ვენგერის ზავი და წითელი ღვინო ფერგიუსონთან
არსენ ვენგერი პრესას "არსენალის" ამჟამინდელ მდგომარეობაზე გაესაუბრა და გაახსენა, თუ რა სირთულეებთან და ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული ახალი სტადიონის აშენება და იქ გადაბარგება.

ფრანგი სპეციალისტი, რომელსაც კრიტიკოსები მოუმრავლდნენ და უკვე "მეთოფეების" ფანების ნაწილიც ითხოვს მის წასვლას, ოპტიმიზმს არ კარგავს.

"ხალხს ავიწყდება, რომ ჩვენი ამოცანა ახალი სტადიონის აშენება იყო, თან ისე, რომ პარალელურად ჩემპიონთა ლიგაში გვეთამაშა. ჩვენ ეს ყოველწლიურად გამოგვდის. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს "არსენალისთვის" ყველაზე რთული პერიოდი გახლდათ, მაგრამ ახლა გუნდი მყარად დგას ფეხზე. ადრე ძვირად ღირებული ტრანსფერების უფლებას თავს ვერ ვაძლევდით, ახლა კი ასე აღარ არის.

მოგება ყოველთვის გსურს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სხვა გუნდებისგან არც ისე შორს ვიყავით და კონკურენციას ვუწევდით. არადა, მათი რესურსი გაცილებით დიდი იყო" - აღნიშნა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალი" "ემირატებზე" 2006 წლიდან გადაბარგდა, ამ სტადიონის მშენებლობა კი 470 მილიონი გირვანქა დაჯდა. ზუსტად დაემთხვა ისე, რომ "მეთოფეები" მას მერე ტიტულს ვერ იგებდნენ და 9-წლიანი პაუზა წინა სეზონში დაარღვიეს, როდესაც ასოციაციის თასი დაისაკუთრეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ჰაიბერიზე" ლონდონელები თამაშს მიჩვეულნი იყვნენ და ამ სპეციფიკურ სტადიონზე თამაში მათი ერთგვარი უპირატესობაც იყო სხვა გუნდებთან შედარებით, მათ მაინც ძალიან უნდოდათ ახალი, თანამედროვე სტადიონის აგება, რაც მომავალში ფინანსურ სარგებელსაც გაზრდიდა, მაგრამ თავიდან პირიქით, პრობლემებს შექმნიდა და შექმნა კიდეც. ახლა კი, თუ ვენგერს დავუჯერებთ, გუნდი ისევ აღმასვლის გზას ადგას.

"მეთოფეთა" თავკაცს სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობაზეც ჰკითხეს. მათ შორის კონფლიქტები ხშირი გახლდათ, რაც არც არის გასაკვირი, რადგან სცენაზე რომან აბრამოვიჩის "ჩელსის" შემოსვლამდე კონკურენცია სწორედ "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის იყო. როგორც ჩანს, მუსიე არსენსა და სერ ალექსს ახლა მშვენიერი ერთიერთობა აქვთ.

"ფერგიუსონი? ახლა ძალიან მიხარია, როდესაც მას ვხვდები, იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე ადრე, რადგან ჩვენ გვქონდა ხოლმე რთული პერიოდები. თუმცა ბოლოს და ბოლოს მშვიდობამ დაისადგურა. ალექსი ყოველთვის ობიექტური არ იყო ხოლმე თავისი გუნდის დაცვისას; ალბათ, არც მე. ახლა კი ერთად ვტკბებით ხოლმე სადილით ან წითელ ღვინოს ვაგემოვნებთ" - განგვიცხადა ვენგერმა.

"მონაკოს" ყოფილი თავკაცი ახლა სწორედ ექსგუნდთან ორრაუნდიანი დუელის წაგებასთანაა ახლოს, მას მერე, რაც საშინაო შეხვედრა მონეგასკებთან 1:3 დათმო. პლუს, არც პრემიერლიგაში აქვს გარანტირებული ოთხეულში ადგილი, ჩემპიონობაზე ლაპარაკიც არ არის. ამიტომაც საუბრობენ მის შესაძლო გაშვებაზე, მაგრამ იგი ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს.

"ჩვენ არ ვიცით, რას გვიმზადებს მომავალი, ამიტომაც არის ცხოვრება საინტერესო. მე, როგორც ყოველთვის, ვიქნები ამ საქმეში და ყველაფერს გავაკეთებ ამ კლუბისთვის, რაც შემეძლება. მინდა გუნდი კარგ, ჯანმრთელ და მძლავრ კონდიციაში დავტოვო. ვგულისხმობ კარგ ფეხბურთელებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს და სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას, სამომავლო განვითარებისთვის. მე ამას გავაკეთებ, მერწმუნეთ.

მწვრთნელს, რომელიც ჩემ მერე მოვა "არსენალში", რაიმე სერიოზულის მიღწევის შესაძლებლობა ექნება" - პირობა დადო ვენგერმა.

ფრანგი "მეთოფეებს" სათავეში 1996 წლიდან უდგას. მან ამ პერიოდში გუნდს სამჯერ მოაგებინა პრემიერლიგა, 5-ჯერ ასოციაციის თასი და 5-ჯერაც სუპერთასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

emre
გენიოსია ეს კაცი! ამას მხოლოდ ფეხბურთის არმცოდნეები ვერ ხედავენ
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა