ასეთი დონის კლუბში მოხვედრაზე მისი ასაკის ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი იოცნებებდა
უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლექსანდრ ჰოლოვკო გუნდს მალე შეკრებს და ელიტრაუნდისთვის მზადებას შეუდგება. მის სიაშია დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა ლიდერი ბექა ვაჩიბერაძეც, რომელზეც რამდენჯერმე დავწერეთ.

ვაჩიბერაძე ელიტრაუნდის პირველ მატჩს გამოტოვებს. საქმე ისაა, რომ მან შესარჩევ ეტაპზე, სადაც სამივე შეხვედრა ჩაატარა, 2 ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

ელიტრაუნდამდე კი უკრაინა ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებს ორჯერ (28 და 30 აპრილს) შეხვდება. ამ ეტაპისთვის მზადება გიორგი დევდარიანის გუნდმაც დაიწყო და 25 თებერვალს გასვლაზე იტალიასთან საკონტროლო შეხვედრაც გამართა. მატჩი 1:1 დასრულდა...

თუმცა ჩვენ დავუბრუნდეთ ვაჩიბერაძეს. 18 წლის ქართველს ელიტრაუნდამდე დიდი ბრძოლები არ მოაკლდება: 17 მარტს იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალური მატჩები გაიმართება. ვაჩიბერაძე "ლივერპულთან" შეხვედრაზე ოცნებობდა, მაგრამ წილისყრამ "შახტარი" "ბენფიკასთან" დააწყვილა. ეს რაუნდი ერთმატჩიანია და მას "შახტარი" ლისაბონში გამართავს.

და აი, მთავარსაც მივუახლოვდით - ვაჩიბერაძეს, რომელსაც უკრაინულ მედიაში დონეცკელ 19-წლამდელთა "საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი" უწოდეს, კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

საინტერესო ისაა, რომ "შახტარი" მას უკვე პროფესიული კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს.

ასეთი დონის კლუბში მოხვედრაზე მისი ასაკის ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი იოცნებებდა. ამიტომ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ვაჩიბერაძე ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. აქედან გამომდინარე, უკვე ძნელი სათქმელია, რომელ გუნდში ვიხილავთ ნიჭიერ ქართველს. დღევანდელი მდგომარეობით, მას დონეცკში დარჩენა აღარ სურს.

მიზეზი უცნობია. არის ინფორმაცია, რომ ვაჩიბერაძეს სოლიდური ევროპული კლუბები იწვევენ. ეს ამბავი კულუარულად დაგვიდასტურეს. მას ჰყავს მენეჯერი, რომელიც მალე იტყვის, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ახალგაზრდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaso
,,ასეთი დონის კლუბში მოხვედრაზე მისი ასაკის ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი იოცნებებდა", შეიძლება ქართველია, მაგრამ არაა საჭირო ამაზე სტატიები წეროთ, სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ხდება საერთოდ სპორტში, ქართულ სპორტს რო თავი დავანებოთ და ჯობს იმას გაეცნოს ხალხი. შეიძლება ოდესღაც ვიღაც ცუდად მოექცა, მაგრამ დანარჩენმა ქართველებმა რა დააშავეს? ერთი და ორი პიროვნება არაა მთელი საქართველო და ამ ბიჭს რო სამშობლო სათანადოდ უყვარდეს ჩამოვიდოდა და ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორმას ჩაიცვამდა, მითუმეტეს ამ ძნელბედობის ჟამს
gio
ჩემი გუნდელი იყო ოლიმპში აქ რო დაიწუნეს იქ დააფასეს
vakho
რადგან ქართული გვარი აქვს ე.ი. ქართველია?
margali
ალო-ს:კი გამოუძახებდნენ და მოხარულიც იქნებოდნენ,ოღონდ სამაგისო პირი არა აქვთ.ეს ბავშვი თავის დროზე ჩამოწერეს და სხვა საქმე აკეთე ბიძიკოო უთხრეს.ქუთაისელია სხვათაშორის.ასე,რომ ჩვეულებრივი ქართული ისტორიაა,როგორც ფაჩულიას შემთხვევაში.
daviTa
სრულიად ვეთანხმები აზრს მის ნაკრებში გამოძახებაზე.
Europe
ჯობია ევროპის ლიგაში გადავიდეს
g
არ გამოიძახებენ ეხლა, იმიტომ რო პროფესიონალები ყავთ სულ...და როგორ აბა?რო თამაშობდეს ყაზახეთში ან აზერბაიჯანში კიდე ხოო...ან ფინეტში კიდე.
ალო
იქნება მოუვიდეს ვინმეს თავში, რომ ეს ბავშვი ნაკრებში გამოიძახოს და მისცეს იმის სტიმული რო აქაურობაზე იფიქროს და ბოლოს უკრაინის ეროვნულ ნაკრებში არ ვიხილოთ.
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა