მიხაელ შუმახერის ვაჟი იწყებს
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ლეგენდარული გერმანელის, მიხაელ შუმახერის ვაჟი - მიკ შუმახერი საჯინიბო Van Amersfoort Racing-ის ავტომობილით გამოვა გერმანიის "ფორმულა 4"-ის ჩემპიონატში.

ადრე ამ გუნდის რიგებში ირიცხებოდა ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი, რომელიც ახლა "ტორო როსოს" საპრიზო პილოტია.

"ფორმულა 4"-ში სეზონი 25 აპრილს დაიწყება - იმ დროისთვის მიკ შუმახერი უკვე 16 წლის იქნება. მიხაელის ვაჟმა, რომელიც ადრე დედის გვარით (ბეტჩი) გამოდიოდა, ბოლო სეზონები საკარტინგო სერიებში გაატარა, სექტემბერში კი KF-Junior-ის კლასში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამის შემდეგ უმცროსმა შუმახერმა გამოაცხადა, რომ მისი მიზანია - გახდეს ჩემპიონი ფორმულა 1-ში.

"ჩვენ სათანადოდ შევაფასეთ მისი თვისებები ტესტებზე. ამიტომაც მოუთმენლად ველით სეზონის დაწყებას. ბოლო წლებში ჩამოგვიყალიბდა ტრადიცია - შევთავაზოთ გერმანიის კარტინგის ჩემპიონატის მეორეპრიზიორს ჩვენთან მუშაობა. სწორედ ასე დავიწყეთ ურთიერთობა მიკ შუმახერთან გასულ შემოდგომაზე. მან მთელი დღე გაატარა ჰოლანდიაში ჩვენს ბაზაზე სიმულატორთან, შემდეგ კი თვალს ვადევნებდით მის მუშაობას ვალენსიაში ტესტებზე. საბოლოოდ, შევთანხმდით "ფორმულა 4"-ში გამოსვლაზე", - განაცხადა Van Amersfoort Racing-ის ხელმძღვანელმა ფრიტც ვან ამერსფორტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე