ვარსკვლავი ლიფტში გაიჭედა
- "ნიუ იორკის" ხელმძღვანელობამ ფორვარდ ამარე სტაუდმაიერთან მოქმედი კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა შეათანხმა. ხელშეკრულება უახლოეს ზაფხულში იწურება. აღვნიშნავთ, რომ ბოლო სეზონისთვის 32 წლის კალათბურთელმა 23.4 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

- "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გააუმჯობესა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის შედეგი "ყველა ვარსკვლავის მატჩში". გუშინდელ შეხვედრაში ლებრონმა 30 ქულა დააგროვა და ახლა მისი საერთო მაჩვენებელია 278 ქულა, რაც 14 ქულით მეტია "ბულზის" ყოფილი ლიდერის მონაგარზე (262 ქულა). პირველ ადგილს კვლავინდებურად კობი ბრაიანტი ინარჩუნებს - 280 ქულა.

- უცნობებმა "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტივენ კარი პირდაპირ "ყველა ვარსკვლავის მატჩის" წინ გაქურდეს. მოთამაშეს ორი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი მოპარეს, რომელიც სწორედ "ოლ-სტარზე" გამოსვლისთვის ჰქონდა მომზადებული.

- NBA-ს მოქმედი ჩემპიონი "სან ანტონიო სპურსი" აპირებს ამარე სტაუდმაიერისთვის ბრძოლას. როგორც უკვე დავწერეთ, ეს კალათბურთელი მალე თავისუფალი აგენტი გახდება. "სპურსის" კონკურენტები ამ ბრძოლაში "დალასი" და "კლიპერსი" იქნებიან.

- "ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა კინაღამ დააგვიანა სამქულიანების კონკურსზე. მიზეზი ნიუ იორკის ერთ-ერთ სასტუმროში ლიფტში გაჭედვა გახდა. კალათბურთელმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა დახურულ სივრცეში თითქმის ნახევარი საათი გაატარეს. ჰარდენმა მაშინვე სელფი გადაიღო და შთაბეჭდილებები "ინსტაგრამით" გაგვიზიარა. "ძალიან ვღელავ. იმედია, კაბინა არ ჩავარდება", - მიაწერა ფოტოს ჯეიმსმა.

- ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულმა, "მინესოტას" მცველმა ზაკ ლავინმა გამოწვევა ესროლა თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, ლებრონ ჯეიმსს. "მგლების" მოთამაშე დარწმუნებულია, რომ დაამარცხებს "კლივლენდის" ლიდერს ჩატენვებში. "ლებრონთან გაჯიბრება? მჯერა საკუთარი ნიჭის. ამიტომაც ვაცხადებ, რომ გამარჯვება ჯიბეში მიდევს. ჯეიმსი - ბრწყინვალე სპორტსმენია, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა 19 წლის ლავინმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]