"შუქურას" დატოვება საბოლოოდ კლუბის პრეზიდენტთან სერიოზული საუბრის შემდეგ გადავწყვიტე"
ცოტა ხნის უკან უკრაინელმა სპეციალისტმა კონსტანტინ ფროლოვმა ქობულეთის "შუქურას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

თუ რა გახდა საქართველოდან აბარგების მიზეზი და უკრაინის რომელ ლიგას შეეფერა ჩვენი ჩემპიონატი, ამის შესახებ ფროლოვი, რომელიც "შუქურამდე" ყაზახეთის ასაკობრივ ნაკრებს წვრთნიდა, Football.ua-ს ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა.

ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ:

- ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შუქურასთან" თანამშრომლობა გაწყვიტეთ. რა გახდა ამის მიზეზი? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართულ ფეხბურთში მოღვაწე სპეციალისტები და პრესა პოზიტიურად იყო თქვენ მიმართ განწყობილი...

- დიახ, ეს ფაქტია. გადაწყვეტილება კი სპონტანურად არ მიმიღია. მე, როგორც სისტემურ მწვრთნელს, მსურდა კლუბის საფეხბურთო სტრუქტურის მთლიანად აღორძინება: დაწყებული ბავშვთა სკოლით, პირველი გუნდით დასრულებული. მინდოდა, გუნდის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მომზადება ერთიანი სისტემით, რათა ჩემპიონატში მაღალი კონკურენციის პირობებში, სერიოზულ დონეზე ასულიყვნენ.

მუშაობის პერიოდში, ამ ჩანაფიქრის განხორციელების გზაზე, უამრავ დაბრკოლებას წავაწყდი. ანტალიაში შეკრებაზე კი საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ კლუბიხ ხელმძღვანელობა მხარს არ მიჭერდა და არც განვითარებით იყო დაინტერესებული.

"შუქურას" დატოვება კლუბის პრეზიდენტთან (რევაზ ჩელებაძე, რედ.) სერიოზული საუბრის შემდეგ გადავწყვიტე.

- დღეს როგორ შეაფასებთ "შუქურაში" გატარებულ პერიოდს?

- საქართველოში გატარებულ დროს ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებ. ქართული ფეხბურთი საკლუბო დონეზე ძირფესვიანად შევისწავლე. გავიცანი და შევიძინე მეგობრები, მივიღე შეუფასებელი გამოცდილება, პრაქტიკაში განვახორციელე საკუთარი იდეები, ფეხბურთელები უფრო ძლიერები და განსწავლულნი გავხადე, გუნდი კი - ორგანიზებული.

ს.კ. "შუქურა" - ახალგაზრდული, პროვინციური გუნდია, რომლის მთავარი ამოცანა კლუბის, ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდა მოთამაშეების აღზრდაა. განვითარების პერსპექტივა კი კლუბის ხელმძღვანელობის ნებასა და ამ მიმართულებით მუშაობაზეა დამოკიდებული - თუ სურთ პროგრესი, კლუბის ყველა რგოლში კომპეტენტურ სპეციალისტებს მოიწვევენ.

- ამ დროისათვის თქვენი ყოფილი კლუბი ჩემპიონატის ცხრილში მეთერთმეტეა. რას იტყვით ამ გუნდის მეტოქეებზე, დიდად აღემატებიან "შუქურას" შემადგენლობებითა და ფინანსებით?

- ხელმძღვანელობის მიერ დასახული სატურნირო ამოცანა ასეთია: მაქსიმუმ - ევროთასების საგზური, მინიმუმ - ადგილი "ათეულში".

რაც შეეხება ბიუჯეტსა და მოთამაშეებს, ამ მხრივ უმაღლესი ლიგის კლუბების იერარქიაში სადღაც შუაში ვიყავით.

ვფიქრობ, ამ კოლექტივს, სისტემური და ორგანიზებული სასწავლო-საწვრთნელი პროცესის, აღდგენითი სისტემებისა და მოთამაშეთა რეაბილიტაციის საშუალებების, ასევე, გუნდის შემადგენლობის სტაბილიზაციისა და ოპტიმიზაციის შემთხვევაში, შეუძლია სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრება.

- სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, რას იტყვით საქართველოს ჩემპიონატზე? უკრაინასთან შედარებით, როგორია იქ მოთამაშეების, ინფრასტრუქტურის, კლუბების დონე მთლიანობაში?

- წმინდა სპორტული თვალსაზრისით, საქართველოს ჩემპიონატი ძალიან საინტერესო ტურნირია. კლასი იქ ყველა გუნდს თითქმის თანაბარი აქვს. ნებისმიერ გუნდს შეუძლია მოიგოს ან წააგოს ნებისმიერთან, რაც ნათლად ჩანს კიდეც ჩემპიონატის პირველი წრის სატურნირო ცხრილში.

გამონაკლისები მხოლოდ გრანდები - თბილისის "დინამო" და "სამტრედია" არიან. მათ სერიოზული ბიუჯეტები, განვითარებული ინსფრასტრუქტურა, რეზერვის მომზადების სისტემა და შედარებით მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ.

რაც შეეხება შედარებას, საქართველოს პრემიერლიგის გუნდების უმეტესობა, კლასითა და საფეხბურთო მეურნეობით, უკრაინის პირველ ლიგას შეესაბამება. აი, მათი გრანდები კი, ჩემი სუბიექტური აზრით, თავიანთ სიტყვას ჩვენს პრემიერლიგაშიც იტყოდნენ.

- უკრაინელები ქართულ ფეხბურთში საქართველოში არცთუ მრავლად ყოფილან წარმოდგენილნი. როგორ ეპყრობიან იქ უკრაინელ მწვრთნელ-ფეხბურთელებს და რა იციან იქ უკრაინულ ფეხბურთზე?

- საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც ყოველთვის სიხარულით მიგიღებენ. ქართველებს ძალიან უყვართ უკრაინელები და დღევანდელი ვითარების გამო გვგულშემატკივრობენ.

საქართველოში დიდად აფასებენ უკრაინულ ფეხბურთს და პატივისცემით ეპყრობიან ჩვენებურ მწვრთნელებსა და მოთამაშეებს, რომლებიც საქმით ამტკიცებენ თავიანთ მაღალ სტატუსს.

- მომავალში რას აპირებთ?

- ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, ოჯახთან უნდა ვიყო. 5 თებერვალს მეორე ქალიშვილის მამა გავხდი და ვცდილობ, მეუღლესა და შვილებს მეტი დრო დავუთმო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთად ძალიან ცოტა ხანს ვატარებდით.

ახლა მინდა, დავისვენო, გავთავისუფლდე სამწვრთნელო საქმიანობისთვის დამახასიათებელი დაძაბულობისგან, შემდეგ კი, ვნახოთ...

dato
სამტრედია გრანდი ყოფილა.ტან განვიტარებული ინფრასტრუქტურაც ქონია.ვავა ჩქიმი ცოდვა
saqartvelo
აი ამის გამო არაფერი ეშველება!
saqartvelo
ბაჩო სრულიათ გეთანხმები! ქვეყანაში სადაც ილია მოკლეს,სადაც დღესდღეობითაც 30 მანეთად მოსკოვში,რომ მიფრინავდნენ და იქ ვითომ ყველა გენერლისა და მაღალჩინოსნების ცოლებთან ურთიერთობებს ამყარებდნენ,სადაც 3 მანეთად 100 ხინკალი სოსისი და ლუდი მოსდიოდათ და ამას მისტირიან,სადაც სტალინმა საქართველოს რა დაუშავა ვერ გაუაზრებიათ,სადაც რუსეთთან გაერთიანება მეგონა ცოთას უნდოდა,მაგრამ ამ ბოლო დროს მსურველები იზრდებიან და მხოლოდ იმიტომ,რომ რუსი ქალები უტრიალებთ თვალწინ,არაფერი ეშველება...
saba
ზალიან კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღმერთმა ხელი მოუმართოს პირდ ცხოვრებაშა და საწვრთნელო კარიერაში.
bacho
ოდითგანვე ასეა მას მერე რაც ეროვნული პირველობები დავიწყეთ მესვეურებს არ სურტთ,არ ზრუნავენ თავიანთი გუნდების განვითარებაზე რადგან ასეთ შემთხვევაში ბევრ ფულს ვერ მოუტეხავენ სახელმწიფოს და ფეხბურთელებს.გვეშველება რამეე?არა სანამ ყველა ვინც ხელისუფლიებში მოსულა,მოდის და მომავალშიც რომ მოვა კარგად არ გაძღება მანამ არაფერი.ესეიგი მენტალიტეტი გვაქ ასეთი და არაფერი გვეშველება ჩვენ სამწუხაროდ
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 იბერია 1999. ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს - "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელის უცნაური ამბავი
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ეროვნული ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს