სხდომაზე სიტყვით ვეტერანი ქართველი მორაგბე, "ბორჯღალოსანი" ნოდარ ანდღულაძე გამოვიდა
16 მარტს ნიუ-იორკში, გაერო-ს 59-ე სესიაზე გაიმართა დისკუსია თემაზე "სპორტის როლი ქალთა გაძლიერებაში", რომელიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ვეტერანი ქართველი მორაგბე, "ბორჯღალოსანი" ნოდარ ანდღულაძე, რომელმაც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა (იხილეთ ვიდეო).

"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის თამაში, აქ არაა პირველი თუ მეორე ტაიმი - ეს უწყვეტი ბრძოლაა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა გაგრძელდეს და შეცდომისთვის დრო ნამდვილად არ გვაქვს!

რაგბი დაფუძნებულია პატივისცემის, ღირსებისა და ურთიერთთანადგომის პრინციპებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერი ტიპის ძალადობას.

ჩვენ, სპორტსმენებმა, მაგალითი უნდა მივცეთ და ავუხსნათ გულშემატკივრებსა თუ საზოგადოებას, რომ ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით კი, ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ!

ჩვენ, როგორც მამებმა, მეუღლეებმა, ძმებმა და შვილებმა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა აღვკვეთოთ და განსაკუთრებით აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ.

ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ მსოფლიოს ქალების და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ მინდა მოვუწოდო სპორტის ფედერაციებს, ყველა ცნობილ სპორტსმენს, შემოგვიერთდნენ ოჯახში, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა ნოდარ ანდღულაძემ.

წყარო: rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა