ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა შეფმა, წარსულში ცნობილმა ჰოკეისტმა ბრენდან შენეჰანმა ოფიციალურად გამოაცხადა გულშემატკივართა ხმის მიცემის პროცედურის დასრულება და დაასახელა ის ექვსი მოთამაშე, რომლებიც "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მიიღებს მონაწილეობას.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ხმა "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდმა სიდნი კროსბიმ მოიპოვა - 635 609. ფორვარდთა სამეულში მის გარდა კიდევ ერთი პიტსბურგელი - ევგენი მალკინი მოხვდა (376 887). "პინგვინებს" პარტნიორობას გაუწევს "ჩიკაგოს" თავდამსხმელი ჯონათან ტეუვზი (407 676).

მცველებს შორის საუკეთესოები გახდნენ: პიტსბურგელი კრის ლეტანგი (477 960) და ჩიკაგოელი დანკან კეიტი (382 162). მეკარეებს შორის ყველაზე მეტი ხმა "პიტსბურგის" გოლკიპერმა მარკ-ანდრე ფლერიმ მიიღო (426 305). ასე რომ, საუკეთესო ექვსეულში ოთხ პიტსბურგელსა და ორ ჩიკაგოელ ჰოკეისტს ვხედავთ.

ლიგა იტყობინება, რომ სულ გამოკითხვაში 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ წელს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" არ იქნება დაყოფა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდებს შორის. ამჯერად ორგანიზატორებმა ერთგვარი დრაფტის პროცედურა მოიგონეს.

უკვე დასახელებული ექვსი ჰოკეისტიდან ერთი კვირის განმავლობაში ორ კაპიტანს აირჩევენ. მათ ლიგა შესთავაზებს წინასწარ შედგენილ 36-კაციან სიას და კაპიტნები 18-რაუნდიან დრაფტში მორიგეობით აირჩევენ საკუთარი გუნდის წევრებს.

თითოეულ გუნდში უნდა იყოს 3 მეკარე, 6 მცველი და 12 თავდამსხმელი.

"ყველა ვარსკვლავის უქმეები" 29-30 იანვარს "კაროლინა ჰარიკეინზის" მოედანზე გაიმართება.

ამასობაში, რეგულარულ ჩემპიონატში საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. გუშინდელი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი ვაშინგტონში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "კეპიტალზი" და "ტამპა ბეი" სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონის ლიდერობისთვის იბრძოდნენ. სამი პერიოდი ჰოკეისტები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ, რაც მეკარეების ბრწყინვალე თამაშის დამსახურება იყო. სხვათა შორის, "ტამპას" რიგებში დებიუტი ჰქონდა "აილენდერსიდან" შეძენილ ვეტერან მეკარე დუეინ როლოსონს. მან ჯამში 34 დარტყმა მოიგერია და სეზონში პირველი, კარიერაში კი 25-ე "შათაუტი" შეასრულა.

მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა - გამარჯვების გოლი მარტინ სენტ ლუისმა გაიტანა და "ტამპას" ზედიზედ მესამედ მოაგებინა. "ლაითნინგმა" ორი ქულით გაუსწრო "ვაშინგტონს" და სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ნიუ ჯერსი-მინესოტა 1:2

0:1, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 კლატერბეკი-11, 1:1 კოვალჩუკი-10 (ზაიაცი-15, პალმიერი-1), 1:2 სტოუნერი-1 (ჰავლატი-27, ბუშარი-7).

ვაშინგტონი-ტამპა ბეი 0:1 (ო)

0:0, 0:0, 0:0, 0:1

გოლი: 0:1 სენტ ლუისი-17 (ლეკავალიე-10, კუბინა-12).

კოლორადო-ბაფალო 4:3 (ო)

2:1, 0:0, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 ვინიკი-7 (გალიარდი-5, ბუდაი-1), 1:1 ვანეკი-15 (სტეფორდი-6, ტიმ კონოლი-11), 2:1 რ. ო'რაილი-5 (ვინიკი-9), 2:2 ჰეხტი-5 (პომინვილი-12, ვანეკი-14), 2:3 მონტადორი-4 (სტეფორდი-6, გოსტადი-9), 3:3 დუშენი-16 (ფლიშმანი-14, ჰეიდუკი-22), 4:3 დ. ჯონსი-13 (ფლიშმანი-15, რაიან უილსონი-7).

ედმონტონი-დეტროიტი 3:5

1:1, 0:2, 2:2

გოლები: 0:1 ზეტერბერგი-15 (ლიდსტრიომი-27, დ. მილერი-5), 1:1 ბრული-5 (რედო-1, უმარკი-5), 1:2 ბერტუცი-6 (ჰუდლერი-8, ფილპულა-14), 1:3 დრეიპერი-3 (ჰელმი-11, რაფალსკი-26), 2:3 პეკჰემი-2 (სემ განიე-16, ჰემსკი-14), 3:3 სემ განიე-10 (ჰემსკი-15), 3:4 ბერტუცი-7 (კრონვალი-13, ფილპულა-15), 3:5 ჰელმი-3 (აბდელკადერი-6, ლიდსტრიომი-28).

ფინიქსი-კოლამბუსი 4:2

0:0, 2:1, 2:1

გოლები: 1:0 აპშოლი-11 (ბელანჟე-14, დოუნი-17), 2:0 ლეპისტო-3 (ჰანჟალი-5, ვრბატა-14), 2:1 უმბერგერი-14 (ნეში-14, ბრასარი-16), 2:2 ვორაჩეკი-8 (ბრასარი-17, ტიუტინი-8), 3:2 დოუნი-10 (იენდლი-24, ბელანჟე-15), 4:2 ფიდლერი-4 (ა. ოკუანი-14, პიატი-4).

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის