სტადიონი 20 ათას მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი და უეფას და ფიფას სტანდარტებს აკმაყოფილებდეს
ბათუმის "დინამო" ევროთასებზე გასვლას ცდილობს, თუმცა ფეხბურთელებს ურთულეს პირობებში უწევთ მომზადება, რადგან კლუბს ინფრასტრუქტურა არ აბადია. ამის გამო ერთ-ერთი უძველესი ქართული გუნდი ქობულეთის "ჩელე-არენაზე" ვარჯიშობს და თამაშობს.

ბათუმის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გაგვიმხილა, რომ ახალი არენის მაკეტს 12 მარტს დაამტკიცებენ, შემდეგ პროექტსაც დაამუშავებენ და აგვისტოში მშენებლობა დაიწყება. წესით, ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქში ორ წელიწადში უნდა დაბრუნდეს.

5 მარტს უფრო კონკრეტული ინფორმაციაც გავრცელდა. ბათუმის ოლიმპიური სტადიონის პროექტების წარდგენა დასრულდა და გაირკვა, რომ არენის მშენებლობას ერთმანეთს 12 კომპანია ეცილება. მათ შორის ექვსი - ქართულია, ხოლო დანარჩენი - უცხოურები (ესპანური, ბერძნული, პოლონური, თურქული, უკრაინული და იტალიური).

პროექტებს ჯერ საჯარო განხილვისთვის წარადგენენ, რის შემდეგაც მათზე კომისია იმსჯელებს. კომისია სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან დაკომპლექტდება.

ცნობილია მოთხოვნებიც: სტადიონი 20 ათას მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი და უეფას და ფიფას სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, პროექტირების ღირებულება კი 650 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

barateli1980
ანუ დაპროექტების სამუშაოები თორემ 650 ათას ლარად 3 ათას პლასმასის სკამს თუ შემოუწყობენ რამე მოედანს თორემ სხვა არაფერი არ გამოვა :)
barateli1980
მარტო პროექტზეა მეგობრებო საუბარი
vaxvax
ტენდერს მოიგებენ თურქები.ბათუმში სხვას არ შემოუშვებენ
gocha
ისევ გვაბოლებენ თუ რა ??? სად ნახეთ 650000 ლარად ნაშენები 20 000 ადგილიანი და თანაც ფიფას და უეფას სტანდარტებით აშენებული სტადიონი ??? ვერა ხართ კარგად ვინც ეს დაწერეთ ....
qartveli
ეს იმას ნიშნავს რო ამ ტენდერს ჩვეულებრივი მონაწილე ვერ მოიგებს და შესაბამისად ვინმე, ცოლის ნათესავს ან ახლობელს ჩააბარებენ,აბა ფული ხო უნდა გააკეთონ?ცოდონი არიან....
Raul
მემგონი მარტო პროექტი ჯდება მაგდენი, თორემ მაგ ფასად 20.000-იან სტადიონს ვერ ააშენებ შანსი არაა:)
vato
და ლარის კურსი? 600000 ლარად სტადიონს უეფას სტანდარტებით ვინ ააშენებს. მინიმუმ 3 მილიონი ევრო.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა