საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
წინა ტურში "დინამო თბილისმა" ერთი დღით დაკარგული ლიდერობა მართლაც უმძიმეს ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით (სტუმრად "შუქურასთან") მოიპოვა; 18 მარტს კი, კახა გოგიჩაიშვილის გუნდი მხოლოდ... 15 წუთით იყო მეორე ადგილზე: უახლოესი მდევრების მატჩი ხომ "დინამო"-"მეტალურგის" დაპირისპირებამდე 2 საათით ადრე დაიწყო.

თუმცა, გუშინდელ მატჩს "დაპირისპირებას" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, იმდენად დიდი იყო მასპინძელთა უპირატესობა ყველანაირად სავალალო მდგომარეობაში მყოფ "მეტალურგთან" შედარებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა რუსთაველთა გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად ენა არავის უნდა მოუბრუნდეს და პირიქით, მადლობაც ეკუთვნით, ამდენი სირთულის მიუხედავად, ყველა მატჩზე მაქსიმალური მონდომებით რომ გამოდიან.

ასეთივე მონდომებით დაიწყეს სტუმრებმა გუშინდელი მატჩიც და უკვე პირველსავე წუთზე გიორგი ჯოხაძის მარჯვენა ფლანგზე აქტიურობას მეტოქის საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდებაც მოჰყვა, მაგრამ ბექა ოქროპირიძე ბურთს ვერ მისწვდა.

აი, ამის მერე კი პირველი ტაიმის ბოლომდე "მეტალურგს" მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უწევდა ფიქრი.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, ორივე გოლი ეფექტური კომბინაციების შედეგად გაიტანეს და ორჯერვე გიორგი ჩირგაძემ გამოიჩინა თავი: 24 წლის ფორვარდმა ძირითადში დაბრუნება "დუბლით" აღნიშნა!

პირველი საგოლე კომბინაცია საბა ლობჟანიძემ წამოიწყო, რასაც მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ჯანელიძის ზუსტი პასი მოჰყვა და გიორგი ჩირგაძემაც ახლო მანძილიდან ეფექტური თავური დარტყმით სტუმართა გამოცდილ მეკარეს, გრიგოლ ბედიაშვილს შანსი არ დაუტოვა.

მეორე გოლის დროს კი ოთარ კიტეიშვილის ჩინებული პასის მერე ჩირგაძე პირისპირ დარჩა მეკარესთან და ეს შანსიც ხელიდან არ გაუშვა.

პირველი ტაიმის ბოლომდე "დინამოს" კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა: ოთარ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი გრიგოლ ბედიაშვილმა მოიგერია, საბა ლობჟანიძემ და გიორგი ჯანელიძემ მიზანს მცირედით ააცილეს, გიორგი ჩირგაძემ კი ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმში ტემპი ოდნავ დაეცა, თუმცა დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ანგარიში შეცვლილიყო. განსაკუთრებით არ გაუმართლა სტუმართა ცენტრფორვარდს, რევაზ ბარაბაძეს, რომელიც დროის უმცირეს მონაკვეთში ზედიზედ ორჯერ დაემუქრა მასპინძელთა კარს და ორჯერვე მიზანმა უმტყუნა: პირველ ეპიზოდში კონსტანტინე ხიზანეიშვილის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ვარდნაში, თავით ურტყამდა, მეორე ჯერზე კი ახლო მანძილიდან "ერთი შეხებით" ცდილობდა მეორე წრეში რუსთაველთა გუნდისათვის... პირველი გოლის გატანას.

ანგარიშიდან გამომდინარე, "დინამო" თამაშს მშვიდად აკონტროლებდა და მატჩის "სცენარიდან" გამომდინარე, კახა გოგიჩაიშვილმა შეცვლებით რამდენიმე ტაქტიკური მონახაზიც მოსინჯა.

ისე, დინამოელებსაც შეეძლოთ, რომ მეტოქე უფრო დიდი ანგარიშითაც დაემარცხებინათ, მაგრამ ლაშა პარუნაშვილის, გიორგი ჯანელიძისა და ჯაბა ჯიღაურის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური

18.03. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ)-მეტალურგი 2:0

გოლები: 1:0 ჩირგაძე (5. ჯანელიძის პასით), 2:0 ჩირგაძე (23. კიტეიშვილის პასით)

დინამო (თბ) (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თოთაძე - ცინცაძე, პარუნაშვილი (83. შერგელაშვილი) - ჯანელიძე, კიტეიშვილი (71. ტაბატაძე), ს. ლობჟანიძე (63. ჯიღაური) - ჩირგაძე.

სათადარიგოები: ბუკორაცი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, დაუშვილი

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

მეტალურგი (5-1-3-1): ბედიაშვილი - ზ. გელაშვილი, ლ. ნოზაძე, ნარიმანიძე, ექვთიმიშვილი (57. გუჯაბიძე), კ. ხიზანეიშვილი - ლ. ბერუაშვილი - ჯოხაძე (78. ციცქიშვილი), სარიშვილი, ბ. ოქროპირიძე (46. გაბაშვილი) - ბარაბაძე.

სათადარიგოები: ნადირაძე, გ. ჩიკვაიძე, ბერაძე, გ. კილასონია

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გაფრთხილება: კ. ხიზანეიშვილი (65)

არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
ჯერ "კოსმოსში", მერე "რედ ბულზში" - გიორგი ჩირგაძე ამერიკაში დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედომ" კვარტეტი დაიმატა, საუბარია ქვილითაიასა და ჩირგაძეზეც
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
უმაღლესი ლიგა. XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
თბილისის "დინამოდან" სამი ფეხბურთელი გაუშვეს
დინამო (თბ)-ზუგდიდი 7:0 - შესანიშნავი შვიდეული გამარჯვების დღისთვის [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა