აჭარაში სტადიონს ესპანური კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ააშენებენ
სამ წელიწადში ბათუმს ახალი სტადიონი ექნება. 22-წევრიანმა სპეციალურმა კომისიამ საბოლოო არჩევანი ესპანურ პროექტზე შეაჩერა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამარჯვებულად ესპანური კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT-ი დაასახელა.

იხილეთ ღონისძების ფოტოები

პროექტის ღირებულება 579 000 ლარია. გამარჯვებული პროექტის მიხედვით, დაახლოებით 9 ჰექტარი მიწის ათვისება მოხდება. სტადიონის ფართობი მოიცავს 39 000 კვ.მეტრს, საცალფეხო გზას დაეთმობა 42 100 კვ.მეტრი, ხოლო ფრენბურთის პავილიონს - 3 600 კვ. მეტრი.

პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ფრენბურთის მოედანი, სპორტული ტერიტორია, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო პუნქტები; ასევე, გამოყოფილი იქნება VIP და მედიის სამუშაო ადგილები, სპეციალური ტერიტორია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის.

სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა, შესაძლებელი იქნება კონცერტებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა.

სტადიონის დიზაინში ტალღოვანი ზოლები, დაკლაკნილი ხვეულებით მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს ასახავს. სტადიონი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშების ფერებშია. იგი უეფასა და ფიფას სტანდარტებს უპასუხებს.

სტადიონი, მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობით, IAAF-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სტადიონის ავტოსადგომი 2000 მანქანას დაიტევს. ფეხბურთის სტადიონზე შეჯიბრებები არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ მძლეოსნობასა და ფრენბურთშიც ჩატარდება.

კონკურსში სულ 11 კომპანია მონაწილეობდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბათუმის სტადიონის 11 საკონკურსო პროექტი

zaza
ყველაზე მეტად ესპანური მომწონდა,მაგრამ ავღნიშნავნი რომ შიგნით ხედს ვერ ვხედავ.ვნახე და აღარ მომწონს!ძალიან შორსაა ტრიბუნები საფეხბურთო გაზონიდან!!!ძალიან ცუდი ხედვა იქნება ფეხბურთის და პრაქტიკულად არცერთი ადგილი არ ვარგა ფეხბურთის ქომაგისთვის,ხოლო პირველი რიგებში ბილეთის მფლობელი ფეხბურთს ფაქტიურად დაესწრება(განსაკუთრებით კარებებს უკან ტრიბუნაზე მჯდომი!ახლო კარებთან მანძილი 70 მეტრამდე იქნება,მეორე კარებამდე -200 მეტრამდე!)...ამ პროექტს ჯობდა თბილქალაქპროექტის და ადს-ის.მათ პროექტებში როგორც ჩანდა კარს უკან ქვედა რიგები არ არსებობდა(როგორც დინამოზე)..... -რა უბედურებაა სკამებზე დროშის გამოსახვა?ჯვრებზე დაჯდომა მიღებულია?ან ეს სიჭრელე რა უბედურებაა?!ვინ შემოიღო?ერთ ფერებში არ ჯობია?ნახეთ ევროპის სტადიონები!აბსოლიტურად ლურჯია სტემფორდ -ბრიჯი,დრაგაუ(პორტოს),ევერტონის,სანტიაგო ბერნაბეუც ლურჯია(თუმცა რეალის ფორმა თეტრია!)....აბსოლიტურად წითელია ემირეიტსი,უემბლი,ენფილდი... -ძველ ქართულ არქიტექტურაში(ეკლესია-მონასტრების) უცხოელები აღნიშნავდნენ ასკეტურობის(!) და სინატიფის შერწყმას,სწორ ხაზებს...წაიკითხეთ ბრადტის,,პუტეშესტვენნიკ პო გრუზიი,,...დინამოზეც ლურჯთან ერთად თეთრ სკამებსაც(30%-ს) უმატებენ...სტემფორდ-ბრიჯზე და დრაგაუზე იარუსთა ბორდიურებიც კი ლურჯია !ერთ ფერში!უზბეკურ-სპარსულ-აზიური სიჭრელე ჯობია???
feodali
საერთოდ სარბენი ბილიკებით სტადიონები ევასებოდათ იმპერიული-ფეოდალური აზროვნების დიქტატორებს-სტალინს,ჰიტლერს(ბერლინის),მუსოლინის(რომის)....აღლუმებისთვის!პიარისთვის!
zaza
სარბენი ბილიკების გარეშე უფრო იაფი დაჯდებოდა.შეიძლებოდა ცალკე სარბენი ბილიკები მარტივი ტრიბუნით 3-5 ათასზე (არც იყო საჭირო)....დიდი განსხვავება ნამდვილად არ იქნებოდა.ფეხბურთის ქომაგიც სუფთა საფეხბურთოზე ცოტა მეტიც დაესწრებოდა და ეს შემოსავალი იქნებოდა
akhali
სუფთა საფეხბურთო სტადიონის აშენების შემთხვევაში,ნაკრების თამაშზე ბათუმში ჩავიდოდი,დაწმუნებული,რომ ნებისმიერი ბილეთით სულ მცირე ნორმალური ხედვა იქნებოდა ფეხბურთის!ამ სტადიონზე არანაირად არ ჩავალ ნაკრების თამაშზე,არ ვარ დარწმუნებული,რომ ის 2-3 ათასი ნორმალური ხედვის მქონე(ცენტრ.ტრიბუნებზე ზედა რიგებში) ადგილზე შემხვდება ბილეთი.აჯობებს ტვ-ში!რამდენი ქომაგი ფიქრობს ჩემსავით და რამდენი შემოსავალი დაიკარგება?
akhali
20ათასიან სტადიონზე რეალურად 2-3 ათასია (ცენტ.ტრიბუნების ზედა რიგებიდან)ფეხბურთისთვის კარგი ხედვით... რა უბედურებაა ეს ჭრელი ტრიბუნები?!
ako
Ra frenburti?
kaxa
რა გაატრაკეთ საკმე სარბენი ბილიკები რო არ ქოდესო მაგარი იქნებაო ვაბშე სპორტის გაგებაში არ ხართ რომელი სპორტია სირბილის გარეშე ტქვენ უვიცებო
fanat
სარბენი ბილიკები აქვს სამწუხაროდ და ამაზე მწყდება ყველაზე მეტად გული, არ არის სუფტა საფეხბურთო სტადიონი,თუმცა ამხელა ქალაქში სულ უსტადიონბას ეს ჯობია
ასლანი
რამდენს იტევს და რა ჯდება
Gala
Gvainteresebs ra upiratesoba qonda agnishnul proeqts da romeli kompania aashenebs stadions.
Merabi
აშკარად ჩანს წმინდა საფეხბურთო სტადიონია. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთები.საფეხბურთო გარემო გაზრდის კარგ ფეხბურთელებს
Khoperia
ქართველები, ქართული არქიტექტურული ჯგუფი თუ მონაწილეობდა ამ კონკურსში? თუ მონაწილეობდა ნაეტავ რომელია მათი ნამუშევარი?
akhali
მგონი მართლაც საუკეთესო შეარჩიეს!!!-მხოლოდ ფოტოზე არ ჩანს შიდა ხედი
giorgi
სარბენი ბილიკები არ ჩანს
luka777
აი ძაან მაგარი პროექტია უბრალოდ ეს სარბენი ბილიკები რო არ ქონდეს ულამაზესი იქნება მთელს საქართველოსში...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება