"მიუნხენ 1860"-ის 24 წლის მცველის სავარაუდო ტრანსფერზე გერმანულ ვებგვრდებზე ისევ დაიწერა
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა შეიცვალოს გუნდი. მეორე ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე მყოფ "მიუნხენ 1860"-ის 24 წლის მცველ მათე ღვინიანიძის სავარაუდო ტრანსფერზე გერმანულ ვებგვრდებზე გუშინ კიდევ ერთხელ დაიწერა. თუმცა, მათეს სავარაუდო მომავალი კლუბის ვინაობა კონკრეტულად ჯერ არ არის გარკვეული.

ერთი წყაროს მტკიცებით, მათეს გამოჩენას "აუგსბურგში" ელოდნენ. თუმცა, ამ გუნდმა უკვე განაახლა ვარჯიში, მაგრამ ღვინიანიძე გუშინდლამდე არ გამოჩენილა. "მიუნხენ 1860"-ის სპორტულმა დირექტორმა მიკი სტევიჩმა კი განაცხადა:

"ღვინიანიძეს კარგი წინადადებები აქვს რუსეთიდან. მისი დამატება ბილეფელდის "არმინიასაც" სურს. თუმცა, ჯერჯერობით მათეს არჩევანი არ გაუკეთებია".

ჩვენებურით დაინტერესებული რუსულ კლუბზე ღიად ჯერ არაფერი თქმულა. რაც შეეხება "არმინიას", ეს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში 7 ქულით ბოლო ადგილზეა, და ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში მას დაცვის გაძლიერება ნამდვილად სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბილეფილდელთა გუნდს "მიუნხენ 1860"-ის ყოფილი თავკაცი ევალდ ლინენი წვრთნის.

სხვათა შორის, ეს ის ლინენია, რომელიც მიუნხენში მუშაობისას დიდად აფასებდა მათეს და როცა პირეოსის "ოლიმპიაკოსი" ჩაიბარა, საბერძნეთში თავისთან ეპატიჟებოდა ქართველ მცველს.

მედიასთან საუბარში მათე ახსენა მიუნხენელთა კლუბის მრჩეველმა კარლ ჰერცოგმა.

"ღვინიანიძემ უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ "მიუნხენ 1860"-ში კომფორტულად გრძნობს თავს. თუ მან აზრი შეიცვალა და წასვლა გადაწყვიტა, მაშინ კარგი წინადადებებიც ექნება. მას ვუთხარი კიდეც, თუ სხვა გუნდში გადასვლა არ უნდა, მაშინ შეუძლია დარჩეს, რადგან მისი საკონტრაქტო ვადა ჯერ არ ამოწურულა. ჯერ თავად მათემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენც პატივს ვცემთ. იმედი მაქვს, ღვინიანიძე სწორ ნაბიჯს გადადგამს."

ამასობაში კი "ლომებმა" რამდენიმე დასამატებელი ფეხბურთელი უკვე შეიგულეს, რომელთა შორის მცველებიც არიან. მიუნხენ 1860"-ის მთავარი მწვრთნელი რაინერ მაურერმა abendzeitung.de-სთან საუბარში თავისი პოზიცია დააფიქსირა:

"ღვინიანიძეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა თუ წასვლას გადაწყვეტს, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ჩვენ გვყავს მცველები, რომელთაც მის პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. მას ასევე შეუძლია დარჩეს და ჩვენს გუნდში გააგრძელოს თამაში. ასე რომ, მათე არჩევანში შეზღუდული არ არის და თავად უნდა გადაწყვიტოს, რას იზამს."

შევიტყვეთ ისიც, რომ მათეს დამატების სურვილი შვეიცარიულ "ბაზელსაც" აქვს. შვეიცარიის ჩემპიონი, რომელსაც გერმანელი ტორსტენ ფინკი წვრთნის, 32 ქულით ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლუცერნს" მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

"მიუნხენ 1860"-თან ღვინიანიძეს 30 ივნისს უმთავრდება კონტრაქტი. შესაბამისად, მის მსურველ კლუბს "ლომებისთვის" თანხის გადახდა მოუწევს. მათე 2006 წლიდან თამაშობს (80 მატჩში ერთი გოლი) "მიუნხენ 1860"-ში, ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი უთამაშია, მისი სატრანსფერო ფასი კი 900 ათასი ევროა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა