ედისონ კავანის თავბურთი, ნეაპოლური სიძულვილი, ლუკა ტონის დებიუტი და ტურინელთა უსუსურობა

"ინტერთან" განცდილი მარცხის შემდეგ ვალტერ მაძარიმ დანანებით აღნიშნა, რომ "ნაპოლის" გრანდებთან ტოლსწორად თამაში არ შეუძლია. გავიდა რამდენიმე დღე და ნეაპოლურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე "იუვენტუსი" გაანადგურა. რთული სათქმელია, რამდენად შეეფერება დღევანდელ "იუვეს" სიტყვა გრანდი, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აკნინებს სამხრეთელთა ბრწყინვალე თამაშს და დამსახურებულ გამარჯვებას.

ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რაზეა ლაპარაკი, გამცნობთ, რომ სერია A-ს XIX ტურის უკანასკნელ შეხვედრაში "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრის გმირი ედინსონ კავანი გახლავთ, ფეხბურთელი, რომელმაც სამჯერ შეარხია ტურინელთა კარის ბადე და სამივეჯერ თავური დარტყმით. ურუგვაელის პირველი და მეორე გოლები ტყუპისცალივით გავდა ერთმანეთს, დამაგვირგვინებელი კი მართლაც ძალიან ეფექტური გამოვიდა - მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ვარდნაში დაჰკრა ბურთს თავი და მარკო სტორარი უშანსოდ დატოვა. თუ რა ხდებოდა კავანის გოლების შემდეგ "სან პაოლოს" გადაჭედილ ტრიბუნებზე, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია. თვით კლუბის პრეზიდენტი, ყოველთვის თავდაჭერილი აურელიო დე ლაურენტისი ბავშვითი ხარობდა, დახტოდა და რიგით ქომაგებს ეხვეოდა. ცნობილი ამბავია, რომ ნეაპოლში "იუვენტუსი" განსაკუთრებულად არ უყვართ და ეს ემოციაც ამის გამოძახილია.

თუ რატომ არ უყვართ "ნაპოლის" გულშემატკივრებს "იუვე", ცალკე სალაპარაკო თემაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს - შეგვიძლია ჰასან სალიჰამიჯიჩის გაკეთებული კომენტარი გავიხსენოთ და ყველაფერი ნათელი გახდება. ბოსნიელი ნახევარმცველი გაოგნებული იყო, როდესაც ნეაპოლში მოძრავ "იუვენტუსის" ავტობუსს მოხუცებიც კი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და რაც კი ხელში ჰქონდათ, ყველაფერს ესროდნენ. სალიჰამიჯიჩმა მაშინ ნამდვილი შოკი მიიღო და გამომდინარე მისი ტურინული კარიერის წარუმატებლობიდან, როგორც ჩანს, ამ შოკიდან ვეღარც გამოვიდა.

დავუბრუნდეთ კვირას გამართულ შეხვედრას და მატჩის უდავო გმირს, ედინსონ კავანის მოვუსმინოთ: "ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. აქამდე იყო ეჭვი, რომ დიდ გუნდებთან თამაში გვიჭირდა და ვგონებ, ეს ეჭვი გავაქარწყლეთ. მთელმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და სრულიად

დამსახურებულად გავიმარჯვეთ. საკუთარ გოლებზე საუბარი არ მსურს, თითოეული გოლი გუნდური თამაშის შედეგია და არა ცალკეული ფეხბურთელის - რომ არა თანაგუნდელთა იდეალური გადაცემები, თამაშს უგოლოდ დავასრულებდი. რომ არა დაცვის სამედო თამაში, შესაძლოა ოთხი გოლი გაგვეშვა და ამ ჰეთთრიკს ფასი არ ექნებოდა. ამიტომ, ამ გამარჯვებაში თითოეულ მოთამაშეს თანაბარი წვლილი მიუძღვის. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც მხურვალედ გვიქომაგეს".

ბედნიერი იყო ვალტერ მაძარი და ბუნებრივია, ჟურნალისტებს არც მან დაწყვიტა გული: "პირველ რიგში, მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა მადლობა და შემდეგ, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, რომლებმაც ეს ბრწყინვალე სანახაობა დადგეს. ვფიქრობ, "ნაპოლის" თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო და ფეხბურთის მთავარი პრინციპიც ეს არის. ჩვენ თამაშში იყო მონდომება, სიამაყე და რა თქმა უნდა, კლასი. რაც არ უნდა მონდომებული იყო და მაქსიმალურად დაიხარჯო, თუ საშემსრულებლო ოსტატობა გღალატობს, შედეგს ვერ მიაღწევ. "ნაპოლიმ" დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში და ნებისმიერ მეტოქეს გაუმკლავდება. გოლებიც მეტად ეფექტური გავიტანეთ, განსაკუთრებით მესამე, რაშიც ალბათ ყველა დამეთანხმებით. ძალიან გახარებული ვარ, ამ გუნდს კიდევ შეუძლია მომატება".

საპირისპირო განწყობაა ტურინელთა ბანაკში, რაც სრულიად ბუნებრივია. 2011 წელს "იუვენტუსმა" ორი შეხვედრა გამართა და ორივეში სამბურთიანი სხვაობით წააგო. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ფაბიო კვალიარელა დაკარგა, რომელიც დაშავდა და სეზონის ბოლომდე ვეღარც დაუბრუნდება მოედანს. მის შემცვლელად ტურინელებმა ლუკა ტონი დაიმატეს, ვისი დებიუტიც სწორედ "ნაპოლისთან" პაექრობაში შედგა. ერთ-ერთ ეპიზოდში ლუკამ შეარხია კიდეც მეტოქის კარის ბადე, თუმცა მატჩის არბიტრმა მეკარის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა.

ამ გადაწყვეტილებას ტონი კატეგორიულად არ ეთანხმება: "შედეგი არასახარბიელოა და ნათლად გამოჩნდა, რომ არაერთ კომპონენტზე გვაქვს სამუშაო. მეტოქემ უკეთ ითამაშა და დაიმსახურა გამარჯვება, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე ეპიზოდში მსაჯმა აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, ვერაფრით ვხვდები, რატომ გააუქმა ჩემი გოლი, რომელიც საჰაერო ორთაბრძოლისას წესების სრული დაცვით გავიტანე. ანგარიში რომ გათანაბრებულიყო, შესაძლოა სულ სხვა შედეგი მიგვეღო".

არ ცხრება ლუჩანო მოჯი და "იუვეს" ყველა წარუმტებლობაზე თავის კომენტარს აკეთებს. სინიორ კალჩოპოლმა ამჯერადაც შეუტია კლუბის ამჟამინდელ მესვეურებს და მათთან ერთად, ლუიჯი დელ ნერიც გააკრიტიკა: "გული მტკივა, როდესაც ასეთ უსუსურ "იუვეს" ვუყურებ. ამხელა ისტორიის მქონე გუნდს არ აქვს უფლება ორი თამაში სამბურთიანი სხვაობით წააგოს. ყველა იმაზე საუბრობს, რომ შეტევაა გასაძლიერებელი, მე კი მგონია, რომ პირველ რიგში დაცვას უნდა მიეხედოს. ხომ ნახეთ, სამჯერ ახტა ედისონ კავანი მეტოქის საჯარიმოში და სამივეჯერ გოლი გაიტანა. არ მესმის დელ ნერის, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში რატომღაც არმანა ტრაორე დააყენა. საერთოდ, სატრანსფერო პოლიტიკა, რომელსაც კლუბის მესვეურები აწარმოებენ, არაფრად ვარგა. 13-14 საშუალო კლასის ფეხბურთელის გადაბირებას, 3-4 ჩემპიონის დამატება ჯობდა, ეს არის და ეს".

REzIA Robakidze
ეეჰ, მოჯი როგორც ყოველთვის მართალია.მაროტამ და დელ ნერიმ ალბათ არ იციან რომ, რაოდენობა არ უდრის ხარისხს.
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება