ქართველ მოჭადრაკეთაგან საერთაშორისო სარბიელზე წელს პირველები მაია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე მოსინჯავენ ძალებს
ქართველ მოჭადრაკეებს, ტრადიციულად, წლეულსაც დაძაბული სეზონი ექნებათ. საერთაშორისო სარბიელზე პირველები - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე მოსინჯავენ ძალებს: 20 თებერვლიდან 6 მარტამდე ისინი დოჰაში (ყატარი) ფიდეს ქალთა მსოფლიოს გრან-პრის გათამაშების ბოლო ეტაპზე გამოვლენ. ამ შეჯიბრებისთვის შარშან ნოემბერში ჩილეს უნდა ემასპინძლა, მაგრამ იქ მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ტურნირი 2011 წლისთვის გადაიდო. როგორც ჩანს, ოკეანისგაღმელებმა ტრაგედიის შემდეგ ბოლომდე მაინც ვერ შეძლებს მატერიალური და მორალური რესურსების მოძიება და ფიდეც იძულებული გახდა, გრან-პრის ბოლო ეტაპისთვის მისამართი შეეცვალა.

ეს შეჯიბრება გადაწყვეტს, პირველ გათამაშებაში ვინ გაიმარჯვებს. ოთხი ტურნირიდან 3 საუკეთესო შედეგის ჯამით 16 წლის ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი ლიდერობს, თუმცა მან მონაწილეობის ლიმიტი ამოწურა. მთავარი პრიზის მოპოვების რეალური შანსი აქვს ნანა ძაგნიძეს, რომელმაც 3 ეტაპი მოილია პირველი, მეორე, მესამე ადგილებით და საერთო ჩათვლაში მეორე საფეხურზეა. გასამარჯვებლად მას ყატარში მეორე ადგილიც ეყოფა. ჩვენებურს კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავს - ინდოელი ჰამფი კონერუ (ქალთა მსოფლიოს რეიტინგში მხოლოდ უნგრელ იუდით პოლგარს ჩამორჩება) დოჰაში ისიც იასპარეზებს.

უცხოეთში გასამართავი შეჯიბრებებიდან ასევე აღსანიშნავია ევროპის ინდივიდუალური (ქალები-თურქეთში, ვაჟები-საფრანგეთში), გუნდური (საბერძნეთი) და საკლუბო (სლოვენია) ჩემპიონატები, ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი (ანტალია), 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის (ბულგარეთი) და მსოფლიოს (ბრაზილია) პირველობები.

შინაური ასპარეზობებიდან აღსანიშნავია ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ალექსანდრიას და ნინო გურიელის საერთაშორისო ტურნირები ასაკობრივ პირველობებთან ერთად. უმთავრესი კი საქართველოს ქალთა 68-ე და ვაჟთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატებია, რომლებითაც ჩვენი მოჭადრაკეები 2011 წლის სეზონს გახსნიან.

ქალები ანაკლიაში შეიკრიბებიან. 10-დან 23 იანვრამდე (16 იანვარი დასვენების დღეა) წრიული სისტემით მედლებისთვის იბრძოლებენ: ნაზი პაიკიძე (2455), სალომე მელია (2449), ბელა ხოტენაშვილი (2440), ლელა ჯავახიშვილი (2438), სოფიკო ხუხაშვილი (2437), ნინო ხურციძე (2436), ნინო ბაციაშვილი (2396), მირანდა მიქაძე (2362), მაია ლომინეიშვილი (2345), მაკა ფურცელაძე (2323), მერი არაბიძე (2315), სოფიო ნიკოლაძე (2245) და მარიამ დანელია (2248). ტურნირის საპრიზო ფონდია 13500 ლარი (I ადგილი-4000, II-3500, III-3000, IV-2000, V-1000 ლარი). ჩემპიონი ავტომატურად საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი გახდება.

ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი თბილისში გაიმართება 12-27 იანვრს ნოკაუტსისტემით. შეჯიბრებაში 16 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაებმება: მიხეილ მჭედლიშვილი (2641), მერაბ გაგუნაშვილი (2619), ლევან ფანცულაია (2610), თამაზ გელაშვილი (2608), დავით არუთინიანი (2578), კონსტანტინე შანავა (2560), თორნიკე სანიკიძე (2559), გიორგი მარგველაშვილი (2544), დავით ბენიძე (2522), დავით ჯოჯუა (2515), მალხაზ სულაშვილი (2497), ლუკა პაიჭაძე (2483), შოთა აზალაძე (2456), ბაჩანა მორჩიაშვილი (2400), გიგა ყუფარაძე (2395) და დავით ზარქუა (2356).

პირველ რაუნდში მეტოქეები ასე დაწყვილდნენ: მჭედლიშვილი-ზარქუა, ყუფარაძე-გაგუნაშვილი, ფანცულაია-მორჩიაშვილი, აზალაძე-გელაშვილი, არუთინიანი-პაიჭაძე, სულაშვილი-შანავა, სანიკიძე-ჯოჯუა, ბენიძე-მარგველაშვილი. პირველ და მეორე რაუნდში ისინი ორ-ორ კლასიკურ პარტიას (თითოეულს 40 სვლაზე 90 წუთი ეძლევა, შემდეგ პარტის ბოლომდე - 30 წუთი, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით) ითამაშებენ. ნახევარფინალსა და ფინალში კი ოთხ-ოთხჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრების ფრედ (1:1, 2:2) დამთავრების შემთხვევაში გამარჯვებულებს ტაიბრეიკები (ორი 25-წუთიანი პარტია, საჭირო თუ გახდა - ორიც 5-წუთიანი და ''არმაგედონი'') გამოავლენს. ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 14500 ლარი (I-4000, II-3500, III-3000, IV-2000, V-VIII-500-500 ლარი). ოქრო-ვერცხლის მფლობელნი ნაკრებში ადგილს დაიბევებენ.

ორივე შეჯიბრების 3-3 პრიზიორს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატებზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

kopala
ასე შეიძლებაა?ქალებში მეცამეტე "...."ვარიანტია,კაცებში კი ვიღაცის ამბიციებს ტურნირი ეწირება.
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო