სერენა უილიამსს ვერავინ აჩერებს
ავსტრალიის ღიაზე მეორე წრე დაიწყო და მორიგი რეკორდის მოწმენი გავხდით. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-60 მატჩი მოიგო და გაიმეორა ავსტრალიელი მარგარეტ კორტის რეკორდი ქალთა ერთეულთა თანრიგში.

უილიამსმა პირველი წრის მსგავსად, ამჯერადაც მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის, სერბი ვესნა დოლონცისთვის და სწორედ ეს იყო მისი საიუბილეო გამარჯვება ავსტრალიაში. ამ ტურნირზე ამერიკელს რვა წაგება აქვს. მარგარეტ კორტის ანალოგიური მაჩვენებელი 60 მოგებასა და 3 წაგებას შეადგენს. სერენას ხუთჯერ გაუმარჯვია მელბურნში, კორტს - 11-ჯერ, აქედან სამჯერ "ღია ერაში", რომელიც 1968 წელს დაიწყო.

სერენას შეუძლია ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდეს, თუ მესამე წრეში დაამარცხებს სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას.

დღის მოულოდნელობა

ავსტრალიელთა მთავარმა იმედმა სამანტა სტოსურმა მოულოდნელად ძალიან იოლად დაამარცხა ცვეტანა პირონკოვა. თითქოს რატომ უნდა იყოს მოულოდნელობა ის, რომ აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი უგებს ჩოგბურთელს, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 31-ე პოზიციაზე მაღლა არ ყოფილა.

მაგრამ ბულგარელმა ბრწყინვალე ფორმა აკრიფა, გასულ კვირას სიდნეის ტურნირი მოიგო და ავსტრალიის ღიაზეც დამაჯერებლად გაიარა პირველი წრის ბარიერი. სტოსურს კი, თავის მხრივ, არასოდეს გამოსდიოდა საშინაო "სლემზე" კარგად თამაში და აქ მეოთხე წრეზე შორს არ გასულა, შარშან კი სწორედ მეორე რაუნდიდან გამოეთიშა ბრძოლას, მაგრამ ამჯერად სამანტამ გაახარა თავისი თაყვანისმცემლები - საათსა და 7 წუთში 6:2, 6:0 გაანადგურა მეტოქე.

კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო უიმბლდონის შარშანდელი ფინალისტის, გერმანელი საბინე ლისიცკის მარცხი რუმინელ მონიკა ნიკულესკუსთან - 6:2, 2:6, 2:6.

დღის დაბრუნება

გუშინდელი სათამაშო დღის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მომენტი იყო 10-წლიანი პაუზის შემდეგ კორტზე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, პატრიკ რაფტერის დაბრუნება. აშშ-ის ღიას ორგზის ჩემპიონი შეუწყვილდა ლეიტონ ჰიუიტს და განაცხადი შეიტანა ავსტრალიის ღიას წყვილთა თანრიგში სათამაშოდ. ასეთი იდეა მათ ავსტრალიის ნაკრებში ვარჯიშის დროს გაუჩნდათ - 41 წლის რაფტერი ამ გუნდის კაპიტანია. გუშინ პატრიკი და ლეიტონი "მელბურნ-პარკის" ერთ-ერთ მთავარ კორტზე გავიდნენ, მაგრამ მაყურებლის მხარდაჭერის მიუხედავად, წააგეს პირველი წრე ერიკ ბუტორაცისა და რავენ კლაასენის დუეტთან - 4:6, 5:7.

"ვნერვიულობდი იმის გამო, როგორ წარიმართებოდა ყველაფერი, მაგრამ ნერვიულობის საბაბი თურმე არ არსებობდა, - განაცხადა რაფტერმა. - არ მგონია, ოდესმე კიდევ მიხილოთ კორტზე ოფიციალურ შეხვედრებში, მაგრამ დღეს მხიარული დრო გავატარე. უკეთ ვაწვდიდი, ვიდრე ველოდი, ჰაერიდან კარგად ვურტყამდი, მაგრამ მიღებაზე გამიჭირდა. ეს დიდი სისულელე იყო, მაგრამ სასაცილო".

II წრე

კაცები

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-კენი დე სხეპერი (საფ) 6:4, 6:1, 6:3; დამირ ძუმჰური (ბოს)-ივან დოდიგი (ხორ, 32) 4:6, 4:6, 6:3, 4:1 უარი; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 19)-დომინიკ ტიემი (ავსტრა) 6:4, 6:3, 6:4; გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 7:6(1), 6:4, 4:6, 6:1; ფლორიან მაიერი (გერ)-მიხაილ იუჟნი (რუს, 14) 6:4, 3:6, 6:3, 3:6, 6:3; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 20)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 4:6, 7:6(2), 7:6(5), 6:3; ჟერემი შარდი (საფ, 29)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 7:5, 7:6(5), 6:7(3), 7:6(5); დავიდ ფერერი (ესპ, 3)-ადრიან მანარინო (საფ) 7:6(2), 5:7, 6:0, 6:3; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:3, 6:3, 6:7(4), 6:4; ვასეკ პოსპიშილი (კან, 28)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 3:6, 7:6(6), 7:6(9), 6:1; ტომი რობრედო (ესპ, 17)-ჟულიან ბენეტო (საფ) 6:3, 6:7(4), 6:1, 7:6(6); რიშარ გასკე (საფ, 9)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 7:6(3), 6:4, 6:4; ფაბიო ფონინი (იტა, 15)-იარკო ნიემინენი (ფინ) 7:5, 6:4, 3:6, 6:2; სემ კუერი (აშშ)-ერნესტ გულბისი (ლატ, 23) 6:2, 6:3, 6:4; დენის ისტომინი (უზბ)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს, 30) 7:6(3), 4:6, 6:1, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:0, 6:4, 6:4.

ქალები

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვესნა დოლონცი (სერ) 6:1, 6:2; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 31)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 6:3, 3:6, 12:10; სამანტა სტოსური (ავსტრა, 17)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:2, 6:0; ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-ანიკა ბეკი (გერ) 6:1, 6:2; ჟიე ჟენგი (ჩინ)-მედისონ კისი (აშშ) 7:6(5), 1:6, 7:5; კეისი დელაკუა (ავსტრა)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 18) 6:3, 6:0; ეჟენი ბუშარი (კან, 30)-ვირჟინ რაზანო (საფ) 6:2, 7:6(10); ლორენ დევისი (აშშ)-იულია გორგესი (გერ) 7:5, 2:6, 6:4; ნა ლი (ჩინ, 4)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 6:0, 7:6(5); ლუსი საფაროვა (ჩეხ, 26)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:7(4), 6:3, 6:0; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 22)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:2, 7:5; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-საბინ ლისიცკი (გერ, 15) 2:6, 6:2, 6:2; ანჟელიკ კერბერი (გერ, 9)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:4, 6:2; ალისონ რისკე (აშშ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 6:1, 6:1; ფლავია პენეტა (იტა, 28)-მონიკა პუიგი (პ-რიკო) 6:3, 6:4; მონა ბარტელი (გერ)-ლუკსიკა კუმხუმი (ტაილ) 4:6, 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
აშშ-ის ღია პირველობა: ამერიკას ერთი ამერიკელი შემორჩა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
მარტინა ჰინგისი ყოფილი ქმრის ცემაშია ეჭვმიტანილი
სინგაპური 2015: უშანსოდ არავინაა
ნოვაკ ჯოკოვიჩი და "პეჟო" დაძმობილდნენ
რაფაელ ნადალის უარი დევისის თასს
ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული თხოვდება
მარია შარაპოვა მოგებით დაბრუნდა
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ფინალი კიმ კლაისტერსთან
ᓐᓜᓐ ᓘᓕᓐᓜᓝᓕᓘᓩᓘ ᓛᓐᓠᓘᓐᓡ ᓓᓐ ᓡᓔᓠᓔᓜᓐᓡ ᓒᓐᓣᓢᓝᓚᓓᓐ
მარტინა ჰინგისი მოგებით დაბრუნდა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ივო კარლოვიჩის ტიტულიანი დაბრუნება
მარტინა ჰინგისს აშშ-ის ღია პირველობაზეც ვნახავთ
უიმბლდონის 10 ფაქტი: უსახელო კორტები, თეთრი ფორმა და სხვა
სინგაპური 2015: "წითლებმა" დაამთავრეს
ფოტო-NEWS: რიო ქრისტეს ქანდაკებიდან
აშშ-ის ღია პირველობა. II დღე: TOP10-დან ექვსი დარჩა
აშშ-ის ღია პირველობა ციფრებში
რეიტინგები: ვინ წავა სინგაპურში?
უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: ლამაზი ჯადოსნური ზღაპარი