ტიტულებითა და სილამაზით გამორჩეული სლოვენიელი გოგონა
ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (2014) და ორგზის მეორე პრიზიორი (2010); მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (2011, 2013, 2015) და ხუთგზის ვერცხლის პრიზიორი (2009, 2011, 2013, 2015); მსოფლიო თასის 26 ეტაპის გამარჯვებული. 2012-13 წლებში სეზონის საერთო ჩათვლის გამარჯვებული.

31 წლის სლოვენიელი სამთო მოთხილამურე ტინა მაზე გამოცდილებით და ტიტულებით ამ სახეობაში მსოფლიოში აღიარებული სპორტსმენია. მეტადრე ბოლო რამდენიმე წელია ნებისმიერ მნიშვნელოვან შეჯიბრებას ის ფავორიტის ამპლუაში ხვდება და რა თქმა უნდა, ხშირად ამართლებს კიდეც გაცემულ ავანსებს.

მაზეს მშობლიური ქვეყნის სპორტის ისტორიაშიც ოქროს ფურცელი აქვს დაწერილი - ის არის პირველი სლოვენიელი ოლიმპიური ჩემპიონი ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში. ოქროს მედალი, თანაც ორი, მან გასულ წელს სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.

ტინა გამორჩეული წარმატებით ასპარეზობს გიგანტურ სლალომში. საკუთარ კარიერაში მოპოვებული აქვს გამარჯვება ყველა, ხუთივე სამთო სათხილამურო დისციპლინაში. ასეთი შედეგი ამ სახეობის ისტორიაში მხოლოდ ექვს სპორტსმენს აქვს.

მაზე ხუთჯერ აღიარეს სლოვენიის საუკეთესო სპორტსმენად (2005, 2010, 2011, 2013, 2014). ტინა ამჟამადაც აქტიურად მონაწილეობს დიდ შეჯიბრებებზე, თუმცა თავს ვეტერანად მიიჩნევს და დიდხანს რომ აღარ გაჩერდება სპორტში, სოჭის ოლიმპიადის მერეც დაადასტურა, როცა გაამხილა, რომ ეს იყო სპორტსმენის ამპლუაში მისთვის ბოლო ოლიმპიური თამაშები.

ტინა მაზე სილამაზითაც გამორჩეულია. ტინას ფოტოებს ინტერნეტსივრცესა და ჟურნალ-გაზეთებში მრავლად მხოლოდ იმიტომ არ ვხვდებით, რომ ეს მოთხილამურე ქალბატონი ტიტულოვანია. არა, მაზე სილამაზის გამოც გამოაქვთ სხვადასხვა გამოცემების ყდებზე. თუმცა, მიუხედავად მცდელობისა, ჯერჯერობით ვერცერთმა ჟურნალმა ტინა თამამ ფოტოსესიაზე ვერ დაითანხმა. 31 წლის სლოვენიელი გოგონა მეტწილად თხილამურებსა და თოვლზეა კონცენტრირებული.

კარიერის გარიჟრაჟი

ტინა საწვრთნელ პროცესში ბავშვობიდან აქტიურად იყო ჩართული. მცირე მასშტაბებით გამარჯვებების მოპოვების შემდეგ ევროპულ და მსოფლიო ასპარეზზე გავიდა. მსოფლიო თასზე მისი დებიუტი 1999 წელს მშობლიურ სლოვენიაში, ქალაქ მარიბორში შედგა. მაშინ ჯერ მხოლოდ 15 წლის იყო და გიგანტურ სლალომში 32-ე პოზიცია იკმარა. პირველი ხელშესახები შედეგის მოსაპოვებლად ტინას სამწლიანი ლოდინი დასჭირდა.

2002 წელს იმავე მარიბორში და ასევე მსოფლიოს თასზე გიგანტურ სლალომში მეორე ადგილზე გავიდა. ზიულდენეში გამართულ მსოფლიო თასზე კი გიგანტურ სლალომშივე პირველი-მესამე ადგილები გაიყო კიდევ ორ მოთხილამურესთან ერთად. ეს იყო მისთვის პირველი გამარჯვება მსოფლიო თასზე, თუმცა წარმატება კონკურენტებთან გაიყო. საინტერესოა, რომ სამი მოთხილამურის მიერ იდენტური დროის ჩვენება ამ სახეობისთვის ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

2005 წელს მაზემ მსოფლიო თასის ეტაპებზე ისევ გიგანტურ სლალომში სამჯერ მოიპოვა გამარჯვება და ამდენჯერვე მესამე პოზიციაზე ვიხილეთ. ის მომდევნო სეზონებშიც აღწევდა ცალკეულ წარმატებებს მსოფლიო თასებზე, თუმცა სლოვენიელისთვის ყველაზე მრავალფეროვანი წარმატებებით დახუნძლული 2012-13 წლების სეზონი გამოდგა. მაშინ მან მსოფლიოს თასის 11 ეტაპზე არავის დაუთმო პირველობა. ხუთჯერ გაიმარჯვა გიგანტურ სლალომში, ორ-ორჯერ სლალომსა და სუპერკომბინაციაში, თითოჯერ სწრაფდაშვებასა და სუპერგიგანტში.

ოლიმპიური ტრიუმფი

ოლიმპიური სეზონი (2013-14) ტინამ მსოფლიო თასზე მოპოვებული ერთი გამარჯვებით (კორტინა დ"ამპეცო) დაიწყო. სოჭში კი ხუთივე დისციპლინაში შევიდა ათეულში, აქედან სწრაფდაშვებასა და გიგანტურ სლალომში პირველ ადგილებზე გავიდა, კომბინაციაში მეოთხე იყო, სუპერგიგანტში მეხუთე, ხოლო სლალომში მერვე.

სლოვენია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 1992 წლიდან გამოდის. ამ ხნის განმავლობაში ამ ქვეყნის სპორტსმენებს ხუთი ბრინჯაოს და ორ ვერცხლის მედალი ჰქონდათ მოპოვებული.

"მადლობა ღმერთს, ამ დღესაც მოვესწარით, როცა ჩვენი სპორტსმენის ხელშიც მოხვდა ოქროს მედალი", - წერდა მაზეს ჩემპიონობის შემდეგ სლოვენიური წამყვანი გამოცემა.

"რასაკვირველია, ასეთი შედეგი არაჩვეულებრივია იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ ორი მილიონია. ჩანს, სასპორტო სკოლებში კარგად გვასწავლიან. წინსვლაში საკუთარი მიზანდასახულობაც გვეხმარება. ადრე ჩვენს ერს არ ჰქონდა საკუთარი თავის ისეთი რწმენა, როგორიც ამჟამად გვაქვს და შედეგიც ამიტომ მოვიდა ახლა", - განაცხადა მაზემ სოჭში.

ტინა მონეტაზე

სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, მის სამშობლოში გამოუშვეს საფოსტო მარკა ტინა მაზეს გამოსახულებით. მასზე ტინა ორი ოქროს მედლითაა გამოსახული და მარკის ღირებულება 1,33 ევროა. თუმცა ეს არ ყოფილა მაზეს სახელზე მარკის გამოშვების პირველი შემთხვევა. ვანკუვერის (2010) ოლიმპიადაზე მოპოვებული ორი ვერცხლის მედლის შემდეგაც გამოვიდა სლოვენიაში მარკა მის პატივსაცემად. ოლიმპიური ჩემპიონობის მერე ტინა სლოვენიაში მონეტაზეც გამოსახეს.

ცოტა დააკლდა...

სამთო კურორტ ბივერ-კრიკში (კოლორადო, აშშ) ამ დღეებში დასრულდა სამთო სათხილამურო სპორტში რიგით 43-ე მსოფლიოს ჩემპიონატი. ტინამ კომბინაციასა და სწრაფდაშვებაში გამარჯვება მოიპოვა, სუპერგიგანტში კი მეორე იყო. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთი ჩემპიონატისას ხუთივე დისციპლინაში მედლის მოპოვება აქამდე მხოლოდ ერთმა ქალმა, ნორვეგიელმა ლასე კიუსიმ მოახერხა 1999 წელს.

სწორედ მისი რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობდა ტინა მაზე ბივერ კრიკში, მაგრამ სანუკვარ მიზნამდე ცოტა დააკლდა. მაზემ დასაწყისში სამივე ეტაპზე პოდიუმზე ასვლა შეძლო, მაგრამ გიგანტურ სლალომსა და სლალომში შესაბამისად მხოლოდ მეხუთე და მერვე ადგილები იკმარა. შეუტევს თუ არა ტინა 33 წლის ასაკში, 2017 წლის ამავე რანგის შეჯიბრებაზე კიუსის რეკორდს, ჯერ არ დაუდასტურებია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ტინა წლეულს მერვედ ასპარეზობდა. პირველად ამ შეჯიბრების პოდიუმზე 2009 წელს ვალ დიზერში გიგანტურ სლალომში ნაჩვენები მეორე შედეგისას დადგა. 2011 წელს გარმიშში ამავე დისციპლინაში ოქროს მედალი მიიღო, ხოლო კომბინაციაში მეორე იყო. 2013 წელს შლადმინგში უკვე კომბინაციასა და გიგანტურ სლალომში დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო სუპერგიგანტში ჩემპიონი გახდა.

მწვრთნელის სიყვარული

ტინა ცხოვრობს ჩრნა ნა კოროშკემში (სლოვენია) და ურთიერთობაშია 16 წლით უფროს საკუთარ მწვრთნელ ანდრეა მასისთან. მასი იტალიელია. ცნობილია, რომ ისინი ერთობლივი მუშაობის დაწყებისას შეყვარებულები არ ყოფილან, თუმცა იმან, რომ უმეტეს დროს სამუშაოდან გამომდინარე სწორედ ერთად ატარებდნენ, წყვილის პირადი ცხოვრებითაც დაახლოება გამოიწვია. შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ მასიმ განაცხადა, რომ ტინას მწვრთნელი ის აღარ იქნებოდა, თუმცა პირადი ურთიერთობის დასრულებაზე წყვილს აქამდე არაფერი უთქვამს.

სკოლაში სწავლის დროს ტინა პიანინოზე დაკვრასაც სწავლობდა და საკმაოდ რიგიანი მუსიკალური განათლებაც მიიღო. შარშან მან საკუთარი სიმღერაც ჩაწერა. სიმღერა ერთობ გულთბილად მიიღო, ცხადია, პირველ ყოვლისა მისმა თაყვანისმცემელმა და ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ მისი ქომაგი მისცემს კომპოზიციას My Way Is My Decision დადებით შეფასებას.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
მსოფლიოს თასი: ახალი ვარსკვლავი მოგებით იწყებს
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: მაზეს კოლექცია იზრდება
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ტინა მაზე კოლექციას აგროვებს
სამთო თხილამურები: ტინა მაზე სეზონს გამოტოვებს
სპორტული ოსკარები: აკადემიამ ნომინანტები დაასახელა