დუდა სანაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა
დუდა სანაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. "სან დიეგოს" ქართველმა ლეგიონერმა გმირობის ტოლფასი საქმე გააკეთა.

ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩში "პასიფიკის" წინააღმდეგ სანაძემ საწყის 8 წუთში 10 ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც წარბი გაუსკდა და მეორე ტაიმში მოედანზე დაბრუნებულმა საკუთარ მონაგარს კიდევ 10 ქულა შემტა.

სანაძემ "პასიფიკთან" მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. სათამაშო ეპიზოდში, ორთაბრძოლისას, ქართველ ლეგიონერს წარბი გაუსკდა და მოედნიდან გავიდა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ დროსა და შესვენებისას ექიმებმა დუდას წარბი გაუკერეს და ქართველი უკანახაზელი მოედანს მეორე ტაიმში, 7 ნაკერით დაუბრუნდა. წარბგაკერილმა სანაძემ 11 წუთი ითამაშა, საკუთარი მონაგარი 20 ქულამდე გაზარდა, სანდიეგოელებს გამარჯვება გაუნაღდა და მოედნიდან გავიდა.

"სან დიეგომ" შეხვედრა 68:48 მოიგო, ხოლო სანაძე, რომელმაც 19 წუთში 20 ქულა ჩააგდო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად დუდამ 1 მოხსნა და 1 დაფარებაც მიითვალა. 27 წუთში 21 ქულა დააგროვა ჯონი დიმ. სხვა ვერც ერთი სანდიეგოელი 10-ქულინ ზღვარს ვერ ასცდა.

7 მოგებითა და 7 მარცხით "სან დიეგო" "ვესთ ქოუსტის" 10-გუნდიან კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩი სანდიეგოელებს ისევ შინ, "სენტ მერისთან", 14 თებერვალს ელით.

წყარო: gbf.ge

სტუმარი
მამამისს არ ეწყინოს, მაგრამ დუდას თამაში გიას თამაშზე მეტად მომწონს. ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს და რაც მთავარია ჩვენს ნაკრებს ძალიან გამოადგება. წარმატებებს გისურვებ!!!
სსე
მაგრი მოთამაშეა პირველ ხუთეულში უნდა მოხვდე დუდა დრაფტზე.
df
სროლაზე ივარჯიშე ჭირიმე თავგადადებით.
davidbe
მიდი გიორგევიჩ,მიაწექი,მამაზე უკეთ გეთამაშოს დიდი კალათბურთი!
bmb
ძალიან მომწონს ეს ბიჭი!!!
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
დუდა სანაძის 23 ქულა და პალმერის ბრძოლაში გამარჯვება | ლეგიონერთა ამბები
დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს
დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"
დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები
ინტერესი MLS-იდან - სალაჰს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება