გუშინ NBA-ში - შედეგები და სტატისტიკა
პირველად ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მოქმედმა ჩემპიონმა წააგო ლიგის ყველაზე უარეს გუნდთან, რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში "მინუს 20" აქვს მოგება-წაგების ბალანსი.

სწორედ ასეთი გაუგებრობა მოხდა "ნიუ იორკისა" და "სან ანტონიოს" შეხვედრაში. მატჩის შემდეგ "სპურსის" დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა უპატივცემულობა გამოამჟღავნა მეტოქესა და მთლიანად მატჩის მიმართ.

მესამე მეოთხედში "სპურსი" 13 ქულას იგებდა და, ალბათ, ვერ წარმოედგინა, რომ დერეკ ფიშერის გუნდი შეძლებდა თამაშის შემობრუნებას. მაგრამ" ნიქსმა" ოვერტაიმში გადაიყვანა შეხვედრა და იქ დაცვაში ბრწყინვალე თამაშის წყალობით ტექსასელებს ცხრიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდებინა კალათში.

- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე ჯეკ ჰეილი გუშინ 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. კალათბურთელმა ლიგაში ათი სეზონი ჩაატარა და იქ "ჩიკაგოს", "ნიუ ჯერსის", "სან ანტონიოსა" და "ლეიკერსის" ღირსებას იცავდა. ჰეილი NBA-ის ჩემპიონიც იყო 1996 წელს "ჩიკაგოს" შემადგენლობაში.

- "ჩიკაგო ბულზის" ფორვარდი ჯიმი ბატლერი უახლოეს პერიოდში აპირებს მოედანზე დაბრუნებას. როგორც კალათბურთელმა განაცხადა, ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და ამ კვირის ბოლოს გეგმავს მოედანზე გასვლას. შეგახსენებთ, რომ ბატლერი ლაზარეთში იდაყვის ტრავმის გამო მოხვდა.

- "მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს ფორვარდი მაიკლ ბიზლი. შეგახსენებთ, რომ ამ კალათბურთელმა სეზონის პირველი ნაწილი ჩინეთის ჩემპიონატში გაატარა, რის შემდეგაც "ჰიტთან" ორჯერ გააფორმა 10-დღიანი კონტრაქტები.

ნიუ იორკი-სან ანტონიო 104:100 (ო)

25:29, 17:23, 26:23, 28:21, 8:4

ნ-ი: ჰელოუეი (22), შვედი (21+7 პასი+3 ჩაჭრა), ბარნიანი (16+10 მოხსნა+3 დაფარება), ამუნდსონი (12+17 მოხსნა), სმიტი (11).

ს-ა: პარკერი (21+6 მოხსნა+6 პასი), დანკანი (17+8 მოხსნა), ლეონარდი (13), სპლიტერი (12+13 მოხსნა), ბელინელი (12).

ჰიუსტონი-ორლანდო 107:94

28:24, 23:26, 26:28, 30:16

ჰ: მოტეიუნასი (23+7 მოხსნა), ჰარდენი (17+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), არიზა (17+5 პასი), სმიტი (17), ბრიუერი (13+12 მოხსნა), ბევერლი (12+7 პასი).

ო: ოლადიპო (29+4 ჩაჭრა), გორდონი (13), ვუჩევიჩი (11+11 მოხსნა), პეიტონი (10+7 პასი).

დეტროიტი-მემფისი 105:95

18:30, 21:24, 36:22, 30:19

დ: კოლდუელ-პოუპი (24), ჯექსონი (23+20 პასი), დრამონდი (16+16 მოხსნა+5 დაფარება), ტოლივერი (15+7 მოხსნა), პრინსი (11).

მ: გრინი (21), მ. გასოლი (17+11 მოხსნა+6 პასი), კარტერი (14), რენდოლფი (13).

კლიპერსი-შარლოტი 99:92

28:20, 31:21, 18:33, 22:18

კ: რედიკი (23), პოლი (21+8 პასი), გრიფინი (19+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯორდანი (12+14 მოხსნა), რობინსონი (12).

შ: ჯეფერსონი (21+6 მოხსნა), მო უილიამსი (18+8 პასი), ჰენდერსონი (16), უოკერი (15), მარვ. უილიამსი (10+11 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (10+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
"აი, ასეთი ბიჭია სანდრო" - პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
გრეგ პოპოვიჩის ორმაგი სტანდარტი?
5 წელიწადში 80 მილიონი - მამუკელაშვილს კვლავ პოპოვიჩი გაწვრთნის
"მამუს" "სან ანტონიო" მწვრთნელის გარეშეა - გრეგ პოპოვიჩი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა