ამ მატჩის გმირი გახდა ანდრეა პეტკოვიჩი. იარმილა გაიდოშოვასთან ანჟელიკ კერბერის მოულოდნელი მარცხის შემდეგ პეტკოვიჩმა 12:10 დაამარცხა გადამწყვეტ სეტში სამანტა სტოსური, შემდეგ კი გამარჯვების ქულა მოუტანა თავის გუნდს, როცა ასევე მესამე სეტში 8:6 სძლია გაიდოშოვას.

ნახევარფინალები 18-19 აპრილს გაიმართება.

1/4-ფინალი

კანადა-ჩეხეთი 0:3

იტალია-საფრანგეთი 2:3

პოლონეთი-რუსეთი 0:4

გერმანია-ავსტრალია 4:1

1/2-ფინალი

რუსეთი-გერმანია

ჩეხეთი-საფრანგეთი

სანამ ქალები ფედერაციის თასზე თამაშობდნენ, მამაკაცებს "250" კატეგორიის სამი რიგითი ტურნირი ჰქონდათ. ყველაზე წარმომადგენლობითი იყო მონპელიე, სადაც ფინალში რიშარ გასკე და იერჟი იანოვიჩი შეხვდნენ ერთმანეთს. გადამწყვეტი მატჩი მხოლოდ რვა წუთი გაგრძელდა. სამგეიმნახევარში პოლონელმა ვერც ერთი ქულა ვერ აიღო და უარი განაცხადა თამაშის გაგრძელებაზე. მიზეზად იანოვიჩმა ავადმყოფობა დაასახელა.

ზაგრებში ერთი ტრადიცია დაირღვა - პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, მეოთხედფინალამდე ვერ მიაღწია ვერც ერთმა ხორვატმა ჩოგბურთელმა. გამარჯვება კი გილერმო გარსია ლოპესმა მოიპოვა, რომლისთვისაც ეს მეოთხე ტიტულია კარიერაში.

ქალაქ კიტოში 1982 წლის შემდეგ პირველად იმართებოდა ATP-ის დონის ტურნირი ეკვადორის ტერიტორიაზე. აქაც შეიძლებოდა, ტრიუმფატორი ესპანელი ყოფილიყო, მაგრამ ფელისიანო ლოპესმა მესამე სეტი ტაი-ბრეიკზე წააგო ვიქტორ ესტრელა-ბურგოსთან. დომინიკელისთვის ეს პირველი ტიტულია ATP-ის ტურში.

Ecuador Open Quito

კიტო. ფინალი

ფელისიანო ლოპესი (ესპ, 1)-ვიქტორ ესტრელა ბურგოსი (დომ, 8) 2:6, 7:6(5), 6:7(5).

Open Sud de France

მონპელიე. ფინალი

რიშარ გასკე (საფ, 4)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 5) 3:0 უარი.

PBZ Zagreb Indoors

ზაგრები. ფინალი

გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 3)-ანდრეას სეპი (იტა, 5) 7:6(7), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ამელი მორესმო დიდების დარბაზშია
ენდი მარეი: ფემინისტი დამიძახეთ
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ამელი მორესმო ფეხმძიმედაა!
ᓐᓛᓔᕚᓘ ᓛᓝᓠᓔᓡᓛᓝ ᓔᓜᓓᕘ ᓛᓐᓠᓔᓘᕡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓐᓓ?
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
ამელი მორესმო დიდების დარბაზში აირჩიეს
ᓔᓜᓓᓘ ᓛᓐᓠᓔᓘ ᓓᓐ ᓐᓛᓔᓚᓘ ᓛᓝᓠᓔᓡᓛᓝ ᓓᓐᓛᓔᓒᓝᓑᓠᓓᓜᓔᓜ
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...