1999 წლის შემდეგ ზურაბს "საფეხბურთო ხალიჩაზე" ფეხი აღარ დაუდგამს და ტრავმის შიშით, ამას შეგნებულად არიდებდა თავს
"სამტრედიაში" ზურაბ ხიზანიშვილის ოფიციალური დებიუტი ქუთაისის "ტორპედოსთან" სათასო შეხვედრაში შედგა. რა დასამალია და, საწყის წუთებში გამოცდილი მცველი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და რამდენჯერმე შეცდა კიდეც.

იხილეთ: სამტრედია-ტორპედო 2:1 - ოქროს შეცვლა [VIDEO]

33 წლის ხიზანიშვილმა კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა. ამას გარდა, უთამაშია შოტლანდიურ "დანდისა" და "რეინჯერსში", ინგლისურ "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში", ასევე, თურქულ "ქაისერისფორში".

მაგრამ რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, 16-წლიან კარიერაში ხელოვნურ საფარზე მხოლოდ ერთხელ ითამაშა - 1999 წელს, მოსკოვში, როცა თბილისის "დინამოს" ფორმით "თანამეგობრობის თასზე" გამოდიოდა. მას შემდეგ ზურაბს "საფეხბურთო ხალიჩაზე" ფეხი აღარ დაუდგამს და ტრავმის შიშით, ამას შეგნებულად არიდებდა თავს.

თურქეთის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა კარიერა თბილისის "დინამოში" რომ გააგრძელა, ხელოვნურ საფარზე თამაშს არიდებდნენ, რაკი ტრავმის რისკი არსებობდა.

ახლა ხიზანიშვილს "სამტრედიაში" სხვა გზა არ აქვს, "ეროსი მანჯგალაძეზე" ხომ ხელოვნური საფარია და მიუხედავად რისკისა, ასეთ მოედანზე თამაშს მაინც დათანხმდა, მერე კი არ დამალა, რომ 16 წლის შემდეგ ხალიჩაზე პირველად თამაში გაუჭირდა.

თუმცა ხიზანიშვილი მეგობრებს გვერდში დაუდგა და სხვა გზა არცაა - ცდილობს, ეს სირთულე დასძლიოს და მეტოქეებთან ერთად, ხელოვნურ საფარსაც გაუმკლავდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]