ქალაქის მმართველობას ჯერ კიდევ არ აქვს იურიდიული საფუძველი საიმისოდ, რომ კლუბს დაეხმაროს
უსიამოვნო ამბავი შევიტყვეთ ზესტაფონიდან - მართალია, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი მაინც ჩაება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ ახლა საკითხავი ისაა, შეძლებს თუ არა გუნდი პირველობის უპრობლემოდ ჩამთავრებას.

საქმე ასეა: მოგეხსენებათ, ქალაქის მმართველობამ კლუბისთვის კონკრეტული რაოდენობის თანხა გამოჰყო, მაგრამ იურიდიული ნიუანსების მოუგვარებლობის გამო ჯერაც არ დასრულებულა "ზესტაფონის" ბაზისა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის პროცესი.

შესაბამისად, ქალაქის მმართველობას ჯერ კიდევ არ აქვს იურიდიული საფუძველი საიმისოდ, რომ კლუბს დაეხმაროს. წესით, ეს პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დამთავრდეს, თორემ მერე, შესაძლოა, მართლაც რთული და, რაც მთავარია, არასასიამოვნო პროცესების მოწმენი გავხდეთ.

დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ ამჟამად კლუბის სალარო აბსოლუტურად ცარიელია. მეტიც, იყო იმის საშიშროება, რომ "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ ტურში ლანჩხუთის "გურიასთან" სათამაშოდ საერთოდ ვერ გამგზავრებულიყო.

ჩვენი ინფორმაციით, პრობლემის გადაჭრა უკანასკნელ წუთს მოხერხდა. მოგეხსენებათ, ზამთრის შესვენებისას "ზესტაფონმა" რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა გუნდში გაანათხოვრა და იმერლებმა საქმეში სწორედ ამ გარიგებებით მობილიზებული თანხები ჩართეს.

იმედია, "ზესტაფონში" სიტუაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე დარეგულირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო