საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ბაჩანა არაბული კიევის "დინამო 2"-ში ისინჯება
"ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ბაჩანა არაბული კიევის "დინამო 2"-ში ისინჯება. მან უკვე ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა: პირველი 29 დეკემბერს უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც 1:1 დასრულდა და ბაჩანამ გოლი გაიტანა.

"დინამო 2" კონჩა ზასპაში ვინიცის "ნივას" ეთამაშა და ეს მატჩიც 1:1 დასრულდა.

კიეველებს ამჯერადაც ანგარიშის გათანაბრება მოუხდათ და ეს გოლიც ქართველი თავდამსხმელის მონაწილეობით გავიდა.

არაბული მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა (გოლიც გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობაში დააფიქსირა). "დინამოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩათვლილ გოლში არაბულის მონაწილეობა იმით გამოიხატა, რომ თავად შეეძლო დარტყმა, მაგრამ ბურთი აზრიანად გაატარა და ბოროვეცმა ანგარიში გაათანაბრა.

"დინამო 2"-ში თემურ ფარცვანიამ შეუცვლელად ითამაშა, სამაგიეროდ, მოედანზე არ გამოჩენილა იაშვილი. როგორც დავადგინეთ, ის თბილისის საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" მამუკა ფანცულაიასთან ვარჯიშობდა, ბოლო სამი წელი კიევის "არსენალის" ასაკობრივ გუნდში თამაშობდა, კიევის "დინამოში" კი გასინჯვაზე იყო.

უკრაინელი ქართველების თემას ოლეგ კუზნეცოვის 18-წლიანთა ნაკრების ამბებით გავაგრძელებთ: უკრაინელებმა სანკტ-პეტერბურგში, "გრანატკინის თასის" ტრადიციულ გათამაშებაში მესამე ადგილი რუსების 3:1 დამარცხებით დაიკავეს. ერთ-ერთი გოლი "დნიპროს" ქართველმა ნახევარმცველმა ევგენი ბახაშვილმა გაიტანა. მან ოთხივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და ორი გოლი მიითვალა. სამჯერ ითამაშა ძირითადში ბადრი აქუბარდიამ, მეკარე ბორის მახარაძე კი ტურნირზე არ წაუყვანიათ.

ანდრეი გუსინის "დინამო 2" პეტერბურგში გასამართი "თანამეგობრობის თასისთვის" ემზადება და მოხვდება თუ არა არაბული განაცხადში, მალე გაირკვევა. კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრებისა და რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობის ერთ-ერთი ლიდერი კიევში კიდევ მცირე ხნით გაჩერდება.

საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" გაზრდილებით ჰოლანდიელებიც რომ დაინტერესდნენ, ესეც არ არის ახალი. რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობის წევრები დავით ხოჭოლავა და ვაკო ყაზაიშვილი 8 იანვარს ანთალიაში "ვიტესს" შეუერთდნენ და საკონტროლო შეხვედრაში თითო-თითო ტაიმი ითამაშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა