გააგრძელებს იურგენ კლოპის გუნდი აღმასვლას?
ბუნდესლიგის 24-ე ტურში გამორჩეული მატჩი არ არის, რომელსაც შეიძლება ცენტრალური ვუწოდოთ, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ შეხვედრა "ჰამბურგსა" და "დორტმუნდს" შორის.

იურგენ კლოპის გუნდს, ოთხმატჩიანი მოგებათა სერიის მიუხედავად, მაინც აუტსაიდერი უნდა ვუწოდოთ, რადგან გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ევროზონასთან. მაგრამ პროგრესი აშკარაა - შედეგებითა და თამაშის ხარისხითაც, განსაკუთრებით, შეტევაში: ბოლო ოთხი მატჩია, "ბორუსია" მინიმუმ, სამ გოლს იტანს მეტოქის კარში.

ამას დაემატა შუა კვირას გერმანიის თასზე გამარჯვება. რაც მთავარია, დრეზდენის "დინამოს" წინააღმდეგ მარკო როისის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და "დორტმუნდის" ლიდერს შეეძლება მოედანზე გასვლა.

ზედიზედ ორი მოგების შემდეგ კი "ჰამბურგს" ისევ დაღმასვლა აქვს და უკვე დაიწყო ლაპარაკი მწვრთნელ იოზეფ ცინბაუერის სავარაუდო დათხოვნაზე. ამიტომაც გუნდს სასწრაფოდ ესაჭიროება ქულები. მასპინძლებს დაცვის ხაზში დანაკლისი აქვთ - ისევ ტრავმა მიიღო რაიკოვიჩმა, ხოლო ოშტრჩოლეკს დისკვალიფიკაცია აქვს. თუმცა მათი შეცვლა გამოჯანმრთელებულ იანსენსა და კლებერს შეეძლებათ. მომავალ მატჩში "ჰამბურგის" სავარაუდო ტაქტიკა გუნდის ნახევარმცველმა მაქსიმილიან ბაისტერმა გამოაცხადა:

"ბორუსია" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და მაქსიმალური ყურადღება დაცვაში თამაშს უნდა მივაქციოთ".

დავამატოთ ისიც, რომ ბოლო წლებში "დორტმუნდისთვის" "ჰამბურგი" უხერხულ მეტოქედ იქცა - კლოპმა და მისმა გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში ოთხჯერ წააგეს მომავალ მეტოქესთან.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ჰანოვერი" უშანსოდ არის "ბაიერნთან" საშინაო მატჩში. რეკორდმაისტერს ამ გუნდისთვის ბოლო შვიდი მატჩი მოგებული აქვს. მიუნხენელებმა ბოლო ოთხ მატჩში 20 გოლი გაიტანეს, ხოლო "ჰანოვერს" სამი თვეა და შვიდი მატჩია, ბუნდესლიგაში არ მოუგია. თან მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებათ ნახევარდაცვის ლიდერი შტინდლი.

წინა ტურში "კიოლნმა" უჩვეულოდ ბევრი მომენტი შექმნა "ბაიერნის" წინააღმდეგ. "ჰანოვერმა" უნდა მიბაძოს "თხებს" და წინასწარ წაგებული არ უნდა გავიდეს მოედანზე. მხოლოდ ასე თუ მიიღებს წარმატების მიზერულ შანსს.

საინტერესო უნდა გამოვიდეს "აუგსბურგისა" და "ვოლფსბურგის" შეხვედრა. რომან ვაინცირლის გუნდს ჩავარდნა დაეწყო - ბოლო ოთხი მატჩში მხოლოდ ორი ქულა აიღო, თუმცა მაინც ახლოს არის ჩემპიონთა ლიგის ზონასთან. რაც შეეხება მის მეტოქე "ვოლფსბურგს", ის საუკეთესო გუნდია მეორე წრეში - 18 შესაძლებლიდან 16 ქულა აიღო და 20 გოლი გაიტანა.

დღეს "მგლების" ერთადერთი ნაკლი დაცვაში თამაშია, რადგან ასეთი ამბიციების მქონე გუნდს ექვს მატჩში 10 გოლის გაშვება არ ეკადრება. ისე კი, დიტერ ჰეკინგის გუნდს შეუძლია მშვიდად გააგრძელოს ჩემპიონატი, რადგან მთავარი ამოცანა, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა თითქმის შესრულებული აქვს - "მგლები" მეხუთე ადგილს 15 ქულით არიან დაშორებულნი.

ამ გუნდებს უყვართ ერთმანეთის წინააღმდეგ ფრეების თამაში - ბოლო ხუთ მატჩში ოთხი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. და კიდევ, მატჩის მთავარი ინტრიგაა ბას დოსტი, რომელსაც 2015 წელს უკვე 11 გოლი დაუგროვდა. საინტერესოა, შეძლებს თუ არა "აუგსბურგი" ჰოლანდიელის შეჩერებას?

რურის დერბის შემდეგ "შალკეს" მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ბოდიში მოუხადეს გულშემატკივრებს სრულიად უნიათო და უშინაარსო თამაშისთვის. ახალი არ არის ის, რომ გუნდი შეტევაზე აქცენტს აღარ აკეთებს და საკუთარ კართან ბეტონის კედლის აღმართვით არის დაკავებული. მაგრამ დი მატეოს ნაქებმა დაცვამ "დორტმუნდს" 31-ჯერ დაარტყმევინა და სამი გოლი გაუშვა.

"ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე - როგორ გააგრძელებს გუნდი თამაშს მომავალში", - განაცხადა დი მატეომ "ჰოფენჰაიმთან" მატჩის წინ. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ "შალკე" უარს ამბობს ბოლო ტურების ტაქტიკაზე და შეტევაში წავა? ამას შაბათის მატჩი გვიჩვენებს. თან გელზენკირხენელებს სატურნირო მდგომარეობა აიძულებს წინ წასვლას. გუნდმა ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ ერთი მოიგო, სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოვარდა.

მეტოქე კი იოლი არ არის: "ჰოფენჰაიმმა" მეორე წრის სტარტზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ცხრა შესაძლებლიდან შვიდი ქულა აიღო და ისევ გახდა ევროთასებზე მოხვედრის პრეტენდენტი.

მშვიდად მიიწევს ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ მიონხენგლადბახის "ბორუსია", რომელიც ჩვეულ შედეგიანობას ვერ აჩვენებს, მაგრამ მეორე წრის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია - ექვს მატჩში ოთხი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა. ამან ლუსიენ ფავრის გუნდს მყარი მესამე ადგილი და მეხუთეადგილოსან "შალკესთან" ხუთქულიანი უპირატესობა მოუტანა.

"გლადბახის" მეტოქე "მაინცს" ძალიან უჭირს. ეს გუნდი მხოლოდ ორი ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას, ხოლო მისი საუკეთესო ბომბარდირი შინჯი ოკაზაკი რვა თამაშია და 678 წუთია გოლს ვერ იტანს.

განსხვავებული განწყობით ხვდებიან ტურის ბოლო შეხვედრას "პადერბორნი" და "ლევერკუზენი". ბუნდესლიგის დებიუტანტი წინა ტურის შემდეგ პირველად აღმოჩნდა გასავარდნ ზონაში, თუმცა ეს ლოგიკური იყო:

"პადერბორნმა" მეორე წრეში ყველაზე ცოტა გაიტანა (2) და ყველაზე მეტი გაუშვა (17), "ლევერკუზენი" კი ისევ აღმავლობის გზაზეა - ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციურად მოუგო "ატლეტიკოს", ბუნდესლიგაში კი "ფრაიბურგის" დამარცხებით კვლავ შეაბიჯა ჩემპიონთა ლიგის ზონაში.

ბუნდესლიგა. XXIV ტური

პარასკევი. 6 მარტი

შტუტგარტი-ჰერტა 23:30

დისკვალიფიკაცია: ჰარნიკი - ნიმაიერი, სკიელბრედი

ტრავმა: რიუდიგერი, დიდავი - ბაუმიოჰანი, ჰოსოგაი, იარსტეინი, შიბერი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 59 მატჩი: +21=15-23 (79-71)

შაბათი. 7 მარტი

შალკე-ჰოფენჰაიმი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფერმანი, გიფერი, კირხოფი, დრაქსლერი, ფარფანი, ობასი - შტოლცი, ზიულე

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 მატჩი: +4=5-5 (22-17)

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰონგი, რაინჰარდტი, ვერჰაეგი, მორავეკი, მიოლდერსი, ესვაინი - ჰანტი, ფელიპე

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 მატჩი: +2=3-2 (7-6)

ჰანოვერი-ბაიერნი 18:30

დისკვალიფიკაცია: შტინდლი

ტრავმა: მილერი, ჰოფმანი - ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 51 მატჩი: +9=8-34 (51-141)

ფრაიბურგი-ვერდერი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბატცი, ტორეხონი, პეტერსენი, სტანკო - ბუში, გალვესი, ლუკიმია, აიჩიჩექი, ბარგფრედე, ლორენცენი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 31 მატჩი: +7=5-19 (41-75)

ჰამბურგი-დორტმუნდი 18:30

დისკვალიფიკაცია: ოშტრჩოლეკი

ტრავმა: რაიკოვიჩი, დიასი, გრინი, ჰოლტბი, ლასოგა - დურმი, გროსკროიტცი, პიშჩეკი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 95 მატჩი: +35=27-33 (174-167)

მაინცი-ბორუსია (მ) 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მორიტცი, ნედელევი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 მატჩი: +5=5-7 (18-22)

კვირა. 8 მარტი

კიოლნი-აინტრახტი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰელმესი, გერჰარდტი - ჯაკპა. იგნიოვსკი, კინსომბი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 79 მატჩი: +28=25-26 (131-118)

პადერბორნი-ლევერკუზენი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბერტელსი - იედვაი, კრუსი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +0=1-0 (2-2)

ბომბარდირები: 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 16 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი); 13 - ბას დოსტი (ვოლფსბურგი); 11 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ფრანკო დი სანტო (ვერდერი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია