ავთანდილ ქსანტოპულოსი იმ დაკავებულ 10 ქართველ შორის მოხვდა, რომელიც ბინების ორგანიზებულად ძარცვაში მონაწილეობდა
ფოტოზე: მარჯვნივ ავთანდილ ქსანტოპულოსი

25 თებერვალს ევროპაში კიდევ ერთხელ ჩატარდა ქართველთა მასობრივი დაკავება. მათ წინააღმდეგ ამჯერად საბერძნეთის პოლიციამ გაილაშქრა, რომელმაც 10-კაციანი ჯგუფი დააკავა - 4 ქალი და 6 ვაჟი. მათ ატიკას პერიფერიაში ბინების ორგანიზებულად ძარცვა ბრალდებათ.

ატიკა ერთ-ერთია იმ 13 პერიფერიიდან, საბერძნეთის რეგიონალურ ადმინისტრაციულ ერთეულს რომ წარმოადგენენ. იგი შუა საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მოიცავს და 4 მილიონამდე კაცი ცხოვრობს, უმთავრესად - ელიტა; რეგიონის მნიშვნელობას კი იოლად მიხვდებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მის შემადგენლობაში შედის დედაქალაქი ათენი.

როგორც ბერძნული წყაროებით გავრცელებული ცნობებით ირკვევა, ქართველები სწორედ ამ პერიფერიაში მუშაობდნენ მომვლელებად და თავიანთი დამქირავებლები გაძარცვეს.

ბერძნული მედიის ცნობით, მომვლელი ქალბატონები დაკავებულ მამაკაცებს აწვდიდნენ ცნობებს მათი დამქირავებლების ქონების, სახლის შიდა განლაგების და ძარცვისთვის აუცილებელი სხვა დეტალების შესახებ.

ამის შემდეგ სახლების გაძარცვა დროის საქმე იყო, თუმცა ცოტა უცნაურია, რომ ქართველებს ჯერჯერობით მხოლოდ ორ ფაქტზე ედავებიან. გაქურდულნი არიან 74 და 83 წლის მოხუცები, რომელთა სახლებიდან წაღებულია 5 600 ევრო. ამათგან პირველი ფაქტი მიმდინარე წლის 19 იანვარსაა ჩადენილი.

ბერძნული წყაროები მიუთითებენ, რომ დამნაშავეები ძარცვისას იყენებდნენ საძილე საშუალებებს, თუმცა მათი მხრიდან ძალადობა-მუქარაზეც საუბრობენ.

სამწუხაროდ და სავალალოდ, უცხოეთში გადახვეწილ ქართველთა მასობრივი დაკავებები აღარ გვიკვირს და სპორტული გაზეთი არც ამ ფაქტს მიაქცევდა გამორჩეულ ყურადღებას, რომ არა ერთი გარემოება - დაკავებულთა შორისაა ცნობილი სპორტსმენი, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ავთანდილ ქსანტოპულოსი, ქართული გვარით - მგელაძე.

ავთანდილ მგელაძე წარმოშობით ქუთაისელია და ადრევე წავიდა საქართველოდან - 90-იანი წლების შუა ხანებში, თუმცა ქართველ ფალავნებთან ყოველთვის მეგობრობდა და მაგალითად, ემზარ ბედინეიშვილთან, ვინც იმავე წლებში ჭიდაობდა, ნათელ-მირონობაც აკავშირებთ.

ის 97 კილოგრამში გამოდიოდა ლუკა კურტანიძესთან ერთად და არაერთხელ შეხვედრია საჭიდაო ხალიჩაზე. ქსანტოპულოსის ყველაზე დიდი მიღწევა ზემოხსენებული ბრინჯაოს მედალია, რომელიც ევროპის პირველობაზე 1998 წელს მოიპოვა ბრატისლავაში.

სხვათა შორის, მაშინ მას კურტანიძემ მოუგო, ვინც მერე ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ქსანტოპულოსს ამის შემდეგაც რამდენჯერმე შეეძლო, მინიმუმ, ბრინჯაოს მედლის მოპოვება - მომდევნო წელსვე მსოფლიოს ჩემპიონატზეც იჭიდავა მესამე ადგილისთვის, მაგრამ პოლონელ მარეკ გარმულევიჩთან დამარცხდა; 2000 წელს ევროპის პირველობაზე ბრინჯაოსთვის შეხვედრა უკრაინელ ვადიმ თასოევთან წააგო; 2002 წელს თეირანში კიდევ ერთხელ დამარცხდა თასოევთან, ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის პაექრობაში, თუმცა მანამ კურტანიძესთანაც დათმო შეხვედრა და მერე ჩვენებური პირველად გახდა პლანეტის ჩემპიონი...

ამის შემდეგ გაბერძნებულმა ქართველმა რამდენიმე წელიწადს კიდევ იჭიდავა, თუმცა ეს ინერციით სვლას ჰგავდა, რადგან პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე მედალს მეტად აღარ მიახლოებია. მან ბოლოს 2007 წელს იჭიდავა და რაკი პეკინის ოლიმპიადის საგზური ვერ მოიპოვა, 36 წლისა საბოლოოდ დაემშვიდობა სპორტს.

თუმცა ქსანტოპულოსს კიდევ ერთი მიღწევა ჰქონდა, ოღონდ - უმედლოდ, რამაც საბერძნეთში სახელ-დიდება, მატერიალური კეთილდღეობა და წარმატება მოუტანა - ის 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილზე გავიდა, რისთვისაც პრემიალური თანხების გარდა, სიცოცხლის ბოლომდე პენსია მიიღო, თვეში 1500 ევრო, რასაც სამხედრო ჩინიც დაემატა და, შეიძლება ითქვას, ხელისგულზე ატარებდნენ.

სხვათა შორის, სიდნეიში მან ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე გიორგი ტორჩინავას და ძალიან ძლიერ ირანელ ალირეზა ჰეიდარის მოუგო, თვითონ კი მომავალ ჩემპიონთან, ჩვენთვის ავადსახსენებელ დაღესტნელთა ავარელ საგიდ მურთაზალიევთან დამარცხდა, რაც დიდწილად მსაჯთა არაობიექტურობამ განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ სიდნეიში ავარელმა კურტანიძესაც მოუგო, ოღონდ - უმეტესად კარატეს და ქუჩური ჩხუბის ფანდებით, რაზეც არბიტრებმა უნამუსოდ დახუჭეს თვალი.

როგორც ვთქვით, ქსანტოპულოსი ხშირად ხვდებოდა კურტანიძეს და იმ წლებში მისთვის ერთ-ერთი სერიოზული კონკურენტიც იყო.

მართალია, არა უმთავრესი, როგორც ზემოხსენებული ავარელი, ცოტა არ იყოს და, შავბნელი წარსულის მქონე მურთაზალიევი ან ცოტა მოგვიანებით რუსთა სხვა ფალავნები - ოსი ჰაჯიმურატ გაცალოვი და ჩვენი თანამემამულე გიორგი გოგშელიძე, იგივე ჰეიდარი ან თუნდაც გარმულევიჩი, მაგრამ იმ კატეგორიის მეტოქეთა შორის ნამდვილად გადიოდა, ვისთან მოდუნებაც არ შეიძლებოდა.

კურტანიძეს მასთან არც წაუგია, მაგრამ ისეც არ იყო საქმე, თითქოს ცალი ხელით უგებდა.

ვგონებთ, იმავე 1998 წლის ევროპირველობაზე ერთი სახალისო შემთხვევაც მოხდა - ქსანტოპულოსს ჩვენი მწვრთნელების მითითებები რომ არ გაეგო, ესენი იმხანად სამწვრთნელო შტაბში შემავალი დავით ხურციას მეშვეობით კურტანიძეს მეგრულად აძლევდნენ მითითებებს (ორივე სოხუმელია და მეგრული კარგად იციან).

სამწუხაროდ, ბერძნული საინფორმაციო წყაროები არაფერს იუწყებიან ზემოაღნიშნულ ძარცვებში ჩვენებურის როლის ან ამ ორგანიზებულ ბანდასთან (თუ მართლაც ასე იყო) მის კავშირზე. არადა, ცოტა გასაკვირია, რაში დასჭირდა ძარცვა და ქურდობა საქვეყნოდ ცნობილ კაცს, ვისაც არც მატერიალურად უჭირდა. კაცს, ვისაც გარანტირებულად ჰქონდა 1500-ევროიანი პენსია (ალბათ, სხვა შემოსავალიც ექნებოდა), რაში სჭირდებოდა სულ რაღაც 5 600-ზე ხელის გასვრა და ამ ყველაფრის სასწორზე შეგდება? თან, ეს 5 600 ევრო ხომ მარტო მისი არ იქნებოდა!

ნამდვილად ვერ ვამტკიცებთ, ეს გაუგებრობაა თუ - რეალობა, მაგრამ მისი დამნაშავეობისა არც იმ ქართველ მოჭიდავეებს სჯერათ, მასთან ნაცნობობა რომ აკავშირებთ. არაოფიციალური ხმებით, მას ძველი ანგარიშები ჰქონდა დაკავებულ ქალთაგან ერთ-ერთთან და ეს ყველაფერი მან მოუწყოო, თუმცა ამაზე თავს ვერ დავდებთ.

ზოგადად, მსოფლიოს სპორტის უახლეს ისტორიას ახსოვს ფაქტები, როცა დაპატიმრებულ ათლეტებს დანაშაული არ დაუმტკიცდათ.

მაგალითად ძიუდოში ესტონელთა ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი, მძიმეწონოსანი ინდრეკ პერტელსონიც გამოდგება, რომელიც დიდძალი თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე თვეში საქმე შეწყდა და გამოუშვეს. ვნახოთ, გაუმართლებს თუ არა ამგვარად ქსანტოპულოსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

goga123
4- ქალი და 6 ვაჟი მომეწონა)))))))). სამშობიაროში იყვნენ?))))))
giorgi222
4 ქალი და 6 ვაჟი- მომეწონა)))))). სამშობიაროში იყვნენ?))))))))
koki
ქართველი სადაც მოხვდა, ყველგან, ბოდიში და ..... გამონაკლისებიც არის, რა თქმა უნდა.
gio
საბერძნეთში საქართველოს გაჭირვებას გაექცა ნახევარი საქართველო ლუკმა პურის საშოვად..ეხლა კრიმინალების ხროვა ჩაეთრა იქ და იმდენს იზავენ სანამ დედაბუდიანად არ გამოყრიან ამ გაუბედურებულ ხალხს...შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებ და ვურჩევ იქაურ მენტებთან რაიმე დიდი ოპერაცია ჩაატარონ და ეგ ხორცმეტები იქედანაც გაყარონ სადმე ნიკარაგუაში
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს