მორიგი ტური და სტატისტიკა
დღის ცენტრალური შეხვედრა ატლანტაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "ჰოქსი" "ჰიუსტონს" მასპინძლობდა. ერთი დღით ადრე, "გოლდენ სტეიტის" მარცხის წყალობით, "ატლანტამ" მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის ლიდერობა მოიპოვა, გუშინ კი პირველი გუნდი გახდა ამ სეზონში, რომელმაც პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

"ატლანტას" გაუმართლა იმ მხრივ, რომ "ჰიუსტონს" დისკვალიფიკაციის გამო აკლდა თავისი ლიდერი ჯეიმს ჰარდენი. მიუხედავად ამისა, "რაკეტებმა" ორჯერ მატჩის მსვლელობისას სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს: 18 ქულა მეორე მეოთხედში და 15 - მეოთხეში. მაგრამ თავიანთი ლიდერის გარეშე სტუმრებმა ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოედანზე მოტეიუნასი გავიდა. მართალია, ლიტველმა მაშინვე სამქულიანი მოათავსა კალათში, მაგრამ დაცვაში ვერაფერი გააწყო ჰორფორდისა და მილსეპის წინააღმდეგ, თან სრულიად არასაჭირო ტექნიკური პერსონალურიც მიიღო. "ჰიუსტონმა" სასწრაფოდ დააბრუნა მოედანზე სმიტი, მაგრამ ამ მომენტისთვის მასპინძლებს უკვე განხორციელებული ჰქონდათ 15:0 გაქცევა.

მაკჰეილის შეგირდებს მაინც ჰქონდათ თამაშის გადარჩენის შანსი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უხეში შეცდომა დაუშვა კორი ბრიუერმა. "როკეტსის" მცველმა სწორად ვერ გაიგო მწვრთნელის ბრძანება და მეტოქეზე შეგნებული ჯარიმა აიღო. სათამაშო რჩებოდა 33 წამი და "ატლანტა" ოთხი ქულით იყო წინ. ტიგმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და "ჰიუსტონისთვის" ექვსქულიანი სხვაობის გაბათილება შეუძლებელი აღმოჩნდა.

მაშ ასე, "ატლანტა" პლეი ოფის მონაწილე პირველი გუნდია, ხოლო შემდეგი ასეთი გუნდის ლოდინი კიდევ დიდხანს მოგვიწევს, რადგან აღმოსავლეთში "ტორონტო", "ჩიკაგო" და "კლივლენდი" უიმედოდ აგებენ "ატლანტასთან - 10 მოგებით ნაკლები აქვთ. რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, აქ კონკურენცია გაცილებით მაღალია და ლიდერის უპირატესობა მეცხრე გუნდთან გაცილებით ნაკლებია.

ატლანტა-ჰიუსტონი 104:96

22:31, 23:28, 27:22, 32:15

ა: ტიგი (25+6 პასი), ჰორფორდი (18+8 მოხსნა+3 დაფარება), მილსეპი (16+14 მოხსნა), შრედერი (16+8 პასი), კეროლი (11+5 მოხსნა).

ჰ: ტერი (21), ჯონსი (18+8 მოხსნა+3 დაფარება), მოტეიუნასი (14+8 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), სმიტი (14+7 მოხსნა).

შარლოტი-ლეიკერსი 104:103

27:30, 23:20, 24:20, 30:33

შ: ჯეფერსონი (21+16 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰენდერსონი (21+5 პასი+3 ჩაჭრა), უილიამსი (20+13 პასი), კიდ-გილკრისტი (12+6 მოხსნა), ზელერი (10+11 მოხსნა).

ლ: ლინი (23+8 პასი+6 მოხსნა), კლარკსონი (19), ბუზერი (15+11 მოხსნა), ჰილი (10+6 მოხსნა), ჯონსონი (10+5 მოხსნა).

კლივლენდი-ბოსტონი 110:79

29:16, 32:20, 34:17, 15:26

კ: ჯეიმსი (27+5 პასი+3 ჩაჭრა), ირვინგი (18+5 პასი), ლავი (12+8 მოხსნა), სმიტი (12), ტომპსონი (10+7 მოხსნა), ჯონსი (10+6 მოხსნა).

ბ: ბასი (15+5 მოხსნა), ტომასი (11).

ნიუ იორკი-საკრამენტო 86:124

19:35, 20:30, 29:35, 18:24

ნ-ი: შვედი (15+7 მოხსნა), ლარკინი (13+6 პასი), სმიტი (13+3 დაფარება).

ს: გეი (25+7 მოხსნა), კაზინსი (22+10 მოხსნა), მაკლემორი (20), უილიამსი (17), სტაუსკასი (15), კასპი (14).

ჩიკაგო-ვაშინგტონი 97:92

24:22, 27:22, 23:23, 23:25

ჩ: მიროტიჩი (23+8 მოხსნა), ბრუქსი (22+8 პასი), პ. გასოლი (20+10 მოხსნა), ნოა (14+12 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), სნელი (11).

ვ: უოლი (21+11 პასი), პირსი (16), ბილი (13), გორტატი (12+12 მოხსნა), პორტერი (11+5 მოხსნა).

მემფისი-იუტა 82:93

20:19, 18:18, 23:27, 21:29

მ: ლი (18+5 მოხსნა), მ. გასოლი (17+8 მოხსნა), ადამსი (13), კონლი (11), კუფოსი (6+10 მოხსნა).

ი: ჰეივორდი (21+8 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ფეივორსი (21+6 მოხსნა+3 დაფარება), გობერი (15+24 მოხსნა), ჰუდი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
წლის პირველი ხმაურიანი გაცვლა - ტრეი იანგი "ვაშინგტონ ვიზარდსში" ითამაშებს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა - სანდროს ბრწყინვალე მატჩი "ატლანტა ჰოუქსთან"
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი "ატლანტასთან" - "ტორონტომ" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა