პირველი ეტაპი საინტერესო ციფრებში
დასრულდა მსოფლიოს ახალი ჩემპიონატის პირველი ეტაპი და ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ შემოგვთავაზა რამდენიმე საგულისხმო სტატისტიკური მონაცემი...

კვალიფიკაცია

- ლუის ჰემილტონი გახდა პირველი მრბოლელი ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვინც მელბურნში ოთხჯერ მოიპოვა პოული.

- "მერსედესმა" ზედიზედ მე-12 პოული მოიგო. გარდა ამისა, ეს იყო ზედიზედ მე-20 პოული "მერსედესის" ძრავებით აღჭურვილი მანქანებისთვის.

- ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეთორმეტე რბოლა დაიწყო სასტარტო ბილიკის პირველი რიგიდან. ზედიზედ მეცხრე რბოლაში "მერსედესის" პილოტები პირველ რიგში იდგნენ - ეს ფორმულა 1-ის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.

- "რედ ბულის" პილოტებს შორის კვალიფიკაციაში საუკეთესო დანიელ რიკარდო იყო, რომელმაც მეშვიდე ადგილი დაიკავა. ეს გუნდის უარესი შედეგია ავსტრალიის ტრასაზე 2008 წლის შემდეგ. ავსტრალიური ეტაპი ზედიზედ მე-20 იყო "რედ ბულისთვის" პოულის გარეშე.

- "მაკლარენის" ისტორიაში პირველად, გუნდის ორივე პილოტმა სასტარტო ბილიკის ბოლო რიგიდან აიღო სტარტი.

რბოლა

- ლუის ჰემილტონმა კარიერაში მეექვსე ჰეთ-თრიკი (პოული, მოგება, საუკეთესო წრე) შეასრულა. მან 34-ე რბოლა მოიგო ფორმულა 1-ში, რაც მეხუთე შედეგია ისტორიაში. მეოთხე ადგილზე მყოფ ფეტელს ბრიტანელი ხუთი მოგებით ჩამორჩება.

- ჰემილტონმა კარიერაში 21-ედ გაიარა რბოლაში საუკეთესო წრე, რითაც გაუთანაბრდა ფერნანდო ალონსოსა და გერჰარდ ბერგერს, რომლებიც შესაბამის რეიტინგში მე-11 ადგილზე არიან.

- ფორმულა 1-ში გატარებულ ცხრავე სეზონში ჰემილტონი მინიმუმ ერთი რბოლის მოგებას ახერხებდა. ასეთი შედეგი აქამდე არავის ჰქონია. მიხაელ შუმახერი 15 სხვადასხვა სეზონში იგებდა, მაგრამ ყველა ჩემპიონატში არ ჰქონია მინიმუმ ერთი გამარჯვება.

- ჰემილტონმა და როსბერგმა მე-12 დუბლი შეასრულეს და 30-ე გამარჯვება მოუტანეს "მერსედესს" ფორმულა 1-ში. მსგავსი დომინირება - ორივე მანქანის სტარტი პირველი რიგიდან, ორი საუკეთესო წრე, დუბლი და მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერობა - 37-ჯერ დაფიქსირდა ისტორიაში (917 გრანპრიში). გასულ წელს "მერსედესმა" ეს ორჯერ შეძლო - ბაჰრეინსა და იტალიაში.

- "მერსედესმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, რაც მეოთხე მაჩვენებელია ისტორიაში.

- სებასტიან ფეტელმა ზედიზედ 90-ე რბოლა ჩაატარა ავარიის გარეშე. მისი ბოლო ავარია, რამაც რბოლიდან გამოთიშვა გამოიწვია, 2010 წელს თურქეთში იყო. მაშინ გერმანელი თანაგუნდელ მარკ უებერს დაეჯახა.

- ფეტელმა შეწყვიტა "ფერარის" პოდიუმების გარეშე სერია, რომელიც უნგრეთის შარშანდელი გრანპრიდან გრძელდებოდა.

- ფელიპე ნასრმა არა მხოლოდ პირველი ქულები მოიპოვა ფორმულა 1-ში, არამედ საუკეთესო ბრაზილიელი დებიუტანტი გახდა - ის მეხუთე მივიდა ფინიშთან.

- მარკუს ერიქსონი პირველი შვედი გახდა, ვინც ქულები მოიპოვა 1989 წლის პორტუგალიის გრანპრის შემდეგ. მაშინ მესამე მივიდა ფინიშთან სტეფან იოჰანსონი.

- "ზაუბერმა" შეწყვიტა 19-რბოლიანი სერია, რომლის განმავლობაში ქულების დაგროვებას ვერ ახერხებდა.

- პირველად კიმი რაიკონენის "ფერარიში" დაბრუნების შემდეგ, ფინელმა ვერ დაასრულა რბოლა მექანიკური პრობლემების გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!