"ბილბაოს" მშვიდი, თავდაჯერებული და სერიოზული ტალანტი
ბასკური ფესვების მქონე ფრანგის, ემერიკ ლაპორტის პროგრესი და საფეხბურთო მონაცემები თვალსაჩინოა და იგი უკვე არაერთი შეძლებული გუნდის სამიზნეა, მაგრამ 20 წლის მცველის თქმით, ის "ბილბაოში" მშვენივრად გრძნობს თავს. ლაპორტი "სან მამესის" ბინადართა მდიდარ ისტორიაში მხოლოდ მეორე ფრანგია, ბიქსენტ ლიზარაზუს შემდეგ.

- ყოველთვის ერთი შეხებით ცდილობთ თამაშს, ეს თქვენი სტილია?

- ეს ჩვენი მთავარი მწვრთნელისგან, ერნესტო ვალვერდესგან მოდის. მას სურს, რომ თავდაჯერებულად და მშვიდად ვითამაშოთ. გარად ამისა, ერთი შეხებით პასები შეტევის სწრაფად წამოწყების საშუალებას გვაძლევს და დაცვიდან იერიშზე მარტივად და სხარტად გადავდივართ. შესაბამისად, მეტოქეებისთვისაც უფრო რთული ხდება თავდაცვა. მცველები ვცდილობთ რაც შეიძლება, მალე ავიტანოთ ბურთი წინ და თავდასხმას დავეხმაროთ, ასევე კრეატიულ ნახევარმცველებს შეტევის წარმართვაში. თანამედროვე ფეხბურთი ასეთია.

- ფანობაც უნიკალური გყავთ...

- აბსოლუტურად უნიკალური. ზოგადად "ბილბაო" თითქმის ყველა გუნდისგან განსხვავდება. ჩვენი გულშემატკივრები სიკვდილამდე, სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავენ გუნდს "სან მამეს ბარია" ყოველთვის ბოლომდე სავსეა და ეს მუდამ უდიდეს მოტივაციას გვაძლევს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გამოუჩნდა ბასკეთს ამდენი კარგი მცველი?

- ვფიქრობ, ეს თქვენი, პრესის მიერ ჩამოყალიბებული სტერეოტიპია. ჩვენ კარგი მოთამაშეები არც სხვა პოზიციაზე გვაკლია, იქნება ეს თავდასხმა თუ რომელიმე სხვა ამპლუა. ჩვენ ზოგადად ნიჭიერ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და პოზიციურად შეზღუდულები არ ვართ. ბასკეთს ტალანტები ყოველთვის ჰყავდა. ხალხს კლიშეები უყვარს და ამას ხან განსხვავებულ კლიმატს უკავშირებენ, ხან რაიმე სხვას. სინამდვილეში კი ამას ნიჭი ჰქვია.

- რომელია საუკეთესო რჩევა, რომელიც თქვენთვის მოუციათ?

- (პაუზა) კარგი რჩევა ბევრი ყოფილა, მაგრამ საუკეთესო? ალბათ ის, რომ დავრჩე მუდამ შემართული, წარმატებასმოწყურებული და ბევრი ვიმუშავო.

- ჩემპიონთა ლიგაზე თქვენი გუნდის გამოსვლას, როგორ შეაჯამებდით?

- კარგად ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით. მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი მატჩი გახლდათ ისეთი, როცა დროზე ადრე ამოვვარდით რიტმიდან. ზოგადად სეზონი ცოტა მძიმედ დავიწყეთ და ამან პრობლემები შეგვიქმნა. შემდეგ გვინდოდა ბრძოლაში დავბრუნებულიყავით და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მოვუმატეთ, რაც კარგია, ბოლომდე ვიბრძოლეთ.

- ევროპალიგაზე რამდენად სერიოზული შანსები გაქვთ?

- მიმაჩნია, რომ არც შანსი გვაქვს ცუდი და დამოკიდებულებაც სერიოზულია, რაც შეიძლება შორს გვსურს წასვლა, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ჩვენ ძალიან კარგი მოგონებები გვაქვს ამ შეჯიბრებასთან დაკავშირებით. 2012 წელს ფინალისკენ მიმავალ გზაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩამოვიშორეთ და ახლა გვინდა, რომ ის ერთი ნაბიჯიც გადავდგათ, რომელიც მაშინ დაგვაკლდა.

- განსხვავება თუ შენიშნეთ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მატჩებს შორის?

- ხარისხის მხრივ, კონკრეტულად არ ვიცი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ყველაზე რთული ალბათ გადაწყობა და დამატებითი ტურნირის ატანა გახლდათ, გამძლეობის კუთხით. როდესაც მატჩები გემატება და და ასეთი დატვირთული კალენდარი გაქვს, ატყობ, რომ ყოველთვის ვერ ასწრებ 100%-ით მომზადებასა და ძალების აღდგენას შემდეგი მატჩისთვის. ასევე შევნიშნე, რომ მცველებს ყოველთვის მაქსიმალურად ყურადრებით ყოფნა გვიწევს, მეტოქეების თავდამსხმელებისგან მოულოდნელი საფრთხის მოლოდინში.

- ვინ არის საუკეთესო თავდამსხმელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?

- რთული კითხვაა... პირველ რიგში, მაინც კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის დავასახელებდი. ამ ორიდან ერთ-ერთი. ძალიან გთხოვთ, ნუ მთხოვთ და მაიძულებთ მათგან ერთ-ერთს არჩევას (იცინის).

- არის რამე, რაც გაშინებთ?

- არაფერი. ფეხბურთში არაფრის მეშინია.

- გაქვთ ცრურწმენები, რომლებსაც მისდევთ?

- არა მგონია ბევრი იყოს. ერთადერთი ყოველთვის ვცდილობ, მინდორზე პირველი მარჯვენა ფეხი შევდგა.

- მაგრამ თქვენ ხომ ცაცია ხართ?

- არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ ყოველთვის ვცდილობ, მარჯვენა ფეხით შევაბიჯო.

- ფეხბურთთან დაკავშირებით თქვენი პირველი მოგონებები...

- როდესაც პატარა ვიყავი, ყოველთვის ცენტრფორვარდად ვთამაშობდი და თითქმის მუდამ ვიგებდი ჩემი გუნდის "ოქროს ბუცს". ასევე სიამოვნებით ვიხენებ, როგორ მოდიოდნენ ჩემი მატჩების სანახავად დედა, მამა და ბებია-ბაბუა, ამაყი გახლდით. ნელ-ნელა უკან დავიხიე მინდორზე და "ბილბაოში" უკვე ცენტრალურ მცველად მოვედი. 13 წლის ვიყავი, როდესაც მწვრთნელმა მითხრა, რომ სურდა ჩემი დაცვაში დაყენება ეცადა, რადგან მაღალი და ძლიერი ხარო. კარგად ვითამაშე და მას მერე სულ ამ პოზიციაზე ვარ.

- "ბილბაოში" 15 წლის ასაკში მიხვედით, ალბათ ადვილი არ იყო ქვეყნის შეცვლა ასეთ ადრეულ ასაკში, არა?

- დიახ, რთული იყო.. თუმცა შეიძლებოდა უფრო უარესიც ყოფილიყო, მე კიდევ გამიმართლა, რადგან 4 სხვა ფრანგ ფეხბურთელთან ერთად მოვედი. მათ შორის ერთს ჯერ კიდევ საფრანგეთის 15-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობდი. ყველანი ერთ სკოლაში დავდიოდით და სამი ჩვენგანი, ერთ ასაკობრივ გუნდში ვიყავით. საკუთარ თავს, როგორც "ბილბაოს" ისტორიაში მეორე ფრანგს ისე არ განვიხილავ. უბრალოდ, კიდევ ერთი წევრი ვარ ამ ბრწყინვალე გუნდის.

- ვინ იყო თქვენი კუმირი ბავშვობაში?

- ბევრი კუმირი მყავდა, მაგრამ ყველანი თავდამსხმელები! მომწონდა პორტუგალიელი ფორვარდის პაულეტას თამაში და ასევე სილვენ ვილტორდის, როდესაც ისინი ერთად იყვნენ ბორდოში. სწორედ ჟირონდელებს ვგულშემატკივრობდი ბავშვობაში და გუნდს იმ პერიოდში ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა. როდესაც დრო მქონდა "ბორდოს" მატჩებზე ყოველთვის დავდიოდი ხოლმე, ეს ბრწყივალე მოგონებებია.

- სად ხედავათ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ?

- 5 წლის შემდეგ? WoW! წარმოდგენა არ მაქვს! იმედია, საფრანგეთის ნაკრების რეგულარული წევრი ვიქნები, ეს დიდი პლუსი იქნებოდა.

- ერთ დღეს ინგლისში თამაშის სურვილი თუ გაქვთ?

- სიმართლე ითქვას, არა. ყოველ შემთხვევაში, ახლა არა და საერთოდ "ბილბაოში" თავს კარგად ვგრძნობ და მინდა თამაში და განვითარება გავაგრძელო. ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ვუმატებ.

- ბოლოს კი, დაახასიათეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით...

- არ მიყვარს ამის კეთება. ალბათ ვიტყოდი - მშვიდი, თავდაჯერებული, სერიოზული.

დოსიე

ემერიკ ლაპორტი

დაიბადა: 1994 წ. აჟენი (საფრ)

პოზიცია: ცენტრალური მცველი

კარიერა: 2011-12 - ბასკონია; 2012-დან - ბილბაო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
[VIDEO] ჩაკვეტაძის ულამაზესი საგოლე პასი "ბირმინგემთან" - ქართველის პირველი საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში
დღეს შესაძლოა, "ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლოს
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
მესამედ დაბრუნება არ შედგა - "იუვენტუსმა" "ჯენოას" პერინის ტრანსფერზე უარი შეუთვალა
"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
აღიარებაც ასეთი უნდა - კაპაძე 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელთა ათეულშია
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
დეშამი და მისი გადაწყვეტილებები
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
"ატლეტიკთან" მატჩში პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
12 ფეხბურთელი, რომლის შეძენას მადრიდის "რეალი" ზაფხულში შეეცდება
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"ალბათ, აქედან წასვლაზე დავფიქრდები" - ესპანელს საუდის არაბეთში არ მოსწონს
ლუკას სილვას პირველი დღე მადრიდის "რეალში"
მადრიდის "რეალს" "ბილბაოს" მცველ ემერიკ ლაპორტაში 42 მლნ-ის გადახდა მოუწევს