სულ რამდენიმე დღის წინათ, 39 წლის ჯანლუკამ ინდური გუნდი, "დელი დინამოსი" ჩაიბარა და ახალ საქმეს მალე შეუდგება
ჯანლუკა ძამბროტას ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ის წლების განმავლობაში თამაშობდა ჯერ "იუვენტუსის", შემდეგ "მილანის" და რა თქმა უნდა, იტალიის ნაკრების შემადგენლობაში. სულ რამდენიმე დღის წინათ, 39 წლის ჯანლუკამ ინდური გუნდი, "დელი დინამოსი" ჩაიბარა და ახალ საქმეს მალე შეუდგება, იქამდე კი იტალიაში ჩავიდა და პრესას აქტუალურ თემებზე გაესაუბრა...

მილანი

"მილანში" დიდი ცვლილებების პერიოდია და ეს ბუნებრივია, რადგან გუნდს დიდი ხანია, რაც კრიზისი აქვს და ასე ვეღარ გაგრძელდება.

"მილანში" სოლიდური ინვესტიცია უნდა ჩაიდოს და, როგორც ჩანს, ამისთვის კლუბში ახალი მეპატრონის მისვლაა საჭირო. ბევრი მტკივნეულად აღიქვამს იმას, რომ იტალიური კლუბები შესაძლოა, უცხოელებმა იყიდონ, როგორც ეს მილანის მეორე გუნდის, "ინტერის" შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, ამაში საგანგაშო არაფერია. დღეს, იტალიელ ბიზნესმენებს უჭირთ ფეხბურთში ფულის დაბანდება და თუ ამისთვის უცხოელები არიან მზად, ასპარეზი მათ უნდა მიეცეთ.

სერია A ჩამორჩა, როგორც პრემიერლიგას, ისე - ლა ლიგას და ვითარების გამოსასწორებლად დიდი თანხებია საჭირო როგორც ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ისე ტრანსფერებისთვის.

იუვენტუსი

პრესაში აქტიურად იწერება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, პოლ პოგბას სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. პოგბა ფენომენალური ფეხბურთელია, მაგრამ 120 მილიონი არის ის თანხა, რომლითაც გუნდი საგრძნობლად შეგიძლია გააძლიერო. როდესაც "იუვენტუსში" ვთამაშობდი, კლუბმა გაყიდა ზინედინ ზიდანი და იმ ფულით, დაიმატა ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტიურამი და პაველ ნედვედი.

თითქოს, ზიდანზე უკეთესი ვინ უნდა დაგვმატებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ, "იუვე" გაძლიერდა და არა პირიქით. წარმოიდგინეთ, ბუფონი დღემდე თამაშობს "იუვეში" და გამოდის, რომ ზიდანის წასვლით მიღებული თანხა ტურინულ გრანდზე კვლავაც მუშაობს.

მოკლედ, პოგბა კარგია, მაგრამ 120 მილიონი შესაძლოა, უკეთესი იყოს. "იუვენტუსი" იმითაც გამოირჩევა სხვა იტალიური კლუბებისგან, რომ სწორი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს და ყოველთვის იმ ფეხბურთელებს იმატებს, რომლებსაც კონკრეტული რგოლის და შესაბამისად, გუნდის გაძლიერება შეუძლიათ.

იტალიის ნაკრები

ევროპის ჩემპიონატზე, იტალიის ნაკრებმა დიდებულად ითამაშა და ძალიან საწყენია, რომ თერთმეტმეტრიანების სერიაში არ გაგვიმართლა. ვფიქრობ, "სკუადრა აძურა" იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ტურნირზე და იმსახურებდა ფინალში გასვლას. მაქვს განცდა, რომ პენალტებში გამარჯვების შემთხვევაში, იტალია ნახევარფინალსაც მოუგებდა ფრანგებს და შემდეგ, ფინალშიც გაიმარჯვებდა.

მეოთხედფინალი იყო ყველაზე რთული ბარიერი, რადგან "აძურას" სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა. ანტონიო კონტე ბრწყინვალე სპეციალისტია, უბადლო ტაქტიკოსი და შესანიშნავი მოტივატორი, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად მეტს იმსახურებდა.

ევრო 2016

ევროპის ჩემპიონატმა საინტერესოდ ჩაიარა და ბევრი პოზიტიური ემოცია დამიტოვა. იტალიის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა და რამდენიმე ბრწყინვალე საღამო გვაჩუქა. ძალიან საინტერესო იყო ისლანდიის და უელსის თამაშების ყურება, რადგან ამ გუნდებმა ყველა გააოცეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი და რომ ეს თამაში პროგნოზებს არ ექვემდებარება.

ვინ იფიქრებდა თუ ინგლისის ნაკრები ასე უსახელოდ დაასრულებდა ტურნირს, ისლანდია და უელსი კი ასე შორს წავიდოდნენ. ვფიქრობ, ევროპას ღირსეული ჩემპიონი ჰყავს და პორტუგალიელთა წარმატების შეფასეუბლობა არაფრით არ შეიძლება.

ინდური ფეხბურთი

ინდოეთში სულ რამდენიმე დღე გავატარე და ამ მცირე დროში, მივხვდი რომ იქაც ძალიან უყვართ ფეხბურთი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ამ ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ ასეთი ინტერესი იქნებოდა, რადგან ცნობილია, რომ იქ ყველაზე უკეთ კრიკეტს თამაშობენ. თვითონ ინდოელებს ჯერ უჭირთ ფეხბურთის სწორად გაგება, მაგრამ ფაქტია, რომ ინტერესი დიდი აქვთ, სწავლობენ და ვფიქრიბ, ახლო მომავალში თავის სიტყვას იტყვიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შოთა გუგეშაშვილი
ამ კაცის ნათქვამი მაგონებს "ბებიაჩემი ბაბუაჩემი რომ ყოფილიყო კაცი იქნებოდა."
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
"პროფესიონალიზმით მხოლოდ ძამბროტა, ნედვედი და გრიგალავა თუ შემედრებიან"
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ჯანლუკა ძამბროტა მოთამაშე-მწვრთნელი გახდა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია