ოკლენდსა და ბრისბენში რეიტინგის საუკეთესო ათეულიდან მხოლოდ ერთი მოთამაშე - ავსტრალიელი სამანტა სტოსური წარსდგა

WTA-ის ახალი სეზონი ტრადიციულად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაიხსნა. და ასევე ტრადიციულად, ბევრმა წამყვანმა ჩოგბურთელმა ოფიციალურ ტურნირებს საჩვენებელ მატჩებში გამოსვლა ამჯობინა, ამიტომაც ოკლენდსა და ბრისბენში რეიტინგის საუკეთესო ათეულიდან მხოლოდ ერთი მოთამაშე იყო წარმოდგენილი - ავსტრალიელი სამანტა სტოსური.

ოკლენდის ტურნირმა რუსი ჩოგბურთელების შარშანდელი კრიზისი გაგვახსენა. ახალ ზელანდიაში ამ ქვეყნის ვარსკვლავები მრავლად იყვნენ წარმოდგენილი, მაგრამ ღირსეულად გამოსვლა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო. დინარა საფინამ პირველივე წრეში წააგო ბელგიელ იანინა ვიკმაიერთან. მეორე წრეში შესაბამისად შუაი პენგთან (ჩინეთი) და სიმონე ჰალეპთან (რუმინეთი) დამარცხნენ სვეტლანა კუზნეცოვა და ელენა ვესნინა. რუსთაგან ყველაზე შორს მარია შარაპოვა წავიდა - მან მეოთხედფინალში გააღწია და თითქოს პრობლემა არ უნდა ჰქონოდა 31 წლის ნაკლებად ცნობილ უნგრელ გრეტა არნთან, მაგრამ პირიქით მოხდა, პრობლემა უნგრელს არ შექმნია, შარაპოვამ კი 20 გეიმში 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა და შედეგიც შესაბამისი მიიღო - 2:6, 5:7.

არნი კი ამაზე არ გაჩერდა და ნახევარფინალში გერმანელ ჯულია გორჯესთან სამიდან სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენებით ორ სეტში მოიგო - 7:6(3), 6:3. ფინალში მისი მეტოქე საფინას მძლეველი ვიკმაიერი გახდა, რომელმაც გადამწყვეტი მატჩის საგზური პენგთან სამსაათიან ბრძოლაში მოიპოვა - 7:6(3), 7:5.

როგორც ჩანს, იანინამ ჩინელთან შეხვედრას დიდი ძალა შეალია და ფინალში ტემპი დაბალი ჰქონდა. ორივე სეტში არნმა 2:2-ზე გააკეთა ბრეიკი და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:3, 6:3. ვიკმაიერს მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და შანსი ვერ გამოიყენა. მსოფლიოს 88-ე ჩოგანმა ოთხი განთესილი დაამარცხა და მოულოდნელად გახდა ჩემპიონი. ეს არნის კარიერაში მეორე ტიტულია (პირველი 2007 წელს ეშტორილში).

შარშან ბრისბენში ბრწყინვალე ფინალი აჩუქეს მაყურებელს კიმ კლაისტერსმა და ჟუსტინ ანენმა, თუმცა ამჯერად ბელგიელებმა უარი თქვეს თამაშზე და ტურნირის მთავარ ფავორიტად ადგილობრივი სამანტა სტოსური იქცა. თუმცა ის და მეორე ვარსკვლავი - შაარ პეერი ადრეული ეტაპიდან გამოეთიშნენ ბრძოლას. საერთოდაც, მეოთხედფინალამდე მხოლოდ ორმა განთესილმა - ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ (4) და რუსმა ანასტასია პავლიუჩენკოვამ (5) გააღწიეს.

ორივეს ნახევარფინალში მოეცარა ხელი. პავლიუჩენკოვამ ჩეხ პეტრა კვიტოვასთან სამსეტიან მარათონს ვერ გაუძლო - 4:6, 6:4, 2:6, ბარტოლიმ კი მოულოდნელად იოლად დათმო ორთაბრძოლა გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩთან.

კვიტოვა და პეტკოვიჩი თანაბარი ძალის მეტოქეები არიან - ორივეს თითო ტიტული ჰქონდა მოგებული, რეიტინგის მეოთხე ათეულში იმყოფებიან და პირადი ანგარიშიც თანაბარი ჰქონდათ - 2:2, თანაც ოთხივე შეხვედრა ორ სეტში დასრულდა. ამჯერად კვიტოვა გაცილებით კარგად მომზადებული შეხვდა ფინალს, თავიდანვე მოახვია მეტოქეს საკუთარი თამაში და მეორე სეტის შუაში მცირეხნიან ჩავარდნას ხელი არ შეუშლია მისთვის ახალ სეზონში პირველი ტიტულის მოგებაში - 6:1, 6:3.

WTA

Brisbane International

ბრისბენი (ავსტრალია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 6:1, 6:3.

ASB Classic

ოკლენდი (ზელანდია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

გრეტა არნი (უნგ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 2) 6:3, 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა