ოქსანა კალაშნიკოვასთვის ქალაქ ქუანჟოუს (ჩინეთი) საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა თანრიგი დასრულებულია

ქალაქ ქუანჟოუს (ჩინეთი) საერთაშორისო ტურნირის (50 ათასი დოლარი) ერთეულთა თანრიგი ოქსანა კალაშნიკოვასთვის (192) დასრულებულია - მე-6 ნომრად განთესილ ჩვენებურს, მოულოდნელად, ჩინელმა შენ-ნან სუნმა (273) აჯობა - 7:5, 6:3. მეტოქესთან, რომელიც რეიტინგში 80 ადგილით ჩამორჩება, კალაშნიკოვას მარცხი ვერ არის კარგი სიგნალი.

სხვათა შორის, ქუანჟოუში ფავორიტები პირველივე წრეში დაიფრინეს, მერვედფინალში მხოლოდ მე-3 ნომრად განთესილი ფრანგი სტეფანი ფორეტცი (168) და მე-4 ნომრად განთესილი რუმინელი იონა-რალუკა ოლარუ (182) გავიდნენ. სტარტზევე წააგეს პირველ ნომრად განთესილმა ჩინელმა სინიუნ ჰანმა (131) და მე-2 ნომრად განთესილმა გერმანელმა კატრინ ფოირლემ (160).

სამაგიეროდ, კალაშნიკოვა წყვილებში ყოჩაღობს, სადაც იულია ბეიგელციმერთან (უკრაინა, 194) დუეტში ნახევარფინალშია გასული. მათ მე-3 ნომრად განთესილი იაპონელები (აოიამა, ფუჯივარა) ჩამოიცილეს გზიდან - 6:1, 6:2. ნახევარფინალში ქართულ-უკრაინულ დუეტს ჩინური გამოცდის - ჩენ ლიანი და ინ-ინ ლუ. მოკლედ, ნელ-ნელა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგის კარგ ჩოგბურთელად ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით მის თამაშზე ერთეულებში.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა