ევროპული კლუბების ქართველი ლეგიონერების გამოსვლა გასულ უქმეებზე

წელიწადი დიდებულად დაიწყო ლადო დვალიშვილმა, მან უკვე მეორედ ითამაშა იანვარში და 3 გოლი გაიტანა. ლადო ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ლეგიონერია, რომელმაც 2011 წელს გოლი გაიტანა. წინა ტურში ერთ გოლს წუხელ ჩვენებურმა დუბლი დაუმატა - ჰაიფას "მაქაბიმ" სტუმრად 3:1 მოუგო ფეთაჰ თიკვას "მაქაბის". ქართველმა 32-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, შეხვედრის ბოლო წუთზე კი გუნდის მესამე გოლიც გაიტანა. ახლა დვალიშვილს ლიგატ ჰა'ალში 8 გოლი აქვს გატანილი. "მაქაბიმ" კი 40 ქულით ლიდერობა დაიბრუნა.

2011 წელი კარგად დაიწყო კახა კალაძემ "ლაციოსთან" მატჩის შესახებ ინფორმაციას ამავე გვერდზე წაიკითხავთ, ჩვენ კი გუშინდელ მატჩზე გამცნობთ - "ჯენოა" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ჩეზენას". საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ახლაც 90 წუთი დაჰყო მოედანზე და კვლავ გამოირჩა უშეცდომო თამაშით. მატჩის შემდეგ ჩვენმა თანამემამულემ დაიჩივლა, რაც ლუკა ტონი გუნდიდან წავიდა, შეტევის ფაზაში გვიჭირსო, სხვა მხრივ კი გუნდი კარგად თამაშობსო: "იმედი მაქვს, სატრანსფერო ბაზარზე ახალ ფორვარდს შევიძენთ", - აღნიშნა "კალჩო მერკატოსთან" საუბარში კახამ. "ტუტო მერკატომ" კალაძეს "ჩეზენასთან მატჩში 6,5 ბალი დაუწერა. "მან კვლავ კარგად ითამაშა, მისი ზონიდან "ჯენოას" საფრთხე არ შექმნია", - წერს საიტი.

წლეულს პირველად ითამაშა ლევან მჭედლიძემ. მისი "ემპოლი" შინ "ვიჩენცას" 1:1 დაუზავდა, 20 წლის ქართველი თავდამსხმელი სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. "დატასპორტსმა" ჩვენებურს 5,5 ბალი შეფასება მისცა: "ძალიან მოძრავი და სწრაფი იყო, მაგრამ ხიფათი ვერ შექმნა".

ინგლისის ასოციაციის თასზე ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგმა" გათამაშებიდან პრემიერლიგის "ვესტ ბრომვიჩი" გამოთიშა - 1:0. სამწუხარო ისაა, რომ ქართველი მცველი მატჩის განაცხადშიც არ ყოფილა. "რედინგის" ოფიციალური საიტის ცნობით, მას ტრავმა აწუხებს. მანამდე ზურაბმა სასტარტოში ადგილი 22 წლის ალექს პირსთან კონკურენციაში დაკარგა და ბოლო 7 თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა. თასის მე-4 ეტაპზე "რედინგს" "სტივენიჯი" ერგო.

საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში "ლე მანმა" სტუმრად სუსტი "შაუვინი" დაამარცხა - 3:1. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც "ლე მანის" კარს დიდიე ოვონო იცავდა და არა მისი დუბლიორი გიორგი მაკარიძე.

ბერძნულ სუპერლიგაში გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისმა" წლეულს ორჯერ ითამაშა, ჯერ სტუმრად "ასტერასთან" 0:3 წააგო, შემდეგ კრეტაზე "ვოლოსს" ვერ მოუგო - 0:0. ორივე შეხვედრა ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა, წაგებულ მატჩში დაცვის ცენტრში, გუშინდელში კი მარჯვენა ფლანგზე.

ზამთრის პაუზა არ სჭირდება მზიან კვიპროსს, სადაც მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ლევან ქებაძის "ეთნიკოსი" სტუმრად "აპოლონს" დაუზავდა. ქართველმა ვეტერანმა 83-ე წუთამდე ითამაშა. მის ანგარიშზე საგოლე პასია. "ერმისი" შინ აელ-ს დაუზავდა - 0:0. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ლევან მაღრაძემ. "ეთნიკოსი" მე-8 ადგილზეა, ხოლო "ერმისი" ბოლოსწინა, მე-13-ზე.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა