ზაპოროჟიეს "მეტალურგის" 20 წლის ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ უკრაინის პრემიერლიგაში "დნიპროს" წინააღმდეგ ითამაშა
უკრაინის ჩემპიონატში კიდევ ერთი უცნობი ქართველი ფეხბურთელი ვალერიან გვილია გამოჩნდა. 20 წლის ახალგაზრდა ზაპოროჟიეს "მეტალურგის" დუბლშემადგენლობაში ირიცხება და 28 თებერვალს, უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიესთან" გასვლით მატჩში ჰეთ-თრიკიც შეასრულა.

"გვილიამ კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ჰეთ-თრიკით მეტოქის წინააღმდეგობა გატეხა და "მეტალურგის" დუბლშემადგენლობას გამარჯვება მოუტანა", - წერს ზაპოროჟიელთა ოფიციალური ვებგვერდი.

გვილიამ უკრაინის პრემიერლიგაშიც მოასწრო თამაში - "მეტალურგის" მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2014 წლის 15 აგვისტოს, დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" წინააღმდეგ ჩაატარა. სულ კი პრემიერლიგაში სამჯერ ითამაშა.

აი, რას წერენ სოციალურ ქსელში გვილიაზე: "ეს ბიჭი უკრაინის პრემიერლიგის გუნდში თამაშობს, 18-კაციან განაცხადშიც ხვდება და დუბლებშიც სისტემატურად მოედანზეა. საინტერესო მოთამაშეა და წესით, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს უნდა გამოადგეს. არადა, მასზე არც წერენ და ყურადღებასაც არ აქცევენ".

ვაკო გვალიას უკრაინაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ:

- ცხადია, ჯერ ის გვაინტერესებს, უკრაინაში გაიზარდეთ თუ საქართველოში?

- ზუგდიდელი ვარ. 6 წლიდან ზაურ ბულიასთან ვვარჯიშობდი. დღემდე ვამბობ, რომ ჩემს კარიერაში ყველაზე მეტად ბავშვობის მწვრთნელის მადლობელი ვარ. ამ კაცმა ფეხბურთის ანბანი მასწავლა და გზა გამიკვალა.

- უკრაინაში როგორ მოხვდით?

- 16 წლის ვიყავი, მამაჩემმა უკრაინაში რომ წამიყვანა. ხარკოვის "მეტალისტში" სინჯებზე მიმიწვიეს. მერე ამიყვანეს და მითხრეს, ერთ თვეში საბუთები მოაწესრიგე და ჩამოდიო. მაგრამ, მიზეზთა გამო, ნახევარი წელი საქართველოში დავრჩი. "მეტალისტში" მხოლოდ ამის შემდეგ წავედი და ხარკოველთა ასაკობრივ გუნდში წელიწად-ნახევარი ვითამაშე. მერე კი ზაპოროჟიეს "მეტალურგში" გადავედი.

- ხარკოვში არ დაგტოვეს თუ ზაპოროჟიეში უფრო ხელსაყრელი კონტრაქტი შემოგთავაზეს?

- უბრალოდ, ზაპოროჟიეში მეტი დაინტერესება ჰქონდათ. მითხრეს, "მეტალურგში" გელოდებიანო, მივედი და საბოლოოდ გუნდში დამტოვეს. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, რადგან მწვრთნელი მენდობა, მუდმივად მათამაშებს. აშკარაა, რომ ამ გუნდში ვიზრდები, როგორც ფეხბურთელი.

- რა პოზიციაზე თამაშობთ?

- ცენტრალური ნახევარმცველი ვარ.

- ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" კონტრაქტი როდემდე გაკავშირებთ?

- წელიწად-ნახევარში მიმთავრდება. მაგრამ სურვილი თუ ექნებათ, სიამოვნებით დავრჩები. მთავარ გუნდში სამი შეხვედრა ჩავატარე და ეს მაიმედებს. ერთხელ, ჩემპიონატში "დნიპროსთან" ვითამაშე, ორჯერ კი - თასზე. ვფიქრობ, "მეტალურგში" ჩემი იმედი აქვთ. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ მთავარ გუნდში ვვარჯიშობ, დუბლებში კი იმიტომ ვთამაშობ, ფორმაში რომ ვიყო.

- საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრები თქვენით არ დაინტერესებულა?

- ნახევარი წელი საქართველოში რომ დავრჩი, ეს სწორედ ნაკრების გამო მოხდა. მაშინ საქართველოს 17-წლამდე, გუნდში კობა ჟორჟიკაშვილმა გამომიძახა. ხომ გახსოვთ, ამ ნაკრებმა თბილისში შვედეთი და პოლონეთი რომ დაამარცხა, ინგლისთან კი ფრედ ითამაშა. ჰოდა, მაშინ შეკრებაზე მეც ვიყავი მიწვეული...

მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა და, ალბათ, დამივიწყეს. რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს კი ვიცნობ. მაგალითად, ლუცკის "ვოლინთან" რომ ვითამაშეთ, სანდრო კობახიძე გავიცანი. მან მითხრა - შენზე თემურ ქეცბაია გვეკითხებოდაო...

- ქეცბაია? ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას გიპირებდათ?!

- არა, არა! ეს, ალბათ, ჩვეულებრივი ინტერესი იყო - ვინ ვიყავი და რა დონეზე ვთამაშობდი. ცხადია, ეროვნულ ნაკრებში ჩემს გამოძახებაზე ჯერ ლაპარაკი არც ყოფილა. თავი ისე არ გამომიჩენია, ასე რომ დამაფასონ.

ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობ. ასაკიც ხელს მიწყობს და ძალიან მინდა, ჩემი იმედი გამართლდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მურთაზი
საერთოდ თუ არიან ჩვენთან ნამდვილი სელექციონერები და ფეხბურთის "ბოსები" რომლებსაც რაიმე სიკეთის გაკეთება შეუძლიათ,თუ მარტო ლაი-ლაი იციან.
emre
წარმატებები :) ვინც იშრომებს ყველას დაუფასდება
dh
საერთოდ არ მუშაობენ არ აკვირდებიან ფეხბურთელებს ვინ სად თამაშობს უნდა შექმნან რამოდენიმე კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფი რომ მოიძიონ ქარტველ ფეხბურთელებზე ინფორმაციები და არა ის რომ შიდა ჩემპიონატში მტელი სეზონის განმავლობაში 2 ტამაშს ტუ დაესწრებიან , მარტო ფული აიგონ და ვსო მერე უკვირთ რატომ ხდებიანო სხვა ქვეყნის მოქალაქეებიო , ვოლცბურგში რომ თამაშობდა გოგია იყო თუ არ ვცდები ვინმემ რამე იგონა
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
სად აპირებს კარიერის გაგრძელებას დავით თარგამაძე?
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ევროპა ლიგა: შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ საბა კვირკველიას აქვს
ევროპა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური: შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ საბა კვირკველიას აქვს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
ვაკო გვილია ზაპოროჟიეს "მეტალურგის" "წლის აღმოჩენად" აღიარეს
"ლეგიას" ფანები მწვრთნელს აკრიტიკებენ: რატომ ზის გვილია სკამზე?
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ვაკო გვილიამ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" კონტრაქტი გაწყვიტა
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ვაკო გვილია: ეს "მეტალურგის" მაისურით გატანილი ჩემი პირველი გოლია
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ევროპა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური: სამივე ქართველის გუნდი დამარცხდა
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
არც დავფიქრდები, ისე ჩამოვალ - ვაკო გვილია თბილისის ტრაგედიასა და მოქალაქეობაზე
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
შვეიცარიელები ვაკო გვილიას გვიქებენ
ლობჟანიძე, ნინუა და კაჭარავა მილიონიანთა სიას შეუერთდნენ - ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები გაიზარდა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ვაკო გვილია: ახალ გუნდში მისვლა საქართველოს პასპორტით მსურს