"სან დიეგო" მე-4-ზე გასულ "პეპერდაინს" მეოთხედფინალში შეხვდა
დუდა სანაძის "სან დიეგომ" დასანანი მარცხი იწვნია. ამერიკის სტუდენტური ლიგის "ვესტ ქოუსტის" კონფერენციაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და მე-5 ადგილზე გასული "სან დიეგო" მე-4-ზე გასულ "პეპერდაინს" მეოთხედფინალში შეხვდა.

პლეი ოფის თამაშები ტრადიციულად ლას ვეგასში იმართება. "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის საუკეთესო 8 გუნდი ნევადას შტატში შეიკრიბა და ჩემპიონის გამოსავლენი ბრძოლა გააჩაღა.

სამწუხაროდ, სანაძის გუნდმა მეოთხედფინალური რაუნდი წააგო, არადა, პირველი ტაიმის შემდეგ "პეპერდაინს" დამაჯერებლად - 24:18 უგებდა.

მეორე ნახევარში მეტოქემ თამაში გამოასწორა და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით - 50:47 იმარჯვა. სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 17 წუთი დაჰყო. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო და მოპოვებულ 5 ქულას 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაყოლა.

სანდიეგოელთაგან საუკეთესო შედეგი 11-11 ქულით ჯონი დიმ და ვასა პუსიკამ დააფიქსირეს.

"პეპერდაინი" ნახევარფინალში სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "გონზაგას" შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში "სან ფრანცისკოს" 81:72 მოუგო.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა