კევინ დე ბრუინის გამჩერებელი გერმანიაში ვერ მოიძებნა
* "ბაიერნმა" მიმდინარე სეზონში 100 გოლი გაიტანა ოფიციალურ მატჩებში.

* "მაინცმა" შეწყვიტა სტუმრად 10-მატჩიანი მოუგებელი სერია და ბუნდესლიგაში მე-100 თამაში მოიგო.

* "შტუტგარტი" და "ჰანოვერი" 9 ტურია ვერ ახერხებენ მოგებას.

* "ლევერკუზენმა" ბოლო 5 ოფიციალური მატჩი მოიგო და არც ერთში გოლი არ გაუშვა.

* "კიოლნმა" ამ სეზონში მეშვიდედ ითამაშა 0:0.

* "ჰამბურგმა" მე-14 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა.

* "პადერბორნმა" ზედიზედ მეოთხედ და ბოლო 9 მატჩში მერვედ წააგო. ამ 9 მატჩიდან რვაში გოლი ვერ გაიტანა.

* კევინ დე ბრუინმა მეორე წრის 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგის მორიგი ტური ლიდერებისა იყო, რომლებმაც აუტსაიდერები იოლად დაიბრიყვეს და შესაბამისად, გათამაშების ცხრილის ზედა ოთხეულში ყველაფერი უცვლელი დარჩა...

ცენტრალურმა მატჩმა და გერმანული ფეხბურთის კლასიკად მონათლულმა დაპირისპირებამ არ გაამართლა მოლოდინი. "ბაიერნმა" არ შეიმჩნია "ვერდერის" წინააღმდეგობა, რომელსაც მეორე წრეში იმდენივე ქულა ჰქონდა დაგროვებული, რამდენიც რეკორდმაისტერსა და "ვოლფსბურგს".

ბრემენელებმა ვერ მიბაძეს "კიოლნსა" და "ჰანოვერს", რომლებმაც მეტ-ნაკლებად ბრძოლა გაუმართეს ლიდერს. თან "ბაიერნს" ეტყობოდა, რომ "ვერდერის" დასჯა სურდა ამ გუნდის სპორტული დირექტორის, თომას აიხინის სიტყვების გამო. სტუმრების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსაჯები "ბაიერნის" მიმართ ზედმეტად ლმობიერები არიანო.

"ვერდერმა" მხოლოდ საწყის წუთებში შეაწუხა "ბაიერნის" დაცვა და დებიუტანტი მეკარე პეპე რეინა, როცა ორი მომენტი შექმნა. ამის შემდეგ კი მთელი თამაში სტუმრები დომინირებდნენ. მათ არ ეტყობოდათ რობენისა და რიბერის არყოფნა, ხოლო ნოიერის შემცვლელი რეინას მზადყოფნის შემოწმება არ მოხერხდა, რადგან ესპანელს, პრაქტიკულად, ერთადერთი სახიფათო დარტყმის მოგერიება მოუწია.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ "ვერდერს" სერიოზულად დააკლდა დისკვალიფიცირებული ბომბარდირი ფრანკო დი სანტო. არგენტინელი მოედანზე რომც ყოფილიყო, მას უბურთოდ მოუწევდა სირბილი, რადგან "ვერდერს" ბურთი არ ჰქონია.

გოლები მიულერმა, ალაბამ და ლევანდოვსკიმ (ორჯერ) გაიტანეს. ალაბას გოლი მე-100 იყო წელს "ბაიერნისთვის" ოფიციალურ მატჩებში. რაც შეეხება ლევანდოვსკის, მან დაიწყო თავისი უშუალო მოვალეობის შესრულება - ბოლო ხუთ მატჩში ექვსი გაიტანა.

მიუნხენელებმა ზედიზედ მეათედ მოუგეს "ვერდერს", თან ბოლო ხუთ მატჩში 28 გოლი გაუტანეს.

ერთ-ერთი მთავარი მომენტიც აღვნიშნოთ - 126-დღიანი შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ფილიპ ლამი. და კიდევ, რეინა გახდა პირველი მეკარე და მეცხრე მოთამაშე ისტორიაში, ვისაც გერმანიის, ესპანეთის, ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატებში უთამაშია. მანამდე ეს გააკეთეს: ობაფემი მარტინსმა, მანიშემ, კრისტიან პოულსენმა, პიერ ვომემ, აბელ შავიერმა, იონ-დან ტომასონმა, გეორგე პოპესკუმ და ფლორინ რადუჩოიუმ.

იხილეთ ვიდეო

ჰუუბ სტევენსი, სავარაუდოდ, დღეებს ითვლის "შტუტგარტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ის მაშინ მოვიდა ამ გუნდში, როცა მის წინამორბედს, თომას შნაიდერს ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. ახლა ასეთივე სერია აქვს ჰოლანდიელ სპეციალისტს.

"შვაბებს" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ, მაგრამ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სრულ უნიათობას ავლენს. სწორედ ასე იყო "ლევერკუზენთან" მატჩში. მასპინძლებმა პირველ ნახევარ საათში ვერ ააწყვეს თამაში, მაგრამ შემდეგ მათი პირველი ორი ზუსტი დარტყმა საგოლე აღმოჩნდა და ანგარიში 2:0 გახდა.

თუმცა "ბაიერს" ნაადრევად გამარჯვებას ვერ მიანიჭებდნენ, რადგან პირველ წრეში შმიდტის შეგირდები 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვეს და ორი ქულა დაკარგეს.

თუმცა ახლა სხვა შემთხვევასთან გვქონდა საქმე. "ლევერკუზენი" ძალიან კარგ ფორმაში შევიდა და ზედიზედ მეხუთე ოფიციალური მატჩი მოიგო, თანაც ისე, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია. მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და "ატლეტიკოსთან" განმეორებითი მატჩის წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნეს. სხვათა შორის, როჯერ შმიდტის ხელმძღვანელობით, "ბაიერმა" პირველად მოიგო ზედიზედ სამი მატჩი ბუნდესლიგაში.

იხილეთ ვიდეო

გუშინ სეზონის რეკორდი დაამყარეს "ვოლფსბურგმა" და "ფრაიბურგმა" - მათ ჯამში 41 დარტყმა შეასრულეს, აქედან 25 "მგლებისა" იყო და მათგან 16-ში მიიღო მონაწილეობა კევინ დე ბრუინმა. სწორედ მან გახსნა ანგარიში და დაიწყო "ფრაიბურგის" განადგურება. შემდეგ ბელგიელის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი როდრიგესმა გამოიყენა, ბოლოს კი დე ბრუინმა არნოლდს გაატანინა. კევინს 37 ოფიციალურ მატჩში 36 ქულა (14 გოლი+22 პასი) დაუგროვდა. 22 შედეგიანი პასით ის საუკეთესოა ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ყველა ფეხბურთელს შორის.

კვირის მეორე მატჩიც საკმაოდ მხიარული გამოვიდა. "ლევერკუზენისა" და "ვოლფსბურგის" მსგავსად, არც "გლადბახმა" დაინდო კიდევ ერთი აუტსაიდერი "ჰანოვერი" და დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვებდა, უფრო მეტი გამართლება რომ ჰქონოდა. ლუსიენ ფავრის შეგირდებმა 23 დარტყმა შეასრულეს, მაგრამ მხოლოდ ორი გოლი იკმარეს და დაიბრუნეს ცხრილში მესამე ადგილი, რომელიც "ბაიერმა" პარასკევს დროებით ჩამოართვა.

ეს იყო, პრაქტიკულად, ცალკარა შეხვედრა. "ჰანოვერის" მეკარეს რონ-რობერტ ცილერს 60 შეხება ჰქონდა ბურთთან - უფრო მეტჯერ მხოლოდ მისი ორი პარტნიორი შეეხო ბურთს. მატჩის გმირი კი პატრიკ ჰერმანი გახდა, რომელმაც სეზონში მეორე დუბლი შეასრულა, სულ კი რვა დარტყმაში მიიღო მონაწილეობა.

"გლადბახმა" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, რადგან შემდეგ ტურში გარანტირებული არაფერი აქვს "ბაიერნთან" გასვლით შეხვედრაში.

ოთხმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ "დორტმუნდმა" ზედიზედ ორჯერ ითამაშა 0:0. თავად გუნდის ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა არ მოიწონეს თავიანთი თამაში და მომავალ მატჩებში უკეთესის სურვილი გამოთქვეს.

"კიოლნის" წინააღმდეგ "ბორუსიამ" სეზონში პირადი ანტირეკორდი დაამყარა - მხოლოდ ათჯერ დაარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით. აქედან ზუსტი ხუთი დარტყმა იყო, მაგრამ ისევ კარგად თამაშობდა "კიოლნის" მეკარე ტიმო ჰორნი.

მადრიდში გმირული თამაშის შემდეგ "შალკემ" ვერ შეძლო ბერლინში "ჰერტას" დამარცხება, რომელსაც ზედიზედ ექვსი წელია უგებდა და 13-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. "ჰერტა" აშკარად გამოცოცხლდა ახალი მწვრთნელის, პალ დარდაის ხელში. დედაქალაქურმა კლუბმა წელს პირველად არ წააგო ზედიზედ სამი მატჩი და ოდნავ რომ გამართლებოდა, "შალკეს" უქულოდ გაუშვებდა შინ, მაგრამ ჯოელ მატიპმა ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXV ტური

13 მარტი

ლევერკუზენი-შტუტგარტი 4:0

გოლები: 1:0 ვენდელი (32), 2:0 დრმიჩი (36), 3:0 ბელარაბი (50), 4:0 დრმიჩი (59)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (63. რაინარტცი), თოფრაქი, პაპადოპულოსი, ვენდელი, გონსალო კასტრო, როლფესი, ბელარაბი (63. ბრანდტი), ჩალჰანოგლუ, სონი, დრმიჩი (83. კისლინგი).

შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, შვააბი, ნიდერმაიერი, გ. საკაი (61. ჰლუშეკი), გენტნერი, სერეი დიე (64. რომეუ), კოსტიჩი (46. კიზევეტერი), მაქსიმი, ტიმო ვერნერი, გინჩეკი.

გაფრთხილება: ჰილბერტი, ვენდელი, ჩალჰანოგლუ - სერეი დიე, მაქსიმი, ჰლუშეკი

კუთხური: 3-4 ჯარიმა: 22-8 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 11(5)-9(5) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 29 384

14 მარტი

აუგსბურგი-მაინცი 0:2

გოლები: 0:1 ოკაზაკი (32), 0:2 კოო (89)

აუგსბურგი: ჰიტცი, ფოილნერი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, კორი (56. ჰოიბერგი), ბობადილია, ჰალილ ალთინთოფი (78. პარკერი), ტობიას ვერნერი, ჟი (46. კაიუბი).

მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, პარკი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, ჰოფმანი (21. კოო), მალი (90+2. სოტო), დე ბლასისი (63. ხარა), ოკაზაკი.

კუთხური: 4-2 ჯარიმა: 22-13 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 13(2)-12(7) ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 28 359

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 3:0

გოლები: 1:0 პოლანსკი (22-პენ), 2:0 პოლანსკი (81), 3:0 რუდი (87)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შრობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი, რუდი, შვეგლერი, პოლანსკი (88. სალიჰოვიჩი) ფოლანდი, რობერტო ფირმინო (86. შალაი), შიპლოკი (79. ელიუნუსი).

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ვესტერმანი (70. კაჩარი), კლებერი, ოშტრჩოლეკი (80. ჰოლტბი), ირაჩეკი, ბეჰრამი, ილიჩევიჩი, შტიბერი, გუაიდა (22. ადლერი), ოლიჩი.

გაძევება: დრობნი (20. ჰამბურგი)

გაფრთხილება: შვეგლერი - ილიჩევიჩი, ირაჩეკი

კუთხური: 9-6 ჯარიმა: 19-17 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 20(7)-10(3) ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 30 150

ჰერტა-შალკე 2:2

გოლები: 1:0 ბენ ჰატირა (21), 1:1 სანე (40), 2:1 ჰარაგუჩი (81), 2:2 მატიპი (90)

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი (77. ნიმაიერი), ლუშტენბერგერი (69. ჰარაგუჩი), ბენ ჰატირა (58. ჩიგერჩი), შტოკერი, ბეერენსი, კალუ.

შალკე: ველენროიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, ნოიშტედტერი, ბარნეტა, ჰიოგერი, ფუხსი, მაიერი (57. გორეტცკა), ლ. სანე (79. კ-პ. ბოატენგი), ჰუნტელაარი.

გაფრთხილება: ბენ ჰატირა, სკიელბრედი, ნიმაიერი - ფუხსი, ჰიოვედესი

კუთხური: 3-5 ჯარიმა: 18-16 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 13(5)-12(5) ბურთის ფლობა: 37%-63%

მაყურებელი: 59 156

ვერდერი-ბაიერნი 0:4

გოლები: 0:1 მიულერი (24), 0:2 ალაბა (45), 0:3 ლევანდოვსკი (76), 0:4 ლევანდოვსკი (90+1)

ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე, პრიოდლი, ვესტერგაარდი, გარსია (83. შტერნბერგი), ბარგფრედე, ფრიტცი, იუნუზოვიჩი, იოზთუნალი (63. ჰაიროვიჩი), ბარტელსი (90. კროოსი), ზელკე.

ბაიერნი: რეინა, ბენატია, ბოატენგი (83. დანტე), ალაბა, როდე, შვაინშტაიგერი, რაფინია (85. ვაიზერი), ბერნატი, გიოტცე (82. ლამი), მიულერი, ლევანდოვსკი.

გაფრთხილება: პრიოდლი, იუნუზოვიჩი, გარსია - რაფინია, ბენატია, ბოატენგი

კუთხური: 3-3 ჯარიმა: 19-15 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 6(3)-13(7) ბურთის ფლობა: 33%-67%

მაყურებელი: 42 100

აინტრახტი-პადერბორნი 4:0

გოლები: 1:0 მაიერი (27), 2:0 შტენდერა (42), 3:0 აიგნერი (55), 4:0 ვალდესი (82)

აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, სამბრანო (80. ანდერსონი), მადლუნგი, ოშჩიპკა, ჰასებე, შტენდერა (70. ფლუმი), აიგნერი, ინუი, სეფეროვიჩი (74. ვალდესი), მაიერი.

პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი, შტროდიკი, ჰიუნემაიერი, ჰარტერცი, ბაკალორცი, ვრანჩიჩი, ქოჩი (58. რუპი), მეჰა, კუტჩკე, ზაგლიკი (46. კაჩუნგა).

გაფრთხილება: შტენდერი, ვალდესი - შტროდიკი, ქოჩი, კუტჩკე, ჰიუნემაიერი, ლაკიჩი, კაჩუნგა

კუთხური: 9-3 ჯარიმა: 13-23 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 11(6)-8(3) ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 46 000

დორტმუნდი-კიოლნი 0:0

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, კირხი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, კელი, გიუნდოგანი, მხითარიანი (61. ბლაშჩიკოვსკი), კაგავა (61. კამპლი), როისი, ობამეიანგი (76. იმობილე).

კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მაროჰი, მავრაი, ჰექტორი, ფოგტი, ლემანი, პეშკო (83. შვენტო), რისე (90. ბრეჩკო), უჯა, დეივერსონი (74. ოსაკო).

გაფრთხილება: ობამეიანგი, შმელცერი

კუთხური: 5-2 ჯარიმა: 13-15 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 10(5)-7(2) ბურთის ფლობა: 63%-37%

მაყურებელი: 80 667

15 მარტი

ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 3:0

გოლები: 1:0 დე ბრუინი (19), 2:0 როდრიგესი (78-პენ), 3:0 არნოლდი (85)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, კლოზე, კნოხე, როდრიგესი, ლუის გუსტავო, გილავოგი, ვიერინია (79. არნოლდი), დე ბრუინი, კალიჯური (83. შიურლე), დოსტი (79. ბენდტნერი).

ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, ტორეხონი (46. ჰიონი), მიტროვიჩი, გიუნტერი, დარიდა (46. ჰიოფლერი), ზორგი, კლაუსი (83. შაჰინი), შმიდი, მეჰმედი, ფრანცი.

გაფრთხილება: - ტორეხონი

კუთხური: 5-5 ჯარიმა: 9-14 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 25(8)-16(5) ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 26 538

გლადბახი-ჰანოვერი 2:0

გოლები: 1:0 ჰერმანი (43), 2:0 ჰერმანი (75)

გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, შტრანცლი, დომინგემი, ვენდტი, კრამერი, ჯაკა, აზარი (80. ჯონსონი), ჰერმანი (88. ტრაორე), რაფაელი, მ. კრუზე (84. ჰანი).

ჰანოვერი: ცილერი, ჟოაო პერეირა, მარსელო, შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი (65. ანდრეასენი), სანე, ბრიანი, პრიბი (77. ია კონანი), კიიოტაკე, ხოსელუ.

გაფრთხილება: შტრანცლი

კუთხური: 2-5 ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 23(7)-7(1) ბურთის ფლობა: 60%-40%

მაყურებელი: 49 134

ბომბარდირები: 19 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 13 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ბას დოსტი (ვოლფსბურგი); 12 - ფრანკო დი სანტო (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური

20 მარტი:

ჰამბურგი-ჰერტა

21 მარტი:

ჰანოვერი-დორტმუნდი; ფრაიბურგი-აუგსბურგი; შტუტგარტი-აინტრახტი; კიოლნი-ვერდერი; პადერბორნი-ჰოფენჰაიმი; შალკე-ლევერკუზენი.

22 მარტი:

მაინცი-ვოლფსბურგი; ბაიერნი-გლადბახი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
"ტოტენჰემმა" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია