როგორ ახასიათებს 26 წლის ფორვარდი ალექსეი საპოგოვი ქართველ მცველს
ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივრებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ, ვინ არის ალექსეი საპოგოვი, რომლის გვარმაც ბოლო დღეებში გია გრიგალავასთან დაკავშირებით გაიჟღერა.

საპოგოვი 26 წლის ფორვარდია. ის "ვოლგაში" გია გრიგალავას თანაგუნდელი იყო, შარშან კი ლატვიურ "იურმალაში" თამაშობდა.

თვითკრიტიკულიაო, ვერ ვიტყვით, რადგან აცხადებს, რომ კარიერის გაგრძელება... ტურინის "იუვენტუსში" სურს.

როდესაც ნარკოტიკებთან დაკავშირებით გია გრიგალავას გარშემო სკანდალი ატყდა, ერთ-ერთმა პირველმა საპოგოვმა აიმაღლა ხმა და განაცხადა:

"ეს არის მორიგი ბინძური საქციელი "ანჟისგან". მათ სურთ, ამით ზეწოლა მოახდინონ ფეხბურთელზე, ვისაც საკუთარი უფლებების დაცვა სურს.

ერთი წელი მის გვერდით ვვარჯიშობდი და მინდა ვთქვა, რომ ასეთი პროფესიონალი ცხოვრებაში არ მინახავს.

ის დაბადების დღეებზეც კი არ აძლევდა თავს ზედმეტის საშუალებას. ვეუბნებოდი კიდეც, შენ ხომ ქართველი ხარ, ღვინოს რატომ არ სვამ? ის კი მპასუხობდა, მე პროფესიონალი ვარო".

რამდენიმე დღის შემდეგ გია გრიგალავამ განაცხადა, რომ საპოგოვს დიდი მომავალი აქვს:

"ეჭვიც არავის შეეპაროს, რომ ის რუსული პრემიერლიგის დონეს შეეფერება. ერთ წელიწადში მან მეტი გაიტანა, ვიდრე სხვებმა 3-4 სეზონში.

ვიცი, რომ მისი ოცნება "იუვენტუსია". ჩემი აზრით, იტალიის საშუალო გუნდებში საპოგოვი მართლა გაქაჩავს".

12 თებერვალს საპოგოვმა "ჩემპიონატთან" მორიგ კომენტარში ისევ ახსენა გია გრიგალავა:

"პროფესიონალიზმით მე შეიძლება მხოლოდ სამი ფეხბურთელი შემედაროს: ჯანლუკა ძამბროტა, პაველ ნედვედი და არანორმალური გრიგალავა, რომელიც არდადეგებზეც კი ვარჯიშობს".

zura1504
ესე იგი, მარტო ვარჯიში ვერ გიშველის, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გახდე :)))
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
პაველ ნედვედი მეუღლეს გაეყარა და თავისზე ორჯერ უმცროს გოგონასთან გააბა რომანი
ჩეხი "მოცარტი", რომელმაც "ბებერ ქალბატონს" ზინედინ ზიდანი დაავიწყა - პაველ ნედვედის ისტორია
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
ჯანლუკა ძამბროტა: პენალტების სერია იტალიას რომ მოეგო, ევროპის ჩემპიონი გახდებოდა
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
პაველ ნედვედი - რონალდოს ჟესტზე: "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს რონალდოს
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
პაველ ნედვედი: საწუწუნოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე
"იუვენტუსში" დიდი ცვლილებებია - ანიელისთან და ნედვედთან ერთად, კიდევ 7 ადამიანი წავიდა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
"ზელენსკი იუდეველი და მართლმადიდებელი ხალხის მტერია" - აცხადებს რუსეთის ნაკრების ექსფეხბურთელი
ჯანლუკა ძამბროტა მოთამაშე-მწვრთნელი გახდა
პაველ ნედვედი საუდის არაბეთში დასაქმდება