ინტერვიუში სანიკიძე სხვა კუთხით წარმოგვიდგება - თავად სვამს შეკითხვებს, მაგალითად: რატომ ხდება საქართველოში ყველაფერი უკუღმა?!
ვინც ამ ინტერვიუს წასაკითხად მოემზადება, პირველ რიგში, ვიქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკითხავს - საქართველოს ნაკრების ფორვარდს ხომ იანვრის შემდეგ არ უთამაშია...

თუ მკითხველი კალათბურთში კარგადაა ჩახედული და სანიკიძის "უნიკსის" მატჩებიც უნახავს, უთუოდ ექნება პროფესიული შეკითხვები... მომავალ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებითაც საინტერესოა ვიქტორის აზრის მოსმენა... თუმცა ინტერვიუში სანიკიძე სხვა კუთხითაც წარმოგვიდგება - თავად სვამს შეკითხვებს, მაგალითად: რატომ ხდება საქართველოში ყველაფერი უკუღმა?!

შესავლით თავს აღარ მოგაბეზრებთ. ვიქტორ სანიკიძეს, პირველ რიგში, ჯანმრთელობის შესახებ ვკითხეთ.

- მხარი მაქვს დაზიანებული. თავიდან აქაურ ექიმებს ეგონათ, რომ მხოლოდ კუნთი იყო გაწყვეტილი, რომლის აღდგენას ზედმეტად დიდი დრო არ უნდა დასჭირვებოდა, თუმცა სურათი იტალიაში გავგზავნე და აღმოჩნდა, რომ კუნთის გარდა, დაზიანებული იყო მყესიც.

შესაძლებელი იყო, გარკვეული რეაბილიტაციის შემდეგ მოედანზე გავსულიყავი და სეზონიც ჩამემთავრებინა, მაგრამ იყო ალბათობა, შემდეგ გართულებები მოჰყოლოდა. ამიტომ ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე და საამისოდ იტალიაში მომიწია ჩასვლა.

- მხარი თამაშისას იტკინე?

- არც მატჩზე და არც ვარჯიშზე სერიოზული ტკივილი არ მიგრძვნია, ერთ დილას გავიღვიძე და ვიგრძენი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში, მიჭირდა სრულფასოვნად მოძრაობა. სწორედ ამიტომ მივაკითხე "უნიკსის" ექიმებს და როგორც აღვნიშნე, ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.

- რეაბილიტაცია როგორ მიდის?

- ერთი თვე მხარი პარალიზებული მქონდა. იტალიელი ექიმების რჩევით, ძალას არ ვატანდი.

ნელ-ნელა ვარჯიშს შევუდექი, თუმცა გუნდთან ერთად არ ვვარჯიშობ. ჯერ მთავარია, კუნთი იმ კონდიციამდე მივიდეს, როგორც ტრავმამდე იყო. საამისოდ კი სპეციალური ვარჯიშებია საჭირო.

სათანადო რეაბილიტაციისთვის სერბეთიდან ფიზმომზადების მწვრთნელი საკუთარი ხარჯით მყავს ჩამოყვანილი. ძლიერი სპეციალისტია, სერბეთის ნაკრებშიც მუშაობს.

- 2012 წელს ევროშესარჩევზე ჰოლანდიასთან მატჩი მხრის ტრავმის გამო გამოტოვე. იგივე მხარი დაიზიანე?

- იგივეა, თუმცა ახალ ტრავმას ძველთან კავშირი არა აქვს. ექიმებმა მითხრეს, კუნთი ადრე რომ გაგწყვეტოდა, დროთა განმავლობაში ფორმას შეიცვლიდაო. ჩვენს შემთხვევაში კი ახალი დაზიანებული აღმოჩნდა.

- სრულფასოვნად ვარჯიშს როდის განაახლებ?

- მაისის ბოლომდე დატვირთვა არ შეიძლება. გუნდთან ერთად ვარჯიში რომც დავიწყო, ფორმაში შესვლას ვერ მოვასწრებ. სათანადო კონდიციების გარეშე კი არავინ მათამაშებს. გულდასაწყვეტია, მაგრამ ჩემთვის სეზონი დასრულდა. მინდა კლუბის მესვეურებს დაველაპარაკო და აღდგენა ისეთ ადგილას განვაგრძო, სადაც რეაბილიტაციისთვის უკეთესი პირობები მექნება.

"უნიკსი"

მარტის პირველ ნახევარში "უნიკსმა" ევროთასის მერვედფინალიდან გიორგი შერმადინის "კანტუ" გამოთიშა. პირველი მატჩი იტალიაში გაიმართა, სადაც გუნდს ვიქტორიც გაჰყვა.

- იტალიაში ექიმებს კონსულტაციისთვის მივაკითხე, თან მატჩს დავესწარი. საინტერესო დაპირისპირებები იყო, გაიმარჯვა ძლიერმა. თუნდაც შემადგენლობებს რომ გადავხედოთ, "უნიკსი" გაცილებით ძლიერი გუნდია. "კანტუს", მაქსიმუმ, საშინაო მატჩში მოეგო, ორრაუნდიან დაპირისპირებაში ვერ აჯობებდა. თუმცა გიორგი შერმადინმა და მისმა თანაგუნდელებმა ბოლომდე იბრძოლეს და "უნიკსმა" მძიმე ბრძოლებში მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური.

- მიმდინარე სეზონში ჩატარებული თამაშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "უნიკსი" და "კანტუ" ერთმანეთს ჰგვანან - თამაში ამერიკელ ლეგიონერებზე ეწყობა, რომლებიც, ვიდრე არ გაუჭირდებათ, შერმადინის მისამართით პასს არ იმეტებენ...

- "უნიკსშიც" ასეა. მწვრთნელი ევგენი პაშუტინი, ამერიკელების გარდა, არავის ენდობა. ისინი მაღალი კლასის კალათბურთელები არიან, მაგრამ ხომ შეიძლება, ამა თუ იმ მატჩში ამერიკელებზე უკეთესად თამაში სხვას გამოუვიდეს?! - მაინც არ ენდობა, არ აძლევს თამაშის საშუალებას. ამის გამო შეიძლება შეხვედრა წააგო კიდეც, თუმცა ეს მწვრთნელისთვის მაგალითი არ არის, შემდეგ მატჩშიც არ ღალატობს სტრატეგიას.

- იქნებ ეს ამერიკელების სიჯიუტის ბრალია?

- ფაქტი ერთია - მათ მწვრთნელისგან აბსოლუტური თავისუფლება აქვთ, იციან, არავინ არაფერს ეტყვის, რამე რომ შეეშალოთ, გააფუჭონ... სამაგიეროდ, სხვა რომელიმე კალათბურთელს მცირე შეცდომაზეც ცვლის.

- მიმდინარე სეზონში "უნიკსისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდთან" იყო - ევროლიგის პირველი ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას უნდა გაერკვია, რომელი გუნდი გავიდოდა მომდევნო ეტაპზე. მოიგო "ნოვგოროდმა". რას დაბრალდა წაგება?

- მარცხის მიზეზებზე ოფიციალურად არავის ულაპარაკია, თუმცა მიზეზი იმ შემთხვევაშიც ნაცნობი იყო. მწვრთნელმა გადამწყვეტ მომენტში მოედანზე გაიყვანა ისინი, ვისაც უნდა ეთამაშა და არა ისინი, ვისაც თამაში წაუვიდა. ამის თქმა საკუთარ მაგალითზე შემიძლია - 9 წუთი ვითამაშე, 6 ქულა ჩავაგდე, ბურთი არ ამიცილებია, თუმცა ბოლოს მწვრთნელმა მოედანზე აღარ შემიშვა.

მაშინ, როცა სხვა მძიმე ფორვარდმა მატჩი მხოლოდ ერთი სამქულიანით დაასრულა, თუმცა 30 წუთი ითამაშა. თუნდაც კოსტას კაიმაკოგლუ მართლაც მაღალი დონის კალათბურთელია, მისი კარგი გარჯით არაერთი მატჩი მოგვიგია, მაგრამ ხომ შეიძლება, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში მასზე უკეთ სხვას წაუვიდეს თამაში?

- ევგენი პაშუტინი გუნდში შუა სეზონში ბერძენი მწვრთნელის, არგირის პედულაკისის ნაცვლად დაინიშნა. თუმცა გუნდს მანამდეც არ ჰქონდა კარგი შედეგები...

- პედულაკისს თავისი ხედვა ჰქონდა, სჭირდებოდა დრო გუნდის "ასაშენებლად", თუმცა მისი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ შემადგენლობა არასწორად აარჩია. შემდეგ შესაძლოა თავადაც ინანა, რომ სხვა ამერიკელები არ ჩამოიყვანა. პედულაკისი სეზონის პირველ ნახევარში მუშაობდა და ერთგვარად ძიების პროცესში იყო, ცდიდა სხვადასხვა ტაქტიკას, რომელიც შემდეგისთვის უნდა გამოეყენებინა.

მაგალითად, მე და კაიმაკოგლუს ხშირად გვათამაშებდა ერთდროულად, ახალი მწვრთნელის ხელში კი მოედანზე ერთდროულად არ გამოვსულვართ. პედულაკისის მთავარი პლუსი ის იყო, რომ სრული კარტ-ბლანში არავისთვის ჰქონდა მიცემული; ვისაც თამაში წაუვიდოდა, იმას ენდობოდა.

- შუა სეზონში გუნდიდან წავიდა ბერძენი პლეიმეიქერი ნიკოს ზისისი, რომელსაც გუნდზე თამაში კარგად ეხერხება... მას მერე "უნიკსი" კიდევ უფრო ინდივიდუალური გახდა. როგორი ურთიერთობა გაქვს ბერძენ თანაკლუბელებთან? მათ წინააღმდეგ ხომ ევროპის ჩემპიონატზე მოგიწევს თამაში...

- ზისისიც და კაიმაკოგლუც ძალიან კარგი პიროვნებები არიან. ოპერაცია რომ გავიკეთე, ზისისმა დამირეკა, მომიკითხა და ევრობასკეტამდე დამემშვიდობა. ხშირად გვისაუბრია ჩვენს მომავალ დაპირისპირებაზე. 8 სექტემბერს მოუთმენლად ველი...

8 სექტემბერს საქართველო-საბერძნეთია, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩი. როგორც ხედავთ, მივადექით საქართველოს ნაკრების თემას, რომელიც იმდენად მოცულობითია, ხვალინდელ ნომერში უნდა განვაგრძოთ. ხვალვე შეიტყობთ, რას გულისხმობდა სანიკიძე, როცა ამბობდა: საქართველოში ყველაფერი უკუღმა ხდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიყვარს...
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
შენგელია "ვირტუსის" ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა