დღეს, ქართული ფეხბურთის ჭირსა და ვარამზე როცა ვსაუბრობთ, ხშირად მხედველობიდან გვრჩება ერთი და მთავარი...
დღეს, ქართული ფეხბურთის ჭირსა და ვარამზე როცა ვსაუბრობთ, ხშირად მხედველობიდან გვრჩება ერთი და მთავარი - ქართულ ეზოებსა და ქუჩებში ფეხბურთს თითქმის აღარ თამაშობენ, ან საერთოდ აღარ თამაშობენ.

ოცდათორმეტი წლის წინ პატარა ქალაქში დავიბადე. ჩემი ბავშვობა სხვა იყო, სხვა რეალობით. ჩვენ ხშირად ვეკიდეთ მატარებელზე, ქუთაისში ცივი პურისთვის რომ ჩაგვესწრო. ჩვენ სულ ერთად ვიყავით, ჩვენ არ გვქონდა კომპიუტერი. ჩვენში არ იყო დაყოფა კარგ და ცუდ ბიჭებად. ჩვენ მუდამ დაგვდევდნენ მშობლები, მაგრამ ჩვენ იშვიათად ვიყავით სახლში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რამეს ვაფუჭებდით.

ჩვენი მაშინდელი ცხოვრება ჩვენთვის არ ჩანდა მუქ ფერებში. ჩვენს მშობლებს კი მაგრად უჭირდათ. როგორი საქმეა - ორ წელიწადში ყველაფერი ხუხულასავით დაინგრა. შეშის ღუმელი არ მენახა, სანამ ცენტრალური გათბობა არ გამოირთო. ჩვენი მოხუცები იტყოდნენ, ქვეყანაც მაშინ დაიქცაო. მთლად მაშინ ალბათ არ დაქცეულა, მაგრამ ჩვენს ყოფაში რაღაც რომ შეიცვალა, მაშინ შევატყვე, 10 წლისა ქალაქის ცენტრალური ბაზრიდან ღუმელის მილებს რომ მოვათრევდი მამასთან ერთად.

ადამიანს ასაკი რომ ემატება, სენტიმენტებიც მძაფრობს. იმ დროზე დაუსრულებლად შემიძლია ვწერო. დიდხანს არ გაგრძელებულა ის დრო. ალბათ, ხუთი-ექვსი წელი. იმ დროს დღეს ბევრი წყევლის ჩვენში, მაგრამ ჩემთვის ის დრო ყველაზე მაგარი დროა. აბა, ბავშვმა გაჭირვებისა იმდენი რა იცის? თუ იცის, იოლად გადაიტანს ხოლმე.

ის დრო მართლა არასოდეს დამავიწყდება. არ დამავიწყდება, მაგალითად, ის, როგორ ვიმუშავეთ 1994 წლის ზაფხულში მთელი ერთი თვე უბნის ბიჭებმა იმის "ხათრით", რომ ნაღდი ტყავის ბურთი გვეყიდა და მერე მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები ჩვენს პატარა სტადიონზე გადაგვეტანა. მაშინ ჩვენს ქალაქში ფერადი ლითონების შეგროვების ბუმი იყო. მიწას თხრიდი და ვარგის ლითონს ვედროში აგდებდი. მერე "კეთილი ძიები" მოდიოდნენ და ის ლითონი ფულის ნაცვლად მიჰქონდათ.

მახსენდება, როგორ დავდევდით ბურთს გათანგულნი დილიდან საღამომდე. დღემდე არ მავიწყდება ჭის წყლის გემო, ბურთის დევნისგან დაღლილნი რომ დავეწაფებოდით ხოლმე. დედები გვეუბნებოდნენ, დაღლილზე ცივი წყალი არ შეიძლება, გული გაგისკდებათო. გული არავის გახეთქია, შეგონება კი შეგონებად დარჩა.

მაშინ პატარა ქალაქის ერთი პატარა სტადიონი სულ სავსე იყო. ორი გუნდი თამაშობდა, ოთხი-ხუთი კი ელოდა. ქაღალდი, კალამი და მიდიოდა ათასგვარი ცხრილების შედგენა. უფრო მეტად კი ისე იყო, რომ მოგებული სათამაშოდ რჩებოდა.

ახლანდელ ბიჭობას ალბათ გაეცინება. ბურთი რომ არ გვქონდა, ბუშტისმაგვარ, ლარიან ბურთს ზომაზე დავჩუტავდით. ის შედარებით მაგრდებოდა და ისეთი "გარჩევები" მიდიოდა, თქვენი მოწონებული...

ვთამაშობდით გუნდი გუნდზე, უბანი უბანზე, საძმაკაცო საძმაკაცოზე და თუ ვინმე რაიონებს შორის ტურნირის ჩატარებას მოაბამდა თავს, ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. არ ვთამაშობდით მხოლოდ მოგებისთვის. ხშირად ისეც ყოფილა, ანგარიში არ დაგვითვლია და ვერც ღამეს გავუჩერებივართ.

ჩვენს თამაშს სტადიონის წინ უბნის დიდობა უცქერდა. ის ბიჭები დღეს ჭაღარაშერეულნი ჩვენი უფროსი მეგობრები არიან. მაშინ ჩვენს შორის ასაკში სხვაობა იმაზე მეტად იგრძნობოდა, ვიდრე დღეს, თუმცა ისინი ჩვენთან თამაშს არ თაკილობდნენ. იმ თამაშებში მხოლოდ ფეხბურთს კი არა - წაგებას, ერთმანეთის გატანას და სიყვარულს ვსწავლობდით.

ახლა, როცა წლები გავიდა და როცა საბოლოოდ მივხვდი, რომ იმ დროს ვერაფერი დააბრუნებს, უფრო ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმ ამბებზე. მახსოვს თითქმის ყოველი დღე, მახსოვს, როგორ ეცემოდა ჩამავალი მზის სხივი ჩემს პატარა სტადიონს და გული საშინლად მტკივა.

გული მტკივა იმაზეც, რომ ჩემი მაშინდელი მეგობრები, დიდი თუ პატარა, ბევრი აღარ არის პატარა ქალაქში. ბევრი საქართველოში აღარ არის. ბევრი საერთოდ აღარ არის. ეს ცუდია. რთულიცაა. აღდგომა მიყვარს და აღდგომის მეორე დღე მკლავს - საფლავებზე გასვლის სევდას ვერ ავუდივარ...

ვთამაშობდით უბანში და ვთამაშობდით სკოლაში. ის რა დღე იყო, ფეხბურთის "მუღამში", სულ მცირე, ორი გაკვეთილი რომ არ გაგვეცდინა. არადა, ვერავინ იტყვის, რომ არ ვსწავლობდით ან მასწავლებლებს არ ვცემდით პატივს - უბრალოდ, ხშირად ფიზკულტურის გაკვეთილთან შელევა გვიჭირდა.

ახლა, როცა ჩემს ქალაქში ჩავდივარ (მადლობა ღმერთს - ხშირად!) გული მიკვდება, როცა ჩემს სტადიონზე საერთოდ ვერ ვხედავ ბავშვს, ან თუ ვხედავ, სულ - რამდენიმეს. ფეხბურთსაც ვეღარ თამაშობენ, ცოტანი არიან. მაქსიმუმ, "სტოპიატი" მოახლაფორთონ.

აღარც ბავშვია და ზოგადად, აღარც ხალხი. მოზრდილთა უმრავლესობა ქვეყნიდან, ქალაქიდან დრომ გააქცია. ზოგიც აღარ არის ცოცხალი, თუმცა ჯერ ისე არ გადავშენებულვართ, თუნდაც პატარა ქალაქის პატარა უბანში ათი ბავშვი რომ არ მოგროვდეს.

დროა, ვიყვიროთ, შევძახოთ, ვიბღავლოთ - ბავშვებო, გადით ეზოში! ამ დროს ვერასოდეს დაიბრუნებთ!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

zaza
magari statiaa ,simartles wer aleko
del piero 10
არადა ეზოში და უბანში ფეხბურთის თამაშში იწრთობა და იზრდება ბავში! ასე უფრო უშიშარი ხდება და ბევრსაც სწავლობს. სამწუზაროდ დღევანდელ საქართველოში ამ მხრივ უმძიმესი სიტუაციაა. ერთ-ერთი პრობლემა ის არის რომ ბავშვებს სტადიონები აღარ აქვთ ყველგან კორპუსებს აშენებნ... მეორე ის რომ ძალიან ცოტანი ვართ მომავალი თაობები და ბავშვები მითუმეტეს...მესამე ის რომ კომპიუტერის ფეხბურთმა შეცვალა ნამდვილი ფეხბურთი ბავშვებისთვის... აღარ გავაგრძელებ სხვა პრობლემებზე საუბარს.
puma
Droa azzrze movidet
goga
ამ კომპიუტერმა ხალხი დასვა სახლში, მარტო ბავშვებზე აღარაა ლაპარაკი კომპიუტერში თამაშობენ ფეხბურთს
baramia daviti
გეთანხმებით,დღეს ეს მართლა მძიმე პრობლეემა,სტადიონებზე ხალხი აღარ არის,ამ კომპიუტერმა მართლა გამოაშტერა ხალხი,პროსტა კომპიუტერსაც აქ თAვის პლიუსები და არ შეიძლება მთლად მაგას დააბრალო ყველაფერი.ჩემი აზრით მშობლებმა უნდა იზრუნონ მავშვის როგორც სულიერ ისე მის ფიზიკურ აღზრდაზე.უნდა შეუზღუდონ კომპიუტერით სარგებლობა და აიძულონ რო სპორტს მიზდიონ,მიუხედავად ესეთი განვითAრებისა ჩემითვის ფეხბურთი და ბურთი შეუცვლელი რამ არის და ამაზე დიდ სიამოვნებას არაფერი მანიჭებს და ის მახხარებს რო ყოველ საღAმოს კამანდა ვიკრებით და ჩვენსას ვისწორებთ,ქუჩის ფეხბურთი თAნდათAნ კვდება მაგრამ არა ვარკეთილში :)))))
misho
ნაღდად მასეა ჩემთან მაგალითად სამი სტადიონია ახლოს, მარა რათ გინდა არავინ აღარ თამაშობს. ადრე ჩემ დროს ოღონდ გვეთამაშა და სახლში საერთოდ არ შევიდოდით. ეს ქუთაისშია ასე და თბილისში ხო საერთოდ ცუდი მდგომარეობა იქნება
Gala
Martalia es katsi dges umetesoba bavshvebis kompiuters ari mijajuli da eG ufro damgupvelia vidre usaxsroba.
qartveli
საღოლ კაკაურიძე კაი სტატიაა..ბავშვობა გამახსენდა...სამწუხაროდ ის დრო აღარ დაბრუნდება,ესეთები წერე ხოლმე....
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს