26 თებერვალს ბოლოსწინა, მე-10 ტურში ბედს შერიგებული ტომაშევსკის კონკურენტები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს
თბილისში მოჭადრაკე ვაჟთა ფიდეს მსოფლიოს გრან-პრის მესამე ეტაპს რუსი ევგენი ტომაშევსკი რომ მოიგებს და 20.000 ევროსთან ერთად, ამ გათამაშების მაქსიმალურ - 170 ქულას რომ დაიმსახურებს, ეს უკვე მეშვიდე ტურშიც ნათელი იყო, რაც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მე-8 ტურში ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ექსჩემპიონ რუსტამ კასიმჯანოვის (უზბეკეთი) ძლევით კიდევ უფრო განამტკიცა - უახლოეს მდევარს 1,5 ქულით გაუსწრო.

26 თებერვალს ბოლოსწინა, მე-10 ტურში ბედს შერიგებული ტომაშევსკის კონკურენტები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

დაზავდნენ: თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი)-ანიშ გირი (ჰოლანდია), ლენიერ დომინგესი (კუბა)-შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი)-ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი)-დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი), რუსთამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი)-ბაადურ ჯობავა, დმიტრი ანდრეიკინისა (რუსეთი)-ევგენი ტომაშევსკის შეხვედრა კარგა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ისიც ყაიმით დასრულდა.

ათი ტურის შემდეგ: ტომაშევსკი - 7,5, იაკოვენკო- 6, რაჯაბოვი-5,5, გირი, კასიმჯანოვი, მამედიაროვი, დომინგესი-5-5, გრიშჩუკი, ვაშიე-ლაგრავი, ჯობავა-4,5-4,5, სვიდლერი-4, ანდრეიკინი - 3,5 ქულა.

დღეს, ბოლო ტურში ითამაშებენ: ტომაშევსკი-რაჯაბოვი, ჯობავა-ანდრეიკინი, იაკოვენკო-კასიმჯანოვი, გრიშჩუკი-ვაშიე-ლაგრავი, მამედიაროვი-სვიდლერი, გირი-დომინგესი.

26 თებერვალს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გრან-პრის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ეწვია და ბაადურ ჯობავა-რუსტამ კასიმჯანოვის პარტიაში სიმბოლურად პირველი სვლაც გააკეთა.

მე-10 ტურის პარტიებს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძეც დაესწრნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში