ქართველებით "დახუნძლული" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის სასელექციო გეგმებზე ისაუბრა
რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებული ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე რუსული სპორტული საიტის Sportbox.ru-ს ჟურნალისტს ქართველებით "დახუნძლული" კლუბის სასელექციო გეგმებზე ესაუბრა.

- თვენახევრიანი შვებულება როგორ აისახა თქვენი ფეხბურთელების ფიზიკურ ფორმაზე?

- ამ წლის პირველმა ვარჯიშმა ნორმალურად ჩაიარა. ჩვენ გუნდში პროფესიონალები გამოდიან და მათ კარგად იციან, შვებულების დროს როგორ უნდა მისდიონ ფიზმომზადების პროგრამას, რომელსაც დასვენებამდე ვურიგებთ ხოლმე.

ყოველ შემთხვევაში, თქვენ კითხვას უფრო ზუსტ პასუხს სამედიცინო ტესტირება გასცემს, რომელსაც ფეხბურთელები ამჟამად გადიან. ტესტირება თითქმის დასრულებულია. დარჩა მხოლოდ ერთი - ყველაზე მნიშვნელოვანი - ველოერგომეტრზე გამძლეობის შემოწმება.

თითოეული ფეხბურთელი მასზე 20 წუთს გაატარებს და ამის შემდეგ კომპიუტერული მონაცემების გათვალისწინებით, საბოლოო დასკვნებს გამოვიტანთ.

- სატრანსფერო ბაზარზე "ვოლგა" საკმაოდ აქტიურობს.

- გაძლიერებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ამასთან, ჩვენ მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ყოლის ფუფუნება არ გვაქვს. თუმცა, წარმატებისთვის ეს გადამწყვეტი არაა. მთავარია, ფეხბურთელი სპორტული ჟინითა და თავდადებით გამოირჩეოდეს. თუ არ იქნება სპორტული ხასიათი - არ იქნება შედეგიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ფეხბურთელების დამატებას პრემიერლიგიდანაც ვესწრაფვით.

- "როსტოვის" ყოფილ თავდამსხმელს, მერსუდინ ახმეტოვიჩს ალბათ კარგ შენაძენად მიიჩნევთ.

- დიახ, ნამდვილად ასეა. ამ მოთამაშეს დიდი ხანია თვალს ვადევნებ. მისი გუნდში ყოლა შარშანაც მინდოდა, როდესაც "ანჟიში" ვმუშაობდი, მაგრამ მაშინ ეს არ გამოვიდა.

- ახლახან პრემიერლიგაში მოთამაშე ორი მეკარე - მიხაილ კარჟაკოვი და აბაევი დაიმატეთ. გაჭირდება მათგან ძირითადის შერჩევა?

- ვნახოთ. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შანსი არამარტო ამ გოლკიპერებს, არამედ გამოცდილ ასტახოვსა და ახალბედა კოჩენკოვსაც ექნებათ. კარში ადგილი გარანტირებული ჯერ არავის აქვს.

- "ვოლგა" ბოიარინცევითაც ინტერესდებოდა. კიდევ ფიქრობთ მის დამატებაზე?

- ბოიარინცევით დაინტერესებული მართლაც ვიყავით, თუმცა მოლაპარაკებები გაჭიანურდა. დღეს ამ ნახევარმცველზე საუბარი დასრულებულია, რამდენადაც უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი გოგიტა გოგუასთან.

- უახლოეს პერიოდში კიდევ ვინ შეიძლება თქვენ გუნდში ვიხილოთ?

- ახლა სოფიის ცსკა-ს თავდამსხმელის, სპას დელევის გადმობირებაზე ვთათბირობთ.

- რა გადაწყდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ოთარ მარცვალაძის თაობაზე? სრულად გამოისყიდეთ ის "ანჟისგან"?

- მარცვალაძე "ანჟისთან" სრულად არ გამოგვისყიდია. კლუბს თანხის ნაწილი შარშან გადავუხადეთ და შევუთანხმდით, რომ დანარჩენს სეზონის დასრულების შემდეგ გადავუხდიდით. ზუსტად როდის მოხდება მთლიანი თანხის დაფარვა, ეს მე არ ვიცი.

- "ვოლგას" ფინანსური შესაძლებლობები თუ შეეფერება პრემიერლიგას?

- სრულებით.

- ახლახან თქვენ მწვრთნელის PRO-კატეგორიის გამოცდა ჩააბარეთ, რომლის გავლა ყოველ სამ წელიწადში აუცილებელია. მომქანცველი პროცედურაა?

- არა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გამოცდას უეფას კომისია ესწრებოდა, რომელიც კითხვებს სვამდა. დიდი ნაწილი სამწვრთნელო პროცესის თავისებურებათა განხილვას მიეძღვნა.

მომზადებულია Sportbox.ru-ს მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა