"ბებერ ქალბატონს" კონკურენტი აღარ ჰყავს
* ფინანსურ კრიზისში მყოფი "პარმა" მოედანს დაუბრუნდა.

*"მილანის" მწვრთნელ ფილიპო ინძაგის პოსტის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, მის დროებით შემცვლელად კი მაურო ტასოტი ან კრისტიან ბროკი განიხილებიან.

* "ლა რეპუბლიკას" ცნობით, "მილანის" აქციათა 25%-ს ტაილანდელი ბიზნესმენი ბი ტაეჩაობოლი 250 მილიონ ევროდ შეიძენს.

სერია A-ს 26-ე ტურის კალენდარი ისე გაწერეს, რომ ყველაზე გამორჩეულ მატჩებზე მომდევნო ნომრებში უნდა ვისაუბროთ. თუმცა იქამდეც გვაქვს ბევრი სათქმელი და მივყვეთ თანმიმდევრობით...

ეტო'ოს პირველი გოლი

"კალიარისთან" საშინაო შეხვედრაში "სამპდორია" ფავორიტი იყო და გაამართლა კიდეც ეს სტატუსი. გენუელებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს სარდინიელებს და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. შედეგად, "სამპა" ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა, "კალიარი" კი უფრო გამაგრდა გასავარდნ ზონაში და თუ ასე გააგრძელა, დაქვეითებას ვერ ასცდება.

სარდინიელთა კარში პირველი გოლი თავური დარტყმით ლორენცო დე სილვესტრიმ გაიტანა. აი, მეორე კი სამუელ ეტო'ოს ანგარიშზეა. კამერუნელმა ფორვარდმა მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარისაგან ახლო კუთხე დალაშქრა - ისიც ვთქვათ, რომ ამ ეპიზოდში "კალიარის" კარის დარაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა.

ასეა თუ ისე, ეტო'ომ სადებიუტო გოლი გაიტანა ახალი გუნდის შემადგენლობაში და შემდეგ ორიგინალურად აღნიშნა, როდესაც ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს ფოტო გადაუღო. მოკლედ, იტალიაში გოლის შემდეგ ფოტოს გადაღების ტრადიცია დამკვიდრდა.

სამუელ ეტო'ო კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც სარდინიელთა მეკარეს თასმა შეუკრა და სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების მქუხარე ტაში დაიმსახურა. კამერუნელს კარგი მატჩი გამოუვიდა, მისმა გუნდმა კი საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

"მილანის" ვარდნა გრძელდება

"მილანმა" "ვერონას" უმასპინძლა და ვერც ამ შეხვედრაში შეძლო სამი ქულის მოპოვება. არადა, ფილიპო ინძაგის შეგირდები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, რადგან მეორე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაუშვეს. თუმცა, სულ რომ მოეგოთ ინძაგის შეგირდებს, ამით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა - ფაქტია, რომ "როსონერი" საშინელ ფეხბურთს თამაშობს და არ იმსახურებს თუნდაც ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლას.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხი გოლი გავიდა, თამაში არცთუ სანახაობრივი იყო - ორმხრივი შეცდომები, ქაოსური შეტევები და საშუალოზე დაბალი ტემპი, რამაც ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების აღშფოთება, სტვენა და ობსტრუქცია გამოიწვია.

"მილანი" ბურთზე კონტროლის დაწესებას ცდილობდა და არაფრისმომცემი, განივი გადაცემებით დრო გაჰყავდა - ეს მაშინ, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, თუმცა ზედ მსაჯის საფინალო სასატვენის წინ სტუმრებმა მაინც გაქვითეს.

მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ პირველ ტაიმში ჯერ ლუკა ტონიმ შეაგდო თერთმეტმეტრიანი, ხოლო შემდეგ - ჟერემი მენეზმა, მეორე ნახევარში კი ორი არაფრით გამორჩეული გოლი ვიხილეთ - პანაიოტისის ავტოგოლი ფილიპ მექსეს აქტიურობას მოჰყვა, ნიკო ლოპესმა კი საშუალო დისტანციიდან ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

მატჩის შემდეგ ფილიპო ინძაგიმ შესაძლო წასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ კლუბის მესვეურები მის გათავისუფლებას გადაწყვეტენ, პოსტს თავაწეული დატოვებს; თუ არა და, შეეცდება, რომ ხარვეზები მომდევნო შეხვედრაში აღმოფხვრას. საინტერესო კომენტარი გააკეთა "ვერონას" ლიდერმა ლუკა ტონიმ:

"კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას ნამდვილად არ დავიწყებ, რადგან ეს მუდმივ სტრესში ცხოვრებას ნიშნავს. შეხედეთ ფილიპო ინძაგის, ზაფხულის შემდეგ ათი წლით მაინც დაბერდა. მინდა ფილიპოს გამძლეობა და წარმატება ვუსურვო".

იხილეთ ვიდეო

ისევ ფრე

"რომა" თავისას არ იშლის, არც იგებს და არც სხვას აძლევს სამ ქულას. ამჯერად, ფრე ვერონაში "კიევოსთან" და ლიდერთან მიახლოების კიდევ ერთი გაშვებული შანსი. დღეს კიდევ უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედაქალაქური გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოშორდა და ამიერიდან, "იუვენტუსს" ერთადერთი კონკურენტი ჰყავს - თვითონ "იუვენტუსი".

თუ მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა თამაშს თავი არ დაანებეს, ტურინულ გრანდს პირველობაში ვერავინ შეეცილება.

"კოევო" ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია, გადარჩენისთვის იბრძვის და ქულები ჰაერივით სჭირდება. ამად იყო, რომ "მფრინავმა ვირებმა" გაცილებით ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმეს, თითოეული მონაკვეთისთვის ბოლომდე იბრძოლეს და შეეძლოთ, მოეგოთ კიდეც.

მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა და არც ბურთის ფლობაში ჰქონდათ სტუმრებს დიდი უპირატესობა. მთლიანობაში, ფრე ლოგიკური შედეგი იყო.

სამწუხარო ინციდენტი მოხდა ამ შეხვედრაში, როცა რაჯა ნაინგოლანმა 19 წლის ფედერიკო მანტიელოს საზარელი ტრავმა მიაყენა.

"პარმამ" ითამაშა

"პარმამ" ითამაშა და ეს უკვე დიდი წარმატებაა. ამასთან, რობერტო დონადონის გუნდმა არ წააგო და ბერგამოს "ატალანტას" ორი ქულა დააკარგვინა. თამაში თანაბარი იყო, მომენტები ემილიელებსაც ჰქონდათ და შეეძლოთ, რომ დაბრუნება გამარჯვებით აღენიშნათ.

აქვე ვთქვათ, რომ ფინანსური პრობლემების გამო "პარმამ" ორი ტური გამოტოვა და ის მატჩები ჯერ კიდევ სათამაშო აქვს. თუმცა, კლუბის ფინანსური მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა და როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია.

მოკლედ, 26-ე ტურში, ძირითადად, ფრეები დაფიქსირდა, აი, უდინეში კი მასპინძლებმა უხვგოლიან შეხვედრაში იმარჯვეს. კრიზისში მყოფმა "უდინეზემ" აღმავლობის გზაზე მდგარი "ტორინო" დაჯაბნა, რასაც ბევრი არ ელოდა.

სერია A. XXVI ტური

7 მარტი

სამპდორია-კალიარი 2:0

გოლები: 1:0 დე სილვესტრი (33), 2:0 ეტოო (72)

სამპდორია (4-3-3): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - ასკუა (67. სორიანო), პალომბო, ობიანგი - მურიელი (59. ოკაკა), ეტოო (86. დუნკანი), ედერი

კალიარი (4-3-3): ბრკიჩი - გონსალესი (86. კაპიტელი), როსეტინი, კაპუანო, აველარი - დესენა (61. საუ), კრიშეტიგი (77. ჰუშბაუერი), კოსუ - ფარიასი, ლონგო, მპოკუ

გაფრთხილება: რომანიოლი, ასკუა - კოსუ

გაძევება: აველარი (82. კალიარი)

კუთხური: 7-1; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13-7 (4-4); ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 24 000

მილანი-ვერონა 2:2

გოლები: 0:1 ტონი (18-პენ.), 1:1 მენეზი (41-პენ.), 2:1 პანაიოტისი (47-ს. კ.), 2:2 ლოპესი (90)

მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - ბონერა, პალეტა, მექსე, ანტონელი - პოლი, მუნტარი, ბონავენტურა - მენეზი (90. დესტრო) - ჩერჩი (64. ჰონდა), პაცინი (77. ბოკეტი)

ვერონა (4-5-1): ბენუსი - სალა, მორასი, მარკესი (50. როდროგესი), პიზანო - იონიცა, პანაიოტისი, ალფრედსონი (62. ობადი), იანკოვიჩი (79. ლოპესი), ტალები - ტონი

გაფრთხილება: პოლი - ალფრედსონი, იონიცა, ლოპესი

კუთხური: 9-3; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8-5 (3-2); ბურთის ფლობა: 59%-42%

მაყურებელი: 30 000

8 მარტი

ჩეზენა-პალერმო 0:0

ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო, ლუკინი (50. ვოლტა), კრაინჩი, მაგნუსონი - ჯორჯი (76. პულცეტი), დე ფეუდისი,მუდინგაი - ბრიენცა - ჯურიჩი, დეფრელი (70. ალეჰანდრო)

პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, ტერცი, ანდელკოვიჩი - რიგონი, ბარეტო (89. ჩოჩევი), მატო (60. მარესკა), დაპრელა, კუაიზონი (68. ბელოტი) - ვასკესი - დიბალა

გაფრთხილება: ჯორჯი - მატო, ბარეტო

კუთხური: 5-3; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-10 (5-3); ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 15 000

კიევო-რომა 0:0

კიევო (4-4-2): ბიძარი - მატიელო (19. ბირსა), ცეზარი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ისკო, სკელოტო, ჰეტემაი, რადოვანოვიჩი - პალოსკი (65. მეჯორინი), პელისიერი (83. ბოტა)

რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, ასტორი, მანოლასი, კოული - პარედესი (61. ვერდე), კეიტა, ნაინგოლანი - ჟერვინიო, იტურბე (80. პიანიჩი), ტოტი (60. ლიაიჩი)

გაფრთხილება: დაინელი, ცეზარი, ჰეტემაი, ბირსა - ფლორენცი, ნაინგოლანი

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-9 (2-3); ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 12 000

ემპოლი-ჯენოა 1:1

გოლები: 0:1 ნიანგი (27), 1:1 ბარბა (66)

ემპოლი (4-3-1-2): სეპე - ლაურინი (78. სომა), რუგანი, ტონელი (66. ბარბა), მარიო რუი - ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე - საპონარა (75. ვერდი) - მაკარონე, ტავანო

ჯენოა (3-4-3): პერინი - რონკალია, ბურდისო, დე მაიო, - ედენილსონი (70. იძო), ბერტოლაჩი, რინკონი, ბერდიხი - ნიანგი (80. ბორიელო), პეროტი, იაგო (64. კუცკა)

გაფრთხილება: მარიო რუი, ვალდიფიორი - ბურდისო, ბერტოლაჩი

კუთხური: 9-6; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 7-9 (2-3); ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 16 000

პარმა-ატალანტა 0:0

პარმა (4-4-1-1): მირანტე - სანტაკროჩე, მენდესი, ლუკარელი, გობი - ვარელა (78. ლილა), მარიგა (46. კოდა), მაური, როდრიგესი - ნოჩერინო (70. გალოპა) - ბელფოდილი

ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - ბელინი, მაზიელო, ბენალუანი (50. კერუბინი), დრამე - კარმონა, ჩიგარინი, მილიაჩო - ემანუელსონი (85. დენისი), ბოაკე (46. დალესანდრო), პინილია

გაფრთხილება: ლუკარელი - დალესანდრო, პინილია

გაძევება: როდრიგესი (87. პარმა)

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 23-17; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 8-7 (2-3); ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 16 000

უდინეზე-ტორინო 3:2

გოლები: 0:1 კვალიარელა (15), 1:1 დი ნატალე (17), 2:1 მოლინარო (25-საკ. კარში), 3:1 ვაგუე (49), 3:2 ბენასი (69)

უდინეზე (3-5-1-1): კარნეზისი - პირისი, დანილო, ვაგუე (83. ბუბნიჩი) - ვიდმერი, ალანი, გილიერმე, პინცი (76. პინცი), პასკუალე (46. გაბრიელ სილვა) - კონე - დი ნატალე

ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, გაცი (63. ბენასი), ვივესი, ფარნერუდი (64. ელ ქადური), მოლინარო - მაქსი ლოპესი (67. ამაური), კვალიარელა

გაფრთხილება: პასკუალე, კონე, პინცი - გაცი, ბენასი

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 6-9 (4-5); ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 10 000

ნაპოლი-ინტერი 2:2

გოლები: 1:0 ჰამშიკი (51), 2:0 იგუაინი (63), 2:1 პალასიო (72), 2:2 იკარდი (87-პენ.)

ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - ენრიკე, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი - დავიდ ლოპესი, ინლერი - მერტენსი (73. დე გუზმანი), ჰამშიკი (80. გაბიადინი), კალეხონი (88. მესტო) - იგუაინი

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, რანოკია, ჟუანი (84. პუშკაში), დამბროზიო - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი (64. ერნანესი) - შაქირი - პალასიო, იკარდი

გაფრთხილება: მერტენსი - ჟუანი, გუარინი, ბროზოვიჩი

გაძევება: ენრიკე (86. ნაპოლი)

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 14-10(7-5); ბურთის ფლობა: 37%-63%

მაყურებელი: 45 000

იხილეთ ვიდეო

9 მარტი

ლაციო-ფიორენტინა 22:00

იუვენტუსი-სასუოლო 00:00

მომდევნო ტური

14 მარტი:

პალერმო-იუვენტუსი, კალიარი-ემპოლი

15 მარტი:

ჯენოა-კიევო, სასუოლო-პარმა, ატალანტა-უდინეზე, ვერონა-ნაპოლი, ინტერი-ჩეზენა

16 მარტი:

ტორინო-ლაციო, ფიორენტინა-მილანი, რომა-სამპდორია.

ბომბარდირები: 15 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 13 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი