ფანტასტიკური ტრიპლ-დაბლი რასელის შესრულებით
გუშინდელი სათამაშო დღე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა. იყო სტატისტიკური მიღწევები, დაძაბული ფინალები და ოვერტაიმები.

მოულოდნელად, დაძაბული შეხვედრა გამოუვიდათ "ოკლაჰომასა" და "ფილადელფიას". "თანდერს" ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა რასელ უესტბრუკი, რომელიც სახის ძვლის დაზიანების გამო მოედანზე ნიღბით გავიდა და სწორედ ის გახდა გუშინდელი საღამოს გმირი.

თუმცა თავდაპირველად ის უნდა ვთქვათ, რომ "ფილადელფიამ" ორჯერ შეძლო ორნიშნა უპირატესობის მიღწევა, მაგრამ ორივეჯერ "ოკლაჰომამ" მოახერხა სხვაობის გაბათილება.

მეორედ ეს მეოთხე მეოთხედში გააკეთა და შემდეგ თავად გავიდა წინ, რაც წესით, გამარჯვების გარანტია უნდა ყოფილიყო ლიგის ერთ-ერთ მთავარ აუტსაიდერთან, მაგრამ სტუმრებმა ზედიზედ ჩააგდეს სამქულიანები და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს.

დამატებით დროში კი მოედანზე ერთი კაცი თამაშობდა. ჯერ უესტბრუკის ზუსტი პასით სამქულიანი ჩააგდო ოგასტინმა, რის შემდეგაც "ოკლაჰომას" მხრიდან ქულებს მხოლოდ რასელი აგროვებდა. მან 10 ქულა მიითვალა, იმ დროს, როცა მთლიანად "ფილადელფიამ" რვა ქულა ჩააგდო.

საბოლოოდ, უესტბრუკს ფანტასტიკური სტატისტიკა დაუგროვდა: 49 ქულა, 16 მოხსნა (ორივე კატეგორიაში პირადი რეკორდი), 10 პასი, 3 ჩაჭრა და ერთი დაფარება. ის გახდა პირველი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ვინც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში შეასრულა სამმაგი დუბლი. თუმცა შორეულ 1989 წელს ჯორდანი ოთხ მატჩზე არ გაჩერდა და ზედიზედ 7(!) შეხვედრაში ჰქონდა ტრიპლ-დაბლი.

და კიდევ, უესტბრუკი სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზე გადავიდა - მან უკან ჩამოიტოვა ჯეიმს ჰარდენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]