სერია A. XVIII ტურის წინ: ლეონარდო იმ სქემას დაეყრდნობა, რომელსაც "ინტერში" ჟოზე მოურინიო იყენებდა
მიმდინარე სეზონის XVII და 2011 წლის პირველი ტურის უკლებლივ ყველა შეხვედრა დღეს გაიმართება. მოსამზადებელი პერიოდი გუნდებმა ძირითადად მსუბუქ წვრთნებში გაატარეს და ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ახსნა - სეზონი გრძელია, ფეხბურთელებს კი უფრო დასვენება სჭირდებოდათ, ვიდრე მძიმე ვარჯიშები და გადატვირთული გრაფიკი. ეს თემა იტალიურ სპორტულ პრესაში მეტად აქტუალურია - არაერთმა მწვრთნელმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მოთამაშეებს განტვირთვა უფრო ესაჭიროებათ, ვიდრე დატვირთვა და ზოგადად, კალენდრის შემსუბუქების ინიციატივითაც არაერთი პერსონა გამოვიდა. ამ თემას ალბათ მომავალშიც შევეხებით, იქამდე კი ტურის წინასიტყვაობა ვთქვათ.

ცენტრალური შეხვედრა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც "ინტერი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. მილანური გრანდში რომ სერიოზული ცვლილებები მოხდა, გეცოდინებათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ინტერმა" მწვრთნელი გამოიცვალა და რაფაელ ბენიტესის ნაცვლად გუნდს ლეონარდო ჩაუდგა სათავეში. გარდა ამისა, მოქმედ ჩემპიონს ანდრეა რანოკია შეუერთდა, რომელიც სავარაუდოდ დაცვის ცენტრში ითამაშებს და დაშავებულ ვალტერ სამუელს შეცვლის. ნიჭიერი უკანახაზელი "ნაპოლისთან" სასტარტო თერთმეტეულში მოიაზრება და ცენტრში სავარაუდოდ ლუსიოს შეუწყვილდება. საინტერესოა როგორ გაუგებენ ერთმანეთს ახალგაზრდა იტალიელი და გამოცდილი ბრაზილიელი.

ფლანგებზე ხავიერ ძანეტი და დუგლას მაიკონი გაირჯებიან, ეს უკანასკნელი გვპირდება, რომ რთული პერიოდი გადალახა და უწინდებურად ათამაშდება.

საინტერესოა, რომელ ტაქტიკურ მონახაზს აირჩევს ლეონარდო - თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, იმ სქემას დაეყრდნობა, რომელსაც "ინტერში" ჟოზე მოურინიო იყენებდა, ანუ 4-2-3-1-ს. გამოკვეთილი ფორვარდი სავარაუდოდ დიეგო მილიტო იქნება, უკნიდან კი დეიან სტანკოვიჩი, ჯონათან ბიაბიანი და გორან პანდევი დაეხმარებიან. სამუელ ეტოოს დისკვალკიფიკაციას ვესლი სნეიდერის და კოუტინიოს ტრავმები დაემატა, რამაც ლეონარდოს შეტევის ხაზში დიდი პრობლემები შეუქმნა - ვნახოთ, როგორ გამოძვრება ამ ვითარებიდან ბრაზილიელი სპეციალისტი.

"ნაპოლი" ოპტიმალური შემადგენლობით ჩადის მილანში და შეეცდება მინიმუმ ერთ ქულას მაინც გამოკრას ხელი. ვალტერ მაძარი სამი შემტევით ითამაშებს, უკნიდან მარეკ ჰამშიკი და ეზეკილ ლავეცი გაირჯებიან, წინა ხაზზე კი ედისონ კავანი იმოქმედებს. მაძარიმ პრესასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"შემიძლია ვთქვა, რომ არ გაგვიმართლა, რადგან ჯობდა "ინტერს" აქამდე შევხვედროდით. მილანურმა გრანდმა სეზონის პირველი ნახევარი არცთუ მაღალ დონეზე წარმართა და არაერთი დაუგეგმავი ქულა დაკარგა. "ინტერს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ასეთ დროს კი გუნდი გაორმაგებული მოტივაციით თამაშობს და უმეტეს შემთხვევაში, წარმატებასაც აღწევს. თუმცა, არ იფიქროთ პესიმისტურად ვიყო განწყობილი, უბრალოდ ის აღვნიშნე, რომ წარმატების მისაღწევად მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებთ, შევუტევთ და ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".

სახე იცვალა მეორე მილანურმა გრანდმაც - მართალია, მწვრთნელი ისევ მასიმილიანო ალეგრია, მაგრამ სამაგიეროდ, შემადგენლობაში მოხდა გარკვეული ცვლილებები. რონალდინიომ დატოვა გუნდი და სამშობლოს მიაშურა, სადაც "გრემიოს" შემადგენლობაში იასპარეზებს. მის ადგილს კი ანტონიო კასანო დაიკავებს, ფეხბურთელი, რომელმაც არაერთი გუნდიდან არჩევანი სწორედ "როსონერიზე" შეაჩერა. კასანო კარგა ხნის უთამაშებელია, მოკვეთილი გახლდათ "სამპდორიას" მთავარი გუნდიდან და ოპტიმალურ ფორმაში არ არის - შესაბამისად, "კალიარისთან" გასვლით პაექრობაში ალბათ სათადარიგოთა სკამზე გაამწესებენ. ძირითადში უნდა ვიხილოთ ტრავმებით გატანჯული ალეშანდრე პატო, რომელიც თანამემამულე რობინიოს შეუწყვილდება. ტრავმირებულნი არიან ანდრეა პირლო, ჯანლუკა ძამბროტა და კევინ პრინც ბოატენგი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი დისკვალიფიცირებულია. ანუ, დანაკლისი საკმაოდ სერიოზულია, რამაც შესაძლოა სტუმრებს პრობლემები შეუქმნას. გასული წელი "მილანმა" მარცხით დაასრულა და ვნახოთ, როგორ დაიწყება ამ გუნდისთვის ახალი, 2011 წელი.

საინტერესო მატჩი გაიმართება "სტადიო მარასიზე", სადაც "ჯენოა" ჩერმპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, "ლაციოს" უმასპინძლებს. თავიდანვე ვთქვათ, რომ კახა კალაძე სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ბიანკოჩელესტეს" პირველივე წუთებიდან შეერკინება. როგორც ჩანს, ქართველი მცველი სრულად გამოჯანმრთელდა და ანდრეა რანოკიას მიერ განთავისუფლებულ ადგილს დაიკავებს.

ყურადღების ცენტრში რჩება "ლაციო", გუნდი, რომელმაც სეზონის პირველ ეტაპზე ყველა გააოცა და 2011 წელს ლიდერთა მარაქაში შეხვდა. ედუარდო რეია იქადნება, რომ მისი გუნდი პოზიციებს არც მომავალში დათმობს: "ბევრს ჰგონია, რომ დავთმობთ პოზიციებს და კარგ შემთხვევაში ევროპის ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. ასე გრძელდება პირველი ტურებიდან მოყოლებული და სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. გუნდი მზად არის სეზონის განახლებისთვის და ეს ძალიან მახარებს. "ჯენოა" ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით კარგად საკუთარ მოედანზე თამაშობს, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაა".

რეია არაფრის შეცვლას არ აპირებს - შეტევის წინა ხაზზე კვლავ სერჯო ფლოკარი გაირჯება, უკნიდან კი მაურო სარატე, სტეფანო მაური და ერნანესი დაეხმარებიან. "ლაციოს" მიზანი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა და ვნახოთ, რა გამოუვათ რომაელებს.

რეიას მსგავსად, არაფერს შეცვლის ლუიჯი დელ ნერი, ვისი "იუვენტუსიც" საკუთარ მოედანზე "პარმას" უმასპინძლებს.

ტრადიციული 4-4-2 და დაბალანსებული "იუვე", რომელიც შეუტევს, მაგრამ არც დაცვაში ყურადღებით თამაში დაავიწყდება. გამომდინარე იქიდან, რომ ვინჩენცო იაკვინტა დაშავებულია, შეტევის წინა ხაზზე ფაბიო კვალიარელასთან ერთად ალესანდრო დელ პიერო გაირჯება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით "იუვენტუსი" საჩემპიონო გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, ტურინელებს დაჩემებული აქვთ, გინდათ თუ არა სკუდეტო ჩვენი იქნებაო - ვნახოთ, მალევე გამოჩნდება რამდენად რეალურია მათი ამბიციები.

"პარმამ" მაჟორულ ნოტაზე დაასრულა გასული წელი, სათასო პაექრობაში "ფიორენტინას" სძლია და პირველმა გააღწია მეოთხედფინალურ ეტაპზე. შესანიშნავ ფორმაშია ერნან კრესპო, რომელმაც ფლორენციელებს ორი გოლი გაუტანა და იმუქრება, ნაკლები დღე არც "იუვეს" დაადგებაო. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება და ჩვენც დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

დღეს:

იუვენტუსი-პარმა 15.30

დისკვალიფიკაცია: ბონუჩი, ჯანდონატო - ლუკარელი.

ტრავმა: ბუფონი, რინაუდო, მარტინესი, დე ჩელიე, იაკვინტა - მარკესი, ანგელო.

რომა-კატანია 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ლობონტი, პიზარო - ისკო, სპოლი, მასკარა, ბიაჯანტი, მორიმოტო.

ბოლონია-ფიორენტინა 18.00

დისკვალიფიკაცია: დონადელი (ფიორენტინა).

ტრავმა: მეჯორინი, პერესი, კაზარინი - ნატალი, იოვეტიჩი, ფრეი.

ბრეშა-ჩეზენა 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ძამბელი, ანტონიო - ნაგატომო.

კალიარი-მილანი 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: მარკეტი, სივაკოვი - ინძაგი, ფლამინი, პაპასტატოპულოსი, პირლო, ბოატენგი, ძამბროტა.

ჯენოა-ლაციო 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: სკული, პალასიო, ძუკულინი - მენი, გარიდო.

ლეჩე-ბარი 18.00

დისკვალიფიკაცია: როსი (ბარი).

ტრავმა: ჯულიატო, დი მიკელე, ფერარიო - ჟილე, გალასო, პარიზი, გეზალი, კასტილო, ალმირონი, ს. მაზიელო, ბარეტო.

პალერმო-სამპდორია 18.00

დისკვალიფიკაცია: კაროციერი (პალერმო).

ტრავმა: ერნანდესი, პინილია - სემიოლი, კაჩატორე.

უდინეზე-კიევო 18.00

დისკვალიფიკაცია: ბენეტია - მანტოვანი.

ტრავმა: ბასტა, ფერონეტი - ლუჩანო.

ინტერი-ნაპოლი 23.45

დისკვალიფიკაცია: ეტოო (ინტერი).

ტრავმა: სნეიდერი, კოუტინიო, ობი, სამუელი, მანსინი, ჟულიო სეზარი - ლუკარელი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 17 11 3 3 29-13 36

2. ნაპოლი 17 10 3 4 26-17 33

3. ლაციო 17 10 3 4 24-16 33

4. იუვენტუსი 17 8 7 2 32-17 31

5. რომა 17 8 5 4 22-20 29

6. პალერმო 17 8 3 6 29-22 27

7. ინტერი 15 6 5 4 20-14 23

8. სამპდორია 16 5 8 3 18-13 23

9. უდინეზე 17 7 2 8 21-21 23

10. კიევო 17 5 6 6 19-19 21

11. ჯენოა 16 6 3 7 13-15 21

12. კატანია 17 5 6 6 14-18 21

13. კალიარი 17 5 5 7 19-16 20

14. ბოლონია 17 5 6 6 16-23 20

15. ფიორენტინა 16 5 4 7 16-17 19

16. პარმა 17 4 7 6 14-20 19

17. ბრეშა 17 4 3 10 12-20 15

18. ჩეზენა 16 4 3 9 11-20 15

19. ლეჩე 17 4 3 10 16-34 15

20. ბარი 17 2 5 10 11-26 11

ბოლონიას დაკლებული აქვს 1 ქულა

ბომბარდირები: 10 – დი ნატალე; 9 - ეტოო (ინტერი), კავანი (ნაპოლი), იბრაჰიმოვიჩი; 8 - მატრი (კალიარი), დი ვაიო (ბოლონია), კვალიარელა (იუვენტუსი).

ლაშა წიკლაური

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა