ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მოცურავემ, ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იან ტორპმა მაინც გადაწყვიტა დიდ სპორტში დაბრუნება.

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მოცურავემ, ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იან ტორპმა მაინც გადაწყვიტა დიდ სპორტში დაბრუნება. სპორტსმენის მენეჯერმა დეივ ფლესკასმა სააგენტო "როიტერს" მოუყვა, რომ ტორპმა უკვე დაიწყო ინტენსიური ვარჯიშები. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ოლიმპიადამდე დიდი გზაა გასავლელი, "ტორპედო" (ტორპის მეტსახელი) ძველებურად სიამოვნებას იღებს საყვარელი საქმისგან და არ გამორიცხავს 2012 წლის ზაფხულის თამაშებზე გამოსვლას. ამასთან, ავსტრალიელს აღარ აწუხებს მხარის ძველი ტრავმა.

ფლესკასმა ისიც დაამატა, რომ ამ მომენტისთვის ტორპი ყველაფერს აკეთებს საგაისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. ეს შეჯიბრი თებერვალში ან მარტში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 13-გზის რეკორდსმენმა და 11-გზის ჩემპიონმა აქტიური კარიერა 2006 წელს დაასრულა. 2010 წლის მარტში ავსტრალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტორპი აუზს დაუბრუნდა და მალე მას დიდ სპორტში ვიხილავთ, მაგრამ ავსტრალიური ცურვის ლეგენდამ მაშინვე უარყო ეს ჭორი. ახლა, როგორც ჩანს, მან სერიოზულად განიზრახა უმაღლეს დონეზე დაბრუნება.

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა