გიორგი დევდარიანის შეგირდებმა იტალიური ფეხბურთის მომავალს ტოლი არაფერში დაუდეს
საქართველოში ნიჭიერი თაობები რომ ყოველთვის იყვნენ და ახლაც მოდიან, 25 თებერვალს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩვენმა 19-წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში ხანმოკლე მზადება ამხანაგური შეხვედრით დაასრულა. გიორგი დევდარიანის გაწვრთნილები ქალაქ ჯენზანოში იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ...

აღსანიშნავია, რომ იტალიის 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდნენ "ნოვარასა" და "უდინეზეს" მეკარეები; ფეხბურთელები "მილანიდან", "უდინეზედან", "ნაპოლიდან", "ემპოლიდან", "პერუჯადან", "ინტერიდან", "ტორინოდან", "პალერმოდან", "ფიორენტინადან", "ლაციოდან", "ვიჩენცადან", "ჯენოადან"... ამ ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში...

მოკლედ, ეს იტალიური ფეხბურთის მომავალია და ცხადია, საკუთარ სტადიონზე ფავორიტად ითვლებოდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ იტალიამ შესარჩევი ეტაპი გრიალით გაიარა - ყველა მეტოქე დაამარცხა და ბურთების სხვაობაც შთამბეჭდავი ჰქონდა - 12:1.

ამის მიუხედავად, ახალგაზრდა ქართველებმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ჯენზანოში ორი დღე წვიმდა და მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო - ფეხბურთელებს, ფაქტობრივად, თამაში ტალახში მოუხდათ.

ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარა. დევდარიანის ბიჭებს ყველაფერი გამოსდიოდათ და აკი დაწინაურდნენ კიდეც - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს "საბურთალოს" მცველმა გაგი მარგველაშვილმა თავურით კარში მიუჩინა ადგილი - 0:1.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. ბურთი ჩვენს ნახევარზე დავკარგეთ, რითიც იტალიელებმა ისარგებლეს და "პერუჯას" ნახევარმცველმა ვიტორიო პარიჯინიმ ზუსტად დაარტყა - 1:1.

დარჩენილ დროში საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

აღსანიშნავია, რომ იტალიელთა რიგებში შეცვლაზე შევიდა "ინტერის" თავდამსხმელი ფედერიკო ბონაცოლი, რომელმაც სერია A-ში სადებიუტო შეხვედრის გამართვა და ევროპის ლიგაზე თამაშიც მოასწრო.

ამ სპარინგით საქართველოს ნაკრების ხანმოკლე შეკრება დასრულდა. ასეთ სოლიდურ მეტოქესთან გასვლაზე ნათამაშები ფრე გვაიმედებს, რომ ეს გუნდი ელიტრაუნდში ძლიერ მოწინააღმდეგეებთანაც (ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი) ღირსეულად იბრძოლებს.

მატჩის შემდეგ:

გიორგი დევდარიანი: არ არსებობს გუნდი, რომელთან ტოლ-სწორად თამაში არ შეიძლება

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

25.02. ჯენზანო. იტალია. სტადიო კომუნალე

იტალია-საქართველო 1:1

გოლები: 1:0 მარგველაშვილი (32), 1:0 პარიჯინი (53)

იტალია: სკუფეტი (80. მონტიპო), კალაბრია (46. ჯემინიანი), ტროიანი (46. პორტო), მურჯია (79. პულიეზე), სკაჩა, კოპოლარო, პარიჯინი (70. პალომბი), სბრისა (64. ჯერლი), ჩერი (55. მინელი), ბენტივენია (64. მოლფეტა), პანიკო (58. ბონაცოლი).

საქართველო: ქურდაძე, ჩაბრაძე, დუმბაძე (70. ჯაფიაშვილი), მარგველაშვილი, ტაბიძე, კილასონია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი (75. მესხი), ბერიძე (63. შულაია), ზარანდია, კერძევაძე (88. ჭკუასელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

BS
გეკოფათ წკმუტუნი! ასეთ უმნიშვნელო ამხანაგურ თამაშს იტალიის ფედერაცია სან სიროზე ხო არ დანიშნავდა? ორივე მხარეს არ უწუწუნია ისე ითამაშეს! ეს ჩვენთვისა აქვს ასე "მტკივნეულად გადამწყვეტი" მნიშვნელობა ყველა მატჩს რასაც ჩვენი გუნდები თამაშობენ! სხვები, და იტალიელები ასე არ ფიქრობენ! ასევე, ჯენზანოს სტადიონზე ბევრი საერთაშორისო მატჩები იმართება ახალგაზრდებს შორის და სტადიონის საფარზე არავინ არ "მოთქვამს"! "ლაივი Fიდი იმიტო ვერ გავაკეთეთ სტადიონს ინტერნეტი არ მიეწოდებაო", ქართულმა სპორტულმა პორტალმა შეიცხადა, ამ დროს ბეტ-365 ლაივ Fიდი ჩვეულებრივად მიდიოდა!!! :)
puma
ამ იტალალიელებს თავმოყვარეობა არ ქონიათ. ჩვენებს კი არ გაიჭირდებოდათ:)))
fanat
ვინც ამ სტადიონზე ათამაშა ეს ბავშვები უნდა ჩამოახრჩო,ჩვენტან რომ ყოფილოყო სიცილში მოკვდებოდნენ და მთელს ევროპას მოდებდნენ ამას ეს მაკარონიკები
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
გაგი მარგველაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
"ყარაბაღმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროში" გამოაგდო - აზაროვის "ცრვენა ზვეზდაც" პლეი-ოფშია
ჩაკვეტაძის ტრავმა, კანკავას გაძევება და "სლოვანის" გმირობა - "ლეხი" გავიდა, "ფეჰერვარი" გამოვარდა [VIDEO]
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ბუდუმ "კიოლნსაც" გაუტანა - "სლოვანი" "ზრინსკისთან" დამარცხდა [VIDEO]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ამერიკულ გუნდში გადავიდა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა