გამოხმაურება რუსულ ინტერნეტ-გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაზე - "გაიღეთ მოწყალება ქართული ფეხბურთისთვის"

ინტერნეტ-გაზეთმა "რუსკი ბაზარმა" გამოაქვეყნა ვლადიმერ გოლოვინის სტატია ქართულ ფეხბურთზე, რომელიც ქვეტექსტებით ისევ და ისევ საქართველოს ძაგება იყო. ავტორი ჩვენს ფეხბურთზე, ფედერაციის მძიმე მდგომარეობაზე, სპონსორების არარსებობასა და თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონის, რომან ფიფიას, მისი აზრით, საეჭვო წარსულზე წერს.

წერილში ბევრი რამ ფაქტია, ის, რომ ქართული ფეხბურთი კრიზისშია, ფედერაცია ახალ წელს კინაღამ ანგარიშგაყინული შეხვდა, რომ აზერბაიჯანული კომპანია დაეხმარა, რადგან ქვეყანაში სპონსორი აქამდე ვერ გამოიძებნაო.

ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ნათქვამი გოლოვინმა დაამახინჯა, თითქოს "ადგილობრივ კომპანიებში საიმედო პარტნიორი ვერ მოიძებნა". არავის უთქვამს, საიმედო პარტნიორი ვერ მოვიძიეთო, უბრალოდ, სპონსორის ძებნა ჭირდა, ეს კი სხვადასხვა რამ არის, მაგრამ როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მსგავს აზრს აქვეყნებ, ამით რუსულენოვან სამყაროს ამცნობ, რომ ზოგადად ამ ქვეყანაში საიმედო პარტნიორის მოძებნაა შეუძლებელი.

რომან ფიფიაზე:"ცნება "ცნობილ ბიზნესმენს" შეიძლება, სხვა, არცთუ ნათელი მხარეც ჰქონდეს. ქართველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი 44 წლის რომან ფიფია გაგრაში დაიბადა. 17 წლისა სარატოვში გადავიდა და კვების მრეწველობაში დასაქმდა - "პერესტროიკის" პერიოდში ძეხვის ბიზნესს მიჰყო ხელი. ახალი რუსეთის ეპოქაში ქართველი ბიზნესმენი სარატოვის გუბერნატორს, დიმიტრი აიაცკოვს ისე დაუახლოვდა, პრესაში ტანდემად მოიხსენიებდნენ, თავად რომანს კი - "გუბერნატორის ჯიბედ". მას ეკუთვნოდა ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოები, ალკოჰოლური სასმელების ქარხნები, ავიაკომპანია "სარატოვის ავიახაზები" და კომერციული ბანკი "აგროროსი". ამავდროულად, ფიფია იყო საფეხბურთო კლუბ "სოკოლის" პრეზიდენტი.

თანამდებობიდან აიაცკოვის წასვლის შემდეგ ოლიგარქი ნიცის ლაჟვარდოვან სანაპიროზე გადაბარგდა, რადგან რუსეთში მას ბრალი დასდეს უკანონო კრედიტების მითვისებაში, დიდი ოდენობით თანხების მიტაცებაში და ფედერალურ ძებნილად გამოაცხადეს.

ამ მხრივ რომანს საქართველოში პრობლემები არ ექმნება, მისი ძმა პარლამენტარია. მეტიც, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის სამშობლოში პურით დატვირთულ ეშელონს გზავნის, გულუხვად აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს და ამჯერად "დინამოს" იძენს.

ერთი სიტყვით, დევნილი ოლიგარქი, რომლის ქონება, ქართული მასმედიის მიერ, ნახევარ მილიარდ დოლარად ფასდება, კლუბში რამდენიმე მილიონის ჩადებას აპირებს. რაც შეეხება გულუხვი ბიზნესმენის მორალურ უფლებასა და მისი ფულის "სისუფთავეს", ამით არავინ ინტერესდება და შესაბამისად, კითხვებსაც არავინ სვამს. სხვათა შორის, ასე იყო პატარკაციშვილის მილიონების შემთხვევაშიც, რომელიც ქვეყნის ეროვნული გუნდის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ციკლში გამოსვლას ერთპიროვნულად ასპონსორებდა. აღარაფერს ვამბობთ, ქვეყნის მთელ ოლიმპიურ ნაკრებზე", - წერს გოლოვინი.

ჯერ ის ვთქვათ, უფრო უპრიანია, ყველამ თავის მამიდას მიხედოს; მეორეც, ორსაუკუნოვანი ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა საქართველო უმოწყალოდ რომ გაძარცვა, სამეფო და საეკლესიო ქონების უდიდესი ნაწილი გაიტანა, ერის საამაყო ნაწილი გაგვიწყვიტა და ისე რომ გაკადნიერდა, 1923 წელს სვეტიცხოვლიდან უფლის კვართის გატანა სურდა. კიდევ ბევრი საშინელების გახსენება შეიძლება და ძალიანაც კარგი, ჩრდილოეთიდან თანხის მცირედი ნაწილი მაინც თუ დაგვიბრუნდება.

გოლოვინი არც იმაზე წერს, რა ფულებით აფინანსებენ რუსულ კლუბებს და ძალიან გვეეჭვება, "გაზპრომის" და მსგავსი ვეშაპებისგან ნაპატივები "ზენიტი", ცსკა, "სპარტაკი" და მათი ნაკრებები თეთრი შემოსავლებით იკვებებოდნენ. სტატიის ავტორს ფორუმში მიუთითეს კიდეც, "შავი ფული" მსოფლიოს ფეხბურთის უბედურებაა, რაღა ქართველებს მიახტიო.

საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტიც, რომ რუსული ფეხბურთი და კორუფცია სინონიმებად იქცნენ, იქ ყიდვა-გაყიდვა და "შავი ფული" ჩვეულებრივი მოვლენაა. რაღა შორს წავიდეთ, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ინგლისს როგორც წაართვეს, ყველამ კარგად იცის.

ამ დროს ქართული კლუბის მეპატრონის აუგად ხსენებაში პიროვნულად ფიფიას ზიზღი კი არა, საქართველოს ზიზღი იკითხება. თორემ თავადაც ვიცით, რომ ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარება ასეთებს საკბილოს აძლევს, უამრავი პრობლემა გვაქვს, თუნდაც ფედერაციის მართვაში სახელმწიფოს ჩარევა, მაგრამ ეს ჩვენი გასარჩევია და არა რუსის.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში მოსაქმიანე ბიზნესმენებს მოუსინჯა კბილი და ვინც ფეხები არ დაუკოცნა, ყველა გააკოტრა. ამ ურჩობას შეეწირნენ: მიხეილ ხოდორკოვსკი, პლატონ ლებედევი, ბორის ბერეზოვსკი, ბადრი პატარკაციშვილი და სხვანი.

ცნობილია ისიც, პუტინმა პრეზიდენტად თავი რომ შეიგულა, მაშინვე დაიწყო რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების გადაბირება, შემდგომ ისინი საქართველოში რომ გამოეყენებინა. სწორედ ამის გამო გამოიქცა რუსეთიდან ბევრი ქართველი, მათ შორის რომან ფიფია და როდესაც რუსი მას საეჭვო რეპუტაციის ბიზნესმენად აცხადებს, მსგავსი ბრალდების ტირაჟირება გაუგებარია - რუსის პოლიტიკისთვის საეჭვო ის ქართველია, რომელიც მას არ ემსახურება.

სხვათა შორის, სტატიას ახლავს რუკა, სადაც საქართველოსგან გამოყოფილია აჭარა, აფხაზეთი და სამაჩაბლო, სათაური კი შეურაცხმყოფელია, "დაეხმარეთ ქართულ ფეხბურთს", ანუ მათხოვარს. ასეთი წერილსა და მისი ავტორის "ნააზრევს" პირადად მე დიდი ეჭვით ვუყურებ და გაუფილტრავად არ მივიღებ, თორემ არც ფიფიას ვიცნობ და არც ის ვიცი, ჰქონდა თუ არა საეჭვო ბიზნესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sasha
ძალიან სუსტი და ბავშვური გამოხტომა ცავიკითხე შემრჩხვა შენს მაგივრად
japaneze
მერე ეს კაცი წერს კიდეც, რომ პრობლემები არსებობს, მაგრამ ეს რუსის გასარჩევი არ არისო.სტატია აშკარად არაა დაწერილი ჩვენი პრობლემების დაფარვის სურვილით - უბრალოდ, რუსმა მართლა თავის ბოზ მამიდას მიხედოს რა! არ იცით მათ ფეხბურთში რაც ხდება? უბრალოდ, ჩვენ ჩვენსას მათ გარეშე მივხედავთ.
sport-fan
რაც არ უნდა ვთქვათ გოლოვინზე და რუსებზე ფაქტია, რომ იმ სტატიაში 95% სიმართლე ეწერა. შეიძლება არასასიამოვნო, მაგრამ მაინც სიმართლე. ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთი ჭაობშია და მართლაც მათხოვარივით აქვს ხელი გამოწვდილი...
dato
მაგარი სტატიაა რას ერჩით? პასუხი უნდა გასცე ყველას ვინც ჩვენს საქმეში ყოფს თავის კეხიან ცხვირს. რუსკი ბოზორის საქმე არ არის ქართული ფეხბურთი. რუსკი ბოზორს ურჩევნია თავიანთი KGB-ს .... მისცენ თავიან ....
gocha
ნუთუ ვერ გაანალიზეთ, სანამ ამ სტატიას ინტერნეტში გამოაქვეყნებდით,რომ ის გოლოვონის სტატიის პასუხად არ გამოდგებოდა? ნამდვილად არ მინდა,რომ თუნდაც სპორტული მიმომხილველის დონეზე რუსი ქართველს ჯობდეს ინტელექტუალურად.გოლოვინმა ოსტატურად გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სურდა.თქვენ კი, ნაცვლად ასეთივე ოსტატური პასუხისა,ლანძღვას მოყევით შარაგზის ლოთივით. თქვენი სტატია პერსონალურ შეტევას ემყარება და ბრალდებებზე პასუხს არ იძლევა,რითაც თქვენ გოლოვინის აზრებს ფაქტობრივად აღიარებთ. ჩემს კომენტარს თუ გსურთ ნუ გამოაქვეყნებთ,მაგრამ გაითვალისწინეთ მომავალში გთხოვთ და მაპატიეთ უხეში შედარებისთვის.კარგი რომ მინდა თქვენთვის,ამიტომაც არ ვერიდები ასე წერას,თორემ გოლოვინი და დანარჩენი ოვები რას დაწერენ ნაკლებად მაინტერესებს.
gocha
ნ
shoda
გოლოვინს თავი დავანებოთ უნდა და ჩვენს თავს მივხედოთ, და ცოტა ტვინი გავანძრიოთ.
shoda
ეს ჩვენი მერაბი ზუსტად ისე ფიქრობს და აზროვნებს, როგორც საქართველოს მტრები!
sofo
იდეალური პასუხია ზემოთნახსენებ გოლოვინის სტატიაზე,უღრმესი მადლობა,ბატონო მერაბ.
Tornike
გმადლობთ, ბატონო მერაბ!
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე