"კანტუს" ექიმების თქმით, საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ტრავმა მოიშუშა
დამაიმედებელი ინფორმაცია მოვიდა იტალიიდან - "კანტუს" ექიმების თქმით, საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი 9 იავნარს "ბენეტონთან" მატჩში მონაწილეობას შეძლებს. უფრო კონკრეტულად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "კანტუს" ექიმმა ეციო ჯანიმ გაზეთ "La Provincia di Como"-ს ჟურნალისტთან ილაპარაკა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ თარგმანს:

"მანუჩარ მარკოიშვილმა ფეხის ცერის ტრავმა მოიშუშა და მწვრთნელს მისი მოედანზე გაყვანა მომდევნო კვირას შეეძლება.

"კანტუს" თავკაცი ანდრეა ტრინჩიერი ქართველს 9 იანვრის ("ბენეტონთან") მატჩის განაცხადში კი შეიყვანს, მაგრამ შეიძლება, მოედანზე გაყვანისგან თავი შეიკავოს, დაასვენოს. მომდევნო შეხვედრაში (16 იანვარს, "ვარეზესთან") კი ტრინჩიერის მანუჩარის ბოლომდე დატვირთვა შეეძლება.

მარკოიშვილმა ფეხის ცერი 12 დეკემბერს სან ჯორჯოში, "მონტეგრანაროსთან" მატჩში მოიტეხა და მას მერე მკურნალობდა.

- გვესმის, რომ მანუჩარი გუნდისთვის დიდი ძალაა. ყველანაირად ვეცადეთ, ტრავმა მოკლე დროში და სრულყოფილად მოგვერჩინა. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რეაბილიტაციის პროცესმა კარგად ჩაიარა და მას მომავალ კვირაში მოედანზე გასვლა შეეძლება, - განმარტა "კანტუს" ექიმმა ეციო ჯანიმ და იქვე დასძინა:

- მარკოიშვილმა ტრავმა რომ მიიღო, ძალიან შეგვეშინდა, შესაძლებელი იყო, რეაბილიტაციისთვის თვეები დასჭირვებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მანუ უკვე მწყობრშია, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ ყველა ადამიანს, ვინც მარკოიშვილის მკურნალობაში იყო ჩართული.

აქვე უნდა გითხრათ, რომ განვლილ უქმეებზე "კანტუმ" "მილანი" დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. მას 9 მოგება და 3 წაგება აქვს. პირველ ადგილზე "მონტეპასკია" - 12 მატჩში 11 გამარჯვება.

6 იანვარს "კანტუ" "პესაროს" ესტუმრება, 9-ში "ბენეტონს" მიიღებს, ხოლო 16-ში ვარეზეში ითამაშებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა