ხალხს უყვარს უბრალოები, უბრალოები მაგრად თამაშობენ ფეხბურთს
22 წლის ვაკო ყაზაიშვილი გადამწყვეტი გოლების გატანას დაეჩვია. აქეთ "აიაქსი", იქით "ტვენტე" - მიმდინარე სეზონი "ვიტესის" ქართველი შემტევისთვის აშკარად საუკეთესოა კარიერაში.

ჩვენ ეს გვახარებს. გვახარებს, როგორც ერთი ნიჭიერი ბიჭის წარმატება. ახლა ვაკოს კარიერაში იქნებ გარდამტეხი პერიოდიც იდგეს - ერთიც ვნახოთ, ეს სიხარული, ერთი ნიჭიერი ქართველი ბიჭის სიხარული, მთელი ერის საერთო-სახალხო სიხარულადაც იქცეს...

ამას დრო, მაგარი ხასიათი და ჟინი სჭირდება. და კიდევ ნიჭი, რომლის გარეშეც ამ ქვეყანაზე დიდი არც არაფერი შექმნილა და არც შეიქმნება. ნიჭი არის. დანარჩენები უნდა იყოს. დანარჩენების გარეშე მაგარი, საერთო-სახალხო ფეხბურთელი არ არსებობს.

არადა, როგორ აკლია დღეს საქართველოს ასეთები. მაგრად აკლია. სადავო, მაგრამ ჩემი პირადი აზრია - ქართულ ფეხბურთს დღეს ძალიან აკლია, აკლია კი არა, საერთოდ აღარ ჰყავს სახალხო ფეხბურთელები.

არადა, საქართველო ოდითგანვე ასეთების ქვეყანა იყო. ბაბუა მეტყოდა - ძველ დროში არ ვამბობდით, ფეხბურთზე წავიდეთო, ვამბობდით - წამო, ბორია ვნახოთო. მერე ბასაო, მიშაო, სლავაო, ყიფოო...

ჩემს თაობას ესენი არ მოესწრო. ჩემი თაობა მაინც ბედნიერია. ვინ იტყვის, რომ გიო, შოთი, ჯამარა და ასკა სახალხო ფეხბურთელები არ იყვნენ? ვინ იტყვის, რომ ხალხი მათ სანახავად არ დადიოდა სტადიონზე? ჩვენს თაობას სახლთან ახლოსაც ჰყავდა ლოკალური გმირები. დღემდე ვინახავ ზვიად ენდელაძის ავტოგრაფს და დღემდე მტკივა გული, რომ "ოქროს ბუცი" წაართვეს... დღეს აღარც ეს გმირებია და აღარც ის ოდინდელი ტკივილი. ფეხბურთიც აღარ არის.

ჩემს ჯეელობაში საქართველო ხშირად ვერ იგებდა, მწარე-მწარე წაგებებს კი წიწაკასავით ჩაგვჩრიდა პირში. სულ ვფიქრობდი, რომ ხუთი ბურთით წაგებას ერთი ბურთით მარცხი სჯობდა. ახლა სხვას ვფიქრობ. ჭირსაც წაუღია ანგარიში, ცეცხლშიც დამწვარა ტაბლო, ოღონდ გიოს ის გიჟური მარცხენა მაჩვენა, შოთას ეშმაკობები, ჯამარას გემრიელი ფეხბურთი, დემეს ფინტები და რა ვიცი, ათასი მაგარი, წარუშლელი მოგონება ჩემი ბავშვობიდან. ტკბილი ბავშვობიდან...

ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი თავი ერთ უცნაურობაში დავიჭირე. ადრე ბევრჯერ ყოფილა, საქართველოს ნაკრების წაგებას ისე გავუმწარებივარ, მეორე დღეს მაღალი ტემპერატურის გამო სკოლაში ვეღარ წავსულვარ. მომდევნო ერთი კვირა ხომ სულ კოშმარი იყო, ცხადში მოვლენილი აჩრდილივით დავდიოდი...

ახლა კი, თითქოს ზნე ვიცვალეო, მთლად არა და, მნიშვნელოვანწილად სულერთი გახდა ყველაფერი. როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, აქ სამი მიზეზი შეიძლება იყოს - პროფესიამ შთანთქა ემოცია, მეორეა ინდიფერენტულობა და მესამე - ძველის ნოსტალგია.

მე უფრო მესამე მიზეზისკენ ვიხრები. რომელ თქვენგანს არ დაუჭერია თავი ასეთ რამეზე - ესა თუ ის გუნდი თქვენთვის რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელთან ასოცირდება. წავა ის ფეხბურთელი და იმ გუნდის თამაშს ძველებური მგზნებარებით აღარ უცქერით ხოლმე.

როცა საქართველოს ნაკრებს, როცა შენს ქვეყანას ეხება საქმე, ასე არ უნდა იყოს. ეს ბავშვმაც იცის. მეც ვიცი. ვიცი და საკუთარ თავს ვებრძვი. ვაგებ. ჩვენ ყველას გვაქვს პატარა სისუსტეების უფლება. ჩვენ ხომ არაფერი გვაქვს საერთო ღმერთებთან...

სტადიონზე რომ მიდიხარ, იქ შენი ჯილა უნდა გეგულებოდეს. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - ვის სანახავად უნდა მივიდეთ დღეს სტადიონზე? ზემოთ რამდენიმე ჩამოვთვალე. ყველა თაობას ჰქონდა ბედნიერება, "ვინმეზე" ევლო. ეს თაობა მეცოდება. დღეს საქართველოში ასეთი ფეხბურთელი არ ჩანს. ხალხიც ერიდება სტადიონს...

არადა, უნდა გამოჩნდეს. უნდა გამოიძერწოს კაცი, ვინც ამ ურთულეს ჟამს ხალხს სტადიონისკენ წაიყვანს. წაიყვანს რაღაც მაგიური ძალით. კახა ცხადაძის მომავალ, ჯერაც ვირტუალურ ნაკრებში ასეთი კაცი ვაკო ყაზაიშვილი მგონია. მგონია, მაგრამ ამ ჩემს "მგონიას" წინ მრავალი "მაგრამ" და გამოცდა უდგას.

...პირველად ვნახე "ცქიფოს" ნაკრებში. ის ნაკრები მართლა მაგარ ფეხბურთს თამაშობდა - ქართულს რომ ვეძახით ხოლმე. რატომ მაინცდამაინც "ქართულს"? ეს სხვა თემაა. პატარა გადახვევა - ერთხელ, საქართველოს ახალგაზრდული ეთამაშება უკრაინას. გვერდით მყოფი მიმტკიცებს, ამათ ბურთზე ფეხს არ დავაკარებინებთო. წამოიღო ის წყეული ბურთი არტიომ მილევსკიმ, მთელი გუნდი მოატყუა და გაგვიტანა. მაინც ქართველები ვართ ყველაზე ტექნიკურები! მაინც და მაინც!

ჰო, ის "ცქიფოს" ნაკრები მართლა კარგი გუნდი იყო. ლიდერით - გიორგი ჭანტურიათი, თანალიდერით - ვაკო ყაზაიშვილით. მაშინ ჭანტურია მარტო იგებდა თამაშებს და საფეხბურთო თემი ლამის ოდენ გიორგიზე აფრენდა. ჭანტურია თავისთავად და, ვაკოს თამაშმა დამატყვევა - ბურთს მაგრად ათვინიერებდა, "დაფარულ" პასებს რამდენიმე კაცში აძვრენდა, ატყუებდა, უტყამდა...

ვაკო და მისი თაობის ბიჭები ბედნიერნი არიან - მათ კარიერის დასაწყისშივე ნახეს ევროპა, სულ მალე კი "ბებერ კონტინენტზეც" დამკვიდრდნენ კიდეც. ყაზაიშვილს არ ვიცნობ პირადად. ერთი ინტერვიუ მახსოვს, უფრო სწორად - ტელეინტერვიუ. იქ ვაკო ყაზაიშვილი მშობლიურ გურიაში გატარებულ უღრუბლო დღეებზე ჰყვებოდა.

მინდა, რომ ჩვენს საშინელ დროში, დროში, როცა ადამიანი ხშირად გაუაზრებლად მიისწრაფის მეგაპოლისებისა და იმ მეგაპოლისების შესატყვისი გონებრივი გარდაქმნისკენ, ვაკო უბრალო გურულ ბიჭად დარჩეს. იყოს თუნდაც "ვიტესში" და იყოს უბრალო ბიჭი.

მისი მთავარი ტვირთიც, მთავარი გამოცდაც ეს მგონია. ხალხს უყვარს უბრალოები. უბრალოები მაგრად თამაშობენ ფეხბურთს. მათ არ რჩებათ დრო ათასი საცდურისთვის, ასე რომ მომრავლდა დღეს.

ზედმეტად პურიტანულად კი გამოვიდა, მაგრამ ეს ოხერი ფეხბურთი სხვანაირად რომ არ გამოდის?!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

გუჯა კახაძე
ინდივიდუალიზმი და უბრალოება შერწყმული გუნდურობასთან. ადრე ქართველი ფეხბურთელი სრულყოფილებასთან ასოცირდებოდა, ამიტომაც გვიყვარდა სტადიონზე მისვლა.
paata
კაი კაცი ჩანხარ ჯიგარო ! წარმატებები !
paata
კაი კაცი ჩანხარ ჯიგარო ! წარმატებები !
gulshematkivari
კარგით რა!... გჯერავთ ზღაპრების
მუხა-1955
ჩვენი ნაკრების ხვალინდელი დღე!
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში