ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შვეიცარიული დასაწყისი

შვეიცარიული დასაწყისი

შვეიცარიელმა როფერ ფედერერმა კარიერაში 67-ე ტიტული, ყატარის დედაქალაქში, დოჰას ტურნირში გაიფორმა

ქალთა ტურისგან განსხვავებით, ATP-იმ ახალი სეზონი სამი ტურნირით დაიწყო და რა თქმა უნდა, ყველაზე წარმომადგენლობითი გახლდათ პირველობა დოჰაში, სადაც ორგანიზატორებმა ისევ შეძლეს მსოფლიოს პირველი ორი ჩოგანის - რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის ჩაყვანა. ამ დუეტს ემატებოდა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა და რუსი ნიკოლაი დავიდენკო, რომელიც კატარის დედაქალაქში შარშანდელ ტიტულს იცავდა.

ჩამოთვლილი ჩოგბურთელები პირველ ოთხ ნომრად იყვნენ განთესილები და ოთხივემ ნახევარფინალამდე გააღწია, თუმცა ლიდერებს გზად გარკვეული პრობლემები შეექმნათ. მაგალითად, ფედერერს საწყის წრეში ყველასთვის უცნობ ტომას სხორელთან პირველ პარტიაში სამი სეტბოლის მოგერიება მოუწია. იგივე დაემართა ცონგას გილერმო გარსია-ლოპესთან მატჩში, ხოლო ყველაზე მეტად საკუთარი გულშემატკივარი რაფაელ ნადალმა ანერვიულა. მეორე წრეში მისი მეტოქე იყო ლუკაშ ლაჩკო, რომელთანაც ესპანელმა მეორე სეტი დათმო, თანაც ისე, რომ ერთი გეიმიც ვერ მოიგო. ბოლოს რაფამ "მშრალი" ანგარიშით პარტია 2009 წელს როტერდამის ფინალში ენდი მიურეისთან წააგო.

ნადალის პრობლემებს ობიექტური მიზეზები ჰქონდა - რაფა ტურნირის მსვლელობისას გაცივდა და მძიმე პირობებში მოუწია თამაში. ყველაზე მეტად მისი მდგომარეობა ნახევარფინალში დავიდენკოს წინაღმდეგ დამძიმდა. ამის გამო ესპანელმა რუსს დოჰაში შარშანდელი მარცხისთვის რევანში ვერ აუღო. პირველი ჩოგანი პერიოდულად კარგ თამაშს აჩვენებდა, მაგრამ საერთო ჯამში სისწრაფეში ჩამორჩებოდა მეტოქეს. პირველი სეტი დავიდენკომ ერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, მეორეში კი საქმე "მშრალ" ანგარიშამდე მიდიოდა, თუმცა ბოლოს ნადალმა ორი გეიმი აიღო და "ღირსეულად" დამარცხდა - 3:6, 2:6.

ფინალში დავიდენკოს მეტოქე ფედერერი გახდა - შვეიცარიელმა ცონგასთან ნახევარფინალი ასევე ორ სეტში მოიგო. თუ დავიდენკოს ნადალთან შეხვედრებში დადებითი ბალანსი ჰქონდა, ფედერერთან მისი პირადი ანგარიში კატასტროფული იყო - 2:14.

გადამწყვეტ მატჩში რუსმა პირველი სეტის სტარტზევე მისცა მეტოქეს ბრეიკის გაკეთების შანსი. დავიდენკოს ამ პარტიაში როჯერის გეიმის აღების ერთი შანსიც არ ჰქონია - მოწინააღმდეგის მოწოდებაზე მაქსიმუმ ორ ქულას იღებდა. ბრძოლა მხოლოდ დავიდენკოს გეიმებში იყო. განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა მერვე გეიმი, სადაც კოლიამ ექვსი სეტბოლი გადაარჩინა, მაგრამ, როგორც კი ფედერერის მოწოდების ჯერი მოვიდა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

მეორე სეტი პირველისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მეტოქეები მეცხრე გეიმამდე ისე მივიდნენ, ერთმანეთს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაუთმეს. მაგრამ ამის შემდეგ დავიდენკოს ჩავარდნა დაეწყო - ზედიზედ ორი გეიმი ნულზე დათმო და საათსა და 20 წუთში ფინალი დასრულდა - 6:4, 6:3 ფედერერის სასარგებლოდ. ბრწყინვალე შვეიცარიელმა კარიერაში 67-ე ტიტული გაიფორმა.

ჩენაისა და ბრისბენის ტურნირები შემადგენლობითა და საპრიზო ფონდით დოჰას ჩამოუვარდებოდნენ. ამ ორიდან უფრო წარმომადგენლობითი იყო ბრისბენში გამართული პირველობა. აქ ATP-ის პირველი ათეულის სამი წევრი ჩავიდა - რობინ სიოდერლინგი, მოქმედი ჩემპიონი ენდი როდიკი და ფერნანდო ვერდასკო. სწორედ ვერდასკოს უკავშირდება საწყისი ეტაპების მთავარი სენსაცია. ესპანელმა პირველივე წრეში ბენჯამინ ბეკერთან წააგო. ასევე მოულოდნელობად უნდა შეფასდეს დენის ისტომინის მარცხი მეტიუ ებდენთან და მარდი ფიშის წაგება რადეკ შტეპანეკთან. თუმცა მეორე შემთხვევაში არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ შტეპანეკი შარშან აქ ფინალში გავიდა.

ტურნირის მთავარი აღმოჩენა კი სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი გახდა. გარკვეულწილად მას სატურნირო ბადის მხრივ გაუმართლა. ხირალდოსა და ლუჩაკის გარდა, კევინმა ფელისიანო ლოპესი დაამარცხა, რომელიც ტურნირის მსვლელობისას ავად გახდა. ასე მივიდა ანდერსონი ნახევარფინალამდე, სადაც როდიკი ელოდა. კევინმა სახელოვან ამერიკელს ერთი სეტი აართვა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო და გადამწყვეტ სეტში სერიოზული ბრძოლა არ ყოფილა. მეორე ნახევარიფნალში სიოდერლინგმა შტეპანეკი შეაჩერა.

ფინალში უმაღლესი განთესვის მქონე ჩოგბურთელები შეხვდნენ ერთმანეთს - მათი ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 3:2 იყო სიოდერლინგის სასარგებლოდ. შვედს მთელი ტურნირი სეტი არ ჰქონდა წაგებული და ამერიკელზე უკეთ მომზადებული ჩანდა. ფინალში მან მოწოდებაზე ბრწყინვალედ ითამაშა. მთელი მატჩის განმავლობაში ენდიმ მიღებაზე მხოლოდ ათი ქულის აღება შეძლო და ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ მოიპოვა. შვედმა კი მეტოქის მოწოდებაზე არაერთი შანსი მიიღო, თუმცა თითო სეტში თითო ბრეიკი მოიგო და ესეც საკმარისი აღმოჩნდა კარიერაში მეშვიდე ტიტულის მოსაპოვებლად - 6:3, 7:5.

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში პირველად ნომრად რეიტინგის მეექვსე ჩოგანი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი იყო განთესილი, სულ კი ბადეში ტოპ 50-ის მხოლოდ ექვსი ჩოგბურთელი ვიხილეთ. პირველივე წრეში სენსაცია მოხდა. მეორე ნომრად განთესილი და 2009 და 2010 წლების ტიტულების მფლობელი მარინ ჩილიჩი იაპონელ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა.

შარშანდელმა ფინალისტმა სტანისლას ვავრინკამ, რომელიც ცოტა ხნის წინ ცოლს გაეყარა, დროულად ვერ შეძლო განაცხადის შეტანა და ამიტომაც ორგანიზატორებს უაილდ-ქარდი თხოვა. პირველ წრეებში შვეიცარიელი არც ისე დამაჯერებლად თამაშობდა, მაგრამ შემდეგ ტემპს მოუმატა და ნახევარფინალში დამაჯერებლად დაამარცხა მთავარი ფავორიტი ბერდიხი - 6:4, 6:1. ფინალში მისი მეტოქე ჩენაის 2007 წლის ტრიუმფატორი ქსავიე მალისე გახდა. სტანისლასი აგებდა პირველ სეტს, მაგრამ დროულად მოუმატა თამაშს და პარტიის ბედი შემოატრიალა. მეორეში ნაადრევად წააგო საკუთარი მოწოდება და დაკარგული ვეღარ დაიბრუნა, სამაგიეროდ, მესამეში სრულად დომინირებდა და მეტოქისთვის მხოლოდ ერთი გეიმი გაიმეტა - 7:5, 4:6, 6:1. ვავრინკასთვის ეს იყო მესამე ტიტული კარიერაში და პირველი მას შემდეგ, რაც ცნობილ სპეციალისტ პეტერ ლუნდგრენთან დაიწყო თანამშრომლობა.

ATP

ExxonMobil Open

დოჰა (კატარი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 024 000 დოლარი

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 4) 6:3, 6:4.

Brisbane International

ბრისბენი (ავსტრალია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 372 500 დოლარი

ფინალი

რობინ სიოდერლინგი (შვედ, 1)-ენდი როდიკი (აშშ, 2) 6:3, 7:5.

Chennai Open

ჩენაი (ინდოეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 398 250 დოლარი

ფინალი

სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 3)-ქსავიე მალისე (ბელ, 7) 7:5, 4:6, 6:1.

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა

სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა

ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ

[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა

პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე