"ვიტ ჯორჯიას" 23 წლის შემტევ ნახევარმცველს ლუგანსკის "ზარიაში" გასინჯვა შესთავაზეს და უკრაინაში გაემგზავრა

ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჯაბა ლიპარტია დეკემბერში აზერბაიჯანში იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, "ვიტ ჯორჯიას" 23 წლის შემტევ ნახევარმცველს "ყარაბაღში" ორნახევარწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ საქართველოში დაბრუნდა.

შევიტყვეთ, რომ ლიპარტიას ახლა ლუგანსკის "ზარიაში" გასინჯვა შესთავაზეს და გუშინ უკრაინაში გაემგზავრა.

"ლიპარტიას მართლაც აქვს ლუგანსკის ვარიანტი, უკრაინაში 9 იანვარს ჩავიდა, მაგრამ ჯერ ტრანსფერი გადაწყვეტილი არ არის. არ დავმალავთ, მის მიმართ ინტერესი თბილისის "დინამოსაც" აქვს, მაგრამ სანამ ახალი მეპატრონე კლუბს ოფიციალურად არ გადაიფორმებს, მანამდე გაურკვევლობაა და ვერ გვეუბნებიან, გადაიხდიან თუ არა სატრანსფერო თანხას", - გვითხრეს "ვიტ ჯორჯიაში".

საქმე ისაა, რომ ლიპარტია "ვიტ ჯორჯიაში" 2005 წლიდან ირიცხება და კონტრაქტის ვადა ჯერ არ გასრულებია. ამდენად, კლუბს უკომპენსაციოდ ვერ დატოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო