ვებგვერდმა goal.com.it-მა საქართველოს ნაკრების კაპიტანი სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ ახალი წელიწადი რიხიანად დაიწყო. მას ტრავმის გამო საკმაო ხანი გაუცდა, ბოლოს 24 ნოემბერს "ვიჩენცასთან" მატჩში ვიხილეთ.

იძულებითი პაუზის შემდეგ კალაძემ "ჯენოას" რიგებში მეორე ადგილზე მყოფ

"ლაციოსთან" მატჩში შთამბეჭდავად ითამაშა. კახა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა (რომელიც 0:0 დასრულდა) ჩაამთავრა. იტალიურმა ვებგვერდებმა calciomercatonews.com-მა, ilgiornale.it-მა და სხვა საიტებმა ქართველი მცველის თამაში 7 ბალით შეაფასა. ვებგვერდმა goal.com.it-მა კალაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ამ საიტის ტურის 11 რჩეულს შორის მოხვდნენ: მუსლერა (ლაციო) - ასტორი (კალიარი), კალაძე (ჯენოა), ბოვო (პალერმო) - სანჩესი (უდინეზე), მოტა (ინტერი), შტრასერი (მილანი), ჯოვინკო (პარმა) - მიკოლი (პალერმო), ოკაკა (ბარი), ვუჩინიჩი (რომა).

"კალაძემ "ჯენოაში" ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. თანაც, ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. დაცვაში საიმედო იყო და "ლაციოს" თავდამსხმელებს სერჯიო ფლოკარისა და მაურო ზარატეს, სათანადოდ გაუმკლავდა", - წერს ჩვენი ნაკრების მცველზე goal.com.it-ი.

თავად კახამ კი pianetgenoa1893.net-თან კომენტარში აღნიშნა: "მხოლოდ მე კი არა, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა წლის პირველი მატჩი. ჩვენი გუნდი მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია და მომდევნო მატჩები შედეგიანად უნდა ჩავატაროთ".

გუშინ "ჯენოა" "ჩეზენას" სტუმრად ეთამაშა. კალაძემ ამ მატჩშიც 90 წუთით ითამაშა, ეს შეხვედრაც 0:0 დასრულდა.

meko
კალა ჩვენ გვჯერა შენიიიიიი......
intereli
ეგრე გააგრძელე კახუჩ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა