საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
ამას წინათ, თბილისის ჭადრაკის სასახლეში მოჭადრაკე ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლაში 16 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაება. ნოკაუტ-სისტემით გამართული შეჯიბრებით ქვეყნის ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა 29 წლის ლევან ფანცულაიამ.

სამი წლისას ბაბუამ ასწავლა ჭადრაკის თამაში. ბრძენთა თამაშისადმი სიყვარული უფრო მაკა ხანთაძესა და გურამ მაჭავარიანთან მეცადინეობისას გაუღვივდა. თანატოლებში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა 2002 წელს 16-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე გაიმარჯვა. უფროსებში პირველად 2008 წელს მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედალი, მერე თითოჯერ ვერცხლიცა და ბრინჯაოც დაიმსახურა. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.

- 74-ე ეროვნულ ჩემპიონატში ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, - გვითხრა ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა. - საქართველოს ნაკრების წევრთაგან მხოლოდ ორმა ვერ შეძლო მონაწილეობა. ბაადურ ჯობავა ვეიკ-აან-ზეეს დიდ საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობდა, გაიოზ ნიგალიძე კი ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა თბილისში.

ნოკაუტ-სისტემით გამართული შეჯიბრების პირველ ორ ტურში მშრალი ანგარიშებით ვძლიე ბაჩანა მორჩიაშვილსა და დავით ბენიძეს. ყველაზე ძნელი შეხვედრა ნახევარფინალში მქონდა დავით ჯოჯუასთან, თუნდაც იმიტომ, რომ პირველ პარტიაში შავებით არასახარბიელო პოზიცა მივიღე, მაგრამ შუა თამაშის შემდეგ მეტოქის უზუსტობები გამოვიყენე და გავიმარჯვე.

მეორე პარტიაში თეთრებით ყაიმის მიღწევა არ გამჭირვებია. ფინალში მიხეილ მჭედლიშვილს დავუპირისპირდი. ოთხივე კლასიკური პარტია ყაიმით დასრულდა, 15-წუთიანები კი 1,5:0,5 მოვიგე და პირველი ადგილი დავიკავე.

- ნოკაუტ-სისტემით ჩატარებული შეჯიბრებები შენთვის ჯერჯერობით ყველაზე შედეგიანია...

- უარყოფითი მხარეების მიუხედავად, საასპარეზოდ ნოკაუტ-სისტემა ყველაზე ობიექტური მგონია. სხვათა შორის, 2008 წელსაც პირველად ოლიმპიური სისტემით გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ფინალში გიორგი მარგველაშვილი დავამარცხე. მომდევნო წელს ნახევარფინალურ პაექრობაში გიგა ყუფარაძეს ვაჯობე, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი დავით ზარქუასთან დავთმე და მეორე ადგილს დავჯერდი.

- მარტო ეროვნულ ჩემპიონატებს არ ვგულისხმობ...

- მესმის. 2005 წელს პირველად ვითამაშე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატში. 7 ტურის შემდეგ 5,5 ქულა მქონდა. მე-8 ტურში გამოუცდელობით სერგეი კარიაკინთან, ფაქტობრივად, მოგებული პარტია წავაგე.

ამის მიუხედავად, მე-19 ადგილზე გასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება მაინც შევძელი. ის მსოფლიო პირველობაც ნოკაუტ-სისტემით გაიმართა. პირველ წრეში რუსი ვადიმ მილოვი, მეორეში კი ინდოელი სურია განგული ჩამოვიშორე გზიდან.

მესამე რაუნდში ბორის გელფანდს (ისრაელი) დავუპირისპირდი. ორი კლასიკური და 15-წუთიანი პარტიების შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, 5-წუთიან ბლიცებში მაჯობა.

ამის მიუხედავად, 2005 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგები ჩემს კარიერაში დღემდე საუკეთესოა.

2009 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურში რუს ერნესტო ინარკიევთან აშკარა უპირატესობა ვერ გამოვიყენე და პარტია დავთმე, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც დავკარგე. მომდევნო წელსაც იგივე განმეორდა - ამჯერად უკრაინელ ზახარ ეფიმენკოსთან მარცხის შემდეგ.

- სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან მეათე წლისთავზე რას გეგმავ?

- ეროვნული პირველობის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატები დიდოსტატ ზურაბ სტურუასთან ვვარჯიშობთ.

ყოველდღიურად მონდომებით ვემზადები ვაჟთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 23 თებერვალს ისრაელის ქალაქ იერუსალიმში დაიწყება. ჩემი უპირველესი მიზანია, 23 საუკეთესოს შორის მოვხვდე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვო, თუმცა უკეთეს შედეგებზეც არ ვიტყოდი უარს. როგორც გითხარით, შემართებით ვარ, დანარჩენს კი შეჯიბრება გვიჩვენებს.

სოფიკო ნიკოლაძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
120 ათასი დოლარი მოგებულს - თბილისი მსოფლიოს ელიტას მასპინძლობს
30 მაისს ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
"სოხუმის" კალათბურთელები მეოთხე თვეა, უხელფასოდ თამაშობენ...
ქართველი დელეგატი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში!
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
თბილისი. მსოფლიოს თასი: საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭდარაკე დაიცავს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
საქართველოს XXVII ჩემპიონატი. ახალი სეზონის წინ: რას უნდა ველოდოთ?
რომელ ნაკრებს გულშემატკივრობთ და ვინ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს?!
დეშამმა კანტე დააბრუნა - ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ტაიბრეიკი - ბაადურ ჯობავას შანსი
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში სოციალურ ქსელებს იპყრობს - ჩვენი ყოფილი მეტოქე უკრაინისთვის ემზადება [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის რჩეულებში ჩაკვეტაძის თანაგუნდელიცაა [VIDEO]
13 ივნისს საქართველოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება